”უკრაინა და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, რომ მინერალების შესახებ შეთანხმება არ მოიცავს დოკუმენტის ხელმოწერამდე გაწეულ დახმარებას.[…] მთავარია, ჩვენი წითელი ხაზები ნათლად განისაზღვროს, შეთანხმება უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ ვალდებულებებს და არ ეწინააღმდეგებოდეს უკრაინის კონსტიტუციასა და კანონმდებლობას. ის პარლამენტის მიერ უნდა იყოს რატიფიცირებული. მიღწეულია შეთანხმება, რომ დოკუმენტი არ ითვალისწინებს ხელმოწერამდე გაწეულ დახმარებას“,
Category: ახალი ამბები
-
უკრაინა და აშშ შეთანხმდნენ, რომ მინერალების შესახებ შეთანხმება ხელმოწერამდე გაწეულ დახმარებას არ ითვალისწინებს
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. -
ქართველები არ უნდა დარჩნენ ავტორიტარიზმთან მარტო! – აშშ-ის ჰელსინკის კომისიის წევრები
” მოვუწოდებთ ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს, შემოგვიერთდნენ საქართველოში ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნაში” – საქართველოს მასშტაბით საპროტესტო ტალღის მე-150 დღესთან დაკავშირებით, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის წარმომადგენლებმა ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერა გამოხატეს
„ხვალ საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრაციების მე-150 დღეა — ეს არის გამორჩეული გამოხატულება ქართველთა მტკიცე ერთგულებისა თავისუფლებისა და ქვეყნის დამოუკიდებლობისადმი. ვამაყობთ, რომ ვდგავართ ქართველ ხალხთან ერთად, რომელიც არ თმობს დემოკრატიულ მისწრაფებებს არალეგიტიმური რეჟიმის წინაშე.
„ქართული ოცნება ძალაუფლებას ეჭიდება იმ უფლებებისა და თავისუფლებების უარყოფით, რომლებიც დემოკრატიული საზოგადოებისთვის საფუძველს წარმოადგენს. დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციური პარტიებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების დევნით, ქართული ოცნება ქვეყანას აშორებს ტრანსატლანტიკურ ოჯახს და რეალურად რუსეთს, ჩინეთსა და ირანს უსვამს გვერდით.
„ერთ დროს საქართველოს დემოკრატიული ენერგია რეგიონში იმედის შუქურად მიიჩნეოდა. თუ ქვეყანა გააგრძელებს ავტორიტარიზმისკენ სვლას, ჩვენ დავკარგავთ პარტნიორს, რომელიც ერთგულია ჩვენი საერთო უსაფრთხოების და ღირებულებებისადმი. ამავდროულად, ქართველებს დავტოვებთ რუსეთის კონტროლქვეშ მყოფი ავტორიტარული მმართველობის ქვეშ, მათი მრავალწლიან თავისუფლებისთვის ბრძოლის შემდეგ. მოვუწოდებთ ჩვენს ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს, დაგვიერთდნენ ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნაში და ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებისკენ. მოქმედების უქონლობა არა მხოლოდ მილიონობით ქართველის იმედებს გააცრუებს, არამედ სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის თავისუფალ, უსაფრთხო და კეთილდღეობაზე დაფუძნებულ სამხრეთ კავკასიას.“ – ნათქვამია განცხადებაში.
-
![ყირიმი რუსეთს დარჩება და ზელენსკი ამას ხვდება. ყირიმი დიდი ხანია [რუსეთთანაა] – დონალდ ტრამპი](https://solostudio.agency/wp-content/uploads/2025/03/trump4.webp)
ყირიმი რუსეთს დარჩება და ზელენსკი ამას ხვდება. ყირიმი დიდი ხანია [რუსეთთანაა] – დონალდ ტრამპი
“მე არ ვფიქრობ, რომ ისინი ოდესმე შეძლებენ NATO-ში გაწევრიანებას… სწორედ ამან გამოიწვია ომის დაწყება, როდესაც მათ დაიწყეს საუბარი NATO-ში გაწევრიანებაზე. ეს რომ არ განხილულიყო, ბევრად მეტი შანსი იქნებოდა, რომ [ომი] არ დაწყებულიყო.[…] ყირიმი რუსეთს დარჩება და ზელენსკი ამას ხვდება, ეს ესმის ყველას, რომ ყირიმი დიდი ხანია [რუსეთთანაა]. ეს მათთან იყო ტრამპის მოსვლამდე დიდი ხნით ადრე. ისევ და ისევ, ეს ობამას ომია. ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო. მე ამას ვუწოდებ ომს, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო”,
აცხადებს, ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
-
CIA-ის დირექტორის მოადგილის შვილი, რომელიც რუსეთის ჯარში იყო, უკრაინასთან ომში დაიღუპა
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის მოადგილის შვილი მაიკლ გლოსი რომელიც რუსეთის ჯარში იყო, უკრაინასთან ომში დაიღუპა . ამის შესახებ რუსული მედია წერს. ამავე მედიის ცნობით, შემთხვევა, სავარაუდოდ, ბახმუტის მიმართულებით რუსული შეტევის დროს მოხდა.
აშშ-დან ჩამოსულმა გარემოსდაცვითმა აქტივისტმა კოლეჯი მიატოვა, სადაც კლიმატისა და ქალთა უფლებებისთვის იბრძოდა და 2023 წელს მსოფლიოში სამოგზაუროდ გაემგზავრა. ამავე წლის სექტემბერში განაცხადა, რომ მისი ვიზა იწურებოდა და მალევე აღმოჩნდა მოსკოვში საკონტრაქტო სამსახურის გაწვევის პუნქტში, შემდეგ კი ფრონტზე. მაიკლმა მეგობარს უთხრა, რომ ჯარში რუსული პასპორტის მისაღებად, „ცხოვრებისეული მიზნის მისაღწევად“ წავიდა.
გლოსის დედა ჯულიანა გლოსია, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ციფრული ინოვაციების განყოფილების დირექტორის მოადგილეა. ხოლო მამა, ლარი გლოსი, აშშ-ის საზღვაო ძალების ვეტერანია და ოპერაცია „უდაბნოს შტორმშიც“ მონაწილეობდა. სოციალურ ქსელში მაიკლ გლოსი წერდა, რომ “ძალიან გაბრაზებული” იყო შეერთებული შტატებზე. მისი თქმით, “ძალადობა ამერიკული პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია”.
მაიკლ გლოსის ოჯახის თქმით, ის 2024 წლის 4 აპრილს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
-
ხაშურთან სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა
ოზურგეთის სამგზავრო მატარებელს ხაშურთან ცეცხლი გაუჩნდა – ამ წუთებში მატარებლიდან მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს.
ჯერჯერობით დამატებითი დეტალები უცნობია.
მასალა განახლდება :
-

არის ომის აქტივისტების ქსელი, უნდათ, უკრაინის ხელით ეომონ რუსეთს – პაპუაშვილი
მაკკეინის ინსტიტუტია თავად მაგალითი იმ ქსელისა, რომელიც არის ომის აქტივისტების ქსელი, რომლებსაც უნდათ რომ უკრაინის ხელით ეომონ რუსეთს და აშშ-ს ახალ ადმინისტრაციას აღიარებული აქვს, რომ ეს არის პროქსი ომი, რომელსაც გარკვეული წრეები აწარმოებენ რუსეთის წინააღმდეგ. ვხედავთ, რომ აშშ-ს ახალ ადმინისტრაციას სურს, რომ ამ პროცესში რაღაც ცვლილება შეიტანოს.
-

პროტესტი და სანქციები თავის საქმეს ასრულებს – ჩერგოლეიშვილი ღარიბაშვილის წასვლაზე
ეს იმას ნიშნავს, რომ პროტესტი თავის საქმეს ასრულებს, სანქციები თავის საქმეს ასრულებს, ალტერნატივის გამოკვეთაა საჭირო, ალტერნატიული პროცესის გამოკვეთაა საჭირო და შემდეგი ნიაღვარის დროს, რომელიც აუცილებლად იქნება, რუსულ სიტყვას გამოვიყენებ, ისეთი “რაზგონი” აქვთ აღებული, განსაკუთრებით, ამ უვიზოსთან დაკავშირებით…
შემდეგი ხალხის ნიაღვარი, რომელსაც არც პარტიები გეგმავენ და არც აქტივისტები და ა.შ. რაღაცაზე პასუხად თავისით ხდება და ვხედავთ ჩვენ, რომ გავრილოვის ღამიდან მოყოლებული ასეთი რამეები სულ ხდება, დასრულდება ცვლილებით.
მთავარია, რომ ჩვენ პროტესტი იქამდე მივიყვანოთ, ვაცოცხლოთ და ის იდეა გავაგრძელოთ, რაც ცვლილებებმა უნდა შეიძინოს – საქართველოს დამოუკიდებლობის გადარჩენა და სვლის გაგრძელება ევროპის მიმართულებით, იქ სადაც შეიძლება ჩვენი დამოუკიდებლობა გადარჩეს
-
რატომ უნდა მქონოდა [სანქციები]? რა ხდება? ან სხვები რატომ დაასანქცირეს? – ღარიბაშვილი
”არვიცი ჩემთვის არ არის ცნობილი არ მაქვს სანქციები, რატომ უნდა მქონოდა? რა ხდება? ან სხვები რატომ დაასანქცირეს? […] რა ხდება ქვეყანაში? რა ხდება?! მე ვფიქრობ მშვიდი სიტუაციაა ქვეყანაში.. კარგი ამინდია”.
ასე უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა დასანქცირებული.
ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან წავიდა. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
‘
-
ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან წავიდა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი “ქართულ ოცნებას” ტოვებს და პარტიიდან მიდის. ამის შესახებ ღარიბაშვილმაბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს მინდა გაგაცნოთ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება. ბოლო რამდენიმე კვირაა არ წყდება სპეკულაციები ჩემს მომავალ პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად მივიჩნევ არსებულ შეკითხვებს გავცე ამომწურავი პასუხები. დღემდე თითოეული ის ნაბიჯი, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში გადამიდგამს, კონკრეტულ მიზანს ეფუძნებოდა – ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მსახურებას და ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებას. შესაბამისად, ჩემი მთავარი მოტივაციაც, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი პატრიოტის, ყოველთვის იყო სამშობლოს სიყვარული და აქედან გამომდინარე, ჩემი გულწრფელი და ძლიერი სურვილი, რომ ერთი მყარი აგური მეც დამედო ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
-
სახეში რომ ადამიანს პოლიციელი ფეხს ურტყამდა, ჩვენ ძალიან გვეწყინა – მდინარაძე
ზუსტად მის, [გახარიას], პერიოდში პანკისის შემთხვევა, ჩორჩანას შემთხვევა, ბასიანის შემთხვევა, 20 ივნისი, ეს ყველაფერი დამთხვევა იყო? ერთი არ მოუვიდა, ერთი მსგავსი, არ მოუვიდა ვახტანგ გომელაურს. ერთი მსგავსი არ მოხდა მისი, [გახარიას], წასვლის შემდეგ.
მათ შორის, იყო ურთულესი კადრები. ურთულესი კადრები. ახლა, იმ ხუთდღიან პერიოდში. მათ შორის გაიპარა ისეთი ძალიან ცუდი კადრები და ცუდი ქცევები ადამიანების, რისი დაფიქსირების შემდეგაც კიდევ უფრო გამკაცრდა კონტროლი და ხელმძღვანელობის მხრიდან თითის ქნევა მოჰყვა ამას, კარგი, თუ ცუდი გაგებით, როგორც გნებავთ ისევ გავიგოთ, რომ არავითარ შემთხვევაში ასეთი რაღაც არ უნდა მოხდეს და შემდეგ კიდევ უფრო გამოსწორდა ეს სიტუაცია.
მაგრამ ახლა, სახეში, რომ ადამიანს პოლიციელი ფეხს ურტყამდა ან ჩვენ, ან ვინმეს მოეწონა? გაუხარდათ მხოლოდ იმათ. ჩვენ ძალიან გვეწყინა