Category: ახალი ამბები

  • საგარეჯოში 1 პირზე იძალადეს, მეორე კი დაჭრეს – დაკავებულია 8 პირი

    საგარეჯოში 1 პირზე იძალადეს, მეორე კი დაჭრეს – დაკავებულია 8 პირი

    საგარეჯოში ერთ პირზე ჯგუფურად იძალადეს, მეორე კი დაჭრეს. შსს-ს ცნობით  დაკავებულია 8 პირი.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ანგარიშსწორების მიზნით, 1970 წელს დაბადებულ გ.გ.-ზე ორგანიზებულად, ჯგუფურად, ფიზიკურად იძალადეს. ამავე დაპირისპირებისას ბრალდებულებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს 1994 წელს დაბადებული ა.გ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა”, – წერს შსს.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, 225-ე და 117-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 9 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

  • ელჩი წარმოადგენს საქართველოში ჩვენს ინტერესებს – გერმანიის საგარეო ფიშერზე

    ელჩი წარმოადგენს საქართველოში ჩვენს ინტერესებს – გერმანიის საგარეო ფიშერზე

    გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოში თავის ელჩს. წარმოადგენს ჩვენს ინტერესებს საქართველოში – ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

    “გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოში თავის ელჩს. ის წარმოადგენს ჩვენს ინტერესებს საქართველოში. მისი მოვალეობა – იცოდეს, რა ხდება საქართველოში და ესაუბროს ყველა შესაბამის პირს, როგორც ეს ვენის კონვენციაშია მითითებული.

    30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გერმანია საქართველოს დიდი პარტნიორი და მეგობარი იყო. ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა. საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა გამოიწვია გერმანიასთან, ევროკავშირთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გაუარესება. ჩვენ უარვყოფთ ჩვენსა და ჩვენი დიპლომატიური პერსონალის წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებებს.

    ურთიერთობების აღდგენა საქართველოზეა დამოკიდებული”, – აცხადებს სპიკერი.

  • ყველაფრის ფასად გადმოგდებული ”ოცნება” არავის არ სჭირდება. უნდა იყოს შეცვლილი არჩევნების გზით – გიორგი გახარია

    ”ყველაფრის ფასად გადმოგდებული “ოცნება” არავის არ სჭირდება” ქართული ოცნება უნდა იყოს შეცვლილი არჩევნების გზით”. – განაცხადა ამის შესახებ,  “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა  წულუკიანის საგამოძიებო კომისიის სხომაზე დისტანციურად ჩართვისას.

    • ”თქვენ არ გაქვთ პოზიცია, რომ ყველაფრის ფასად მოდი ხალხის არჩეული ”ოცნება” გადმოვაგდოთ და ჩვენ მოვიდეთ ხელისუფლებაში?” – მიმართა წულუკიანმა ამ კითხვით გახარიას. 

    რაზეც გახარიამ უპასუხა:

    • “ყველაფრის ფასად გადმოგდებული “ოცნება” არავის არ სჭირდება” ქართული ოცნება უნდა იყოს შეცვლილი არჩევნების გზით. მას შემდეგ რაც ქვეყანა ნორმალურ დაბალანსებულ მდგომარეობას, და კარგად იცით თქვენ რასაც ვგულისხმობ, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი იმ კომისიის შექმნა და იმ გამოძიების დაწყება,  რომელიც გაარკვევს რუსული დროშით საგუშაგოები როგორ გაჩნდა ჩორჩანის ტყეში და ასეთი ბევრი რამეა გასარკვევი და ეს უნდა იყოს ნამდვილი სამართლაინი სასამართლო და ამის მჯერა და მწამს”- უპასუხა გიორგი გახარიამ თეა წულუკიანს. 
  • ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი მოსიაშვილი თავისუფალია

    რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი მოსიაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

    “საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს. საკითხი განიხილებოდა როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.

    ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.

    საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალას ეკისრება”, – ვკითხულობთ სუს-ის განცხადებაში.

  • ბოჭორიშვილის მოადგილემ ირანს სოლიდარობა გამოუცხადა – ირანის საელჩო

    ირანის საელჩოს განცხადებით, „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი თბილისში ირანის საელჩოში „ისრაელის რეჟიმის განხორციელებული თავდასხმისას დაღუპულ მოწამეთა ხსოვნისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე მივიდა და ირანს სოლიდარობა გამოუცხადა.

    ღონისძიებას ხვთისიაშვილი გარდა ასევე თურქმენეთის, ყაზახეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის ელჩები, ერაყის საქმეთა რწმუნებული, ჩინეთის სამხედრო ატაშე და ასევე რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები, მათ შორის, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეც ესწრებოდნენ.

    “2024 წლის 30 ივნისს და 1 ივლისს, ორშაბათსა და სამშაბათს, თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში გაიმართა ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა ირანის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ისრაელის რეჟიმის მიერ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის დროს დაღუპულ მოწამეთა ხსოვნას.

    ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, აგრეთვე თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები – მათ შორის თურქმენეთისა და ყაზახეთის ელჩები, ერაყის საქმეთა რწმუნებული, ჩინეთის სამხედრო ატაშე, ასევე რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე, ირანული დიასპორის წევრები და ქართველი ირანისტები.

    მათ საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში გააკეთეს ჩანაწერები, გამოთქვეს თავიანთი სამძიმარი და სოლიდარობა ირანის მიმართ.

    დიდ მადლიერებას ვუცხადებთ ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს ამ რთულ პერიოდში გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანაგრძნობისთვის.” – წერია საელჩოს განცხადებაში.

  • მოიხედე ერთი წამით, რა დღეში ხარ? შეგეშინდა, წახვედი და „ბლატაობ“? – ალუდა ღუდუშაური გახარიას

    „გიორგი, მოიხედე ერთი წამით, რა დღეში ხარ? მითხარი, რა. რა დღეში ხარ, გამაგებინე? რა იყო შეგეშინდა, წახვედი, ახლა ონლაინ ხარ, გგონია, რომ შორს ხარ, დგახარ და გგონია, რომ “ბლატაობ”, ხომ? ცოტა თავი გააკონტროლე. შენ ეტყობა „თუთაშხიას“ბევრს უყურებდი, გაპარვის ეპიზოდი რომაა, ხომ იცი – „რა საოცრად წავიდაო“. ჰოდა, გაეცი ახლა პასუხები კითხვებს. უყურებ ერთი ამას, “ბლატაობს” აქ…“

    ასე მიმართა  ალუდა ღუდუშაურმა, კომისიის სხდომაზე „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიას, რომელიც კომისიის სხდომას ერთვება.

  • შარმანაშვილმф 2013 წელს, რესტორანში დამპატიჟა და ორ ქაბაბს ირტყამდა თავში: „რანაირად წავაგეთ არჩევნებიო“ – ზურა ჯაფარიძე

    “შარმანაშვილმф 2013 წელს, რესტორანში დამპატიჟა და ორ ქაბაბს ირტყამდა თავში: „რანაირად წავაგეთ არჩევნებიო“ – წერს საპატიმროდან ”კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი  ლიდერი ზურა გირჩი ჯაფარიძე.

    „ეს მიქანაძე წულუკიანს რომ უყვება, როგორი საშინელებები ჩავიდინეთ სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, წულუკიანი რა, იქ არ იყო? თან დელეგაციის ხელმძღვანელი, ანუ მიქანაძის უფროსი არ იყო? წულუკიანი არ იყო, რომ „დააბრიფინგა“, გვეწყინა და ვტოვებთ PACE-სო? ჰოდა, რას უყვება ახალს? რა ვერ გაიგო იქ წულუკიანმა? ან ახლა რომ უყვება წულუკიანს, თუ რაიმე პრობლემა ჰქონდა, იქვე სტრასბურგში ვერ მოვიდა და ვერ თქვა, თუნდაც იგივე შეხვედრებზე, რომ დაბოდიალებდა ეულად დერეფნებში დარტანიანივით ბორდოსფერ პიჯაკში გამოწყობილი? თუ ხედავდა რომ ქვეყანას ვღალატობდი, რა გულმა გაუძლო, რომ იქვე არ მეცა ყელში? „დიფ სთეითის“ ერთ-ორ წარმომადგენელს რატომ არ გადაუღო ფოტო?

    ეს ახალი ამომავალი ვარსკვლავი, შარმანაშვილი, ვოლსკი რომ ჩაანაცვლა ასაკოვანი სპიკერების კვოტაში, 2013 წელს, თუ სწორად მახსოვს, ჯერ კიდევ საქართველოს ელჩი იყო სომხეთში, სააკაშვილის დანიშნული, საპრეზიდენტო არჩევნებზე ვიყავი ჩასული ერევანში, ეუთოს ეგიდით, რესტორანში დამპატიჟა და ორი აგური არა, მაგრამ ორი ქაბაბი ეჭირა და თავში ირტყამდა, ეს რა დაგვემართა, რანაირად წავაგეთ არჩევნებიო. ახლა „დიფ სთეითისგან“ იცავს სამშობლოს.

    P.S და აი, სანამ ამას ვწერდი – რიმა ბერიძე: ჯინ შაჰინმა თავის ქვეყანას მიხედოსო.

    ოზურგეთი რაიონის რაიკომის პირველი მდივანი, რომელიც დარჩა ამ თანამდებობაზე, ანუ გააგრძელა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მსახურება (ვოლსკის მსგავსად) 1989 წლის 9 აპრილის შემდეგაც, ამერიკელ სენატორზე იძახის – ამერიკას მიხედოსო. ოჰ, დონალდ, შენ რა გითხარი“,- წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

  • ჩვენ ეს ადრეც გვინახავს, კრემლის სახელმძღვანელოდან ამოხეული ფურცელი – გახარია მანდატების გაუქმებაზე

    „დღეს, ერთპარტიული რეჟიმის სახით მოქმედმა „ქართულმა ოცნებამ“ ერთხმად მისცა ხმა პარტია „საქართველოსთვის“ 12-ვე მანდატის გაუქმებას. ჩვენ ეს ადრეც გვინახავს, კრემლის სახელმძღვანელოდან ამოხეული ფურცელი: იმუნიტეტის მოხსნა, სისხლის სამართლის ბრალდებების გამოგონება და პოლიტიკური ალტერნატივების აღმოფხვრა“

    ამის შესახებ გიორგი გახარია სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, სადაც მისი პარტიის მანდატების გაუქმებას ეხმაურება.

  • „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდათ

    ივანიშვილის პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პარტია გახარია-საქართველოსთვის 12 წარმომადგენელს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვეტა.

    სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენისსაფუძვლით მანდატი შეუწყდა: – გიორგი გახარიას, თეონა აქუბარდიას, ანა ბუჩუკურს, ლევან გოგიჩაიშვილს, ზაზა თავაძეს, ბექა ლილუაშვილს, ნათია მეზვრიშვილს, ბერდია სიჭინავას, კახა ქემოკლიძეს, როინ ქოჩორაშვილს, დიმიტრი ცქიტიშვილს და ზვიად ძიძიგურს.

    იქამდე, 30 ივნისს, გახარია-საქართველოსთვის 12 წარმომადგენლისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი ივანიშვილის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე დაუჭირეს.

     

  • გაათავისუფლეთ ცნობილი პოეტი და მთარგმნელი ზვიად რატიანი! – PEN International

    “დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ ცნობილი პოეტი და მთარგმნელი, ზვიად რატიანი” –  საქართველოს პენცენტრი და PEN International-ი პოეტ ზვიად რატიანთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ.

    გთავაზობთ პენ საქართველოს და Pen International-ის ერთობლივი განცხადების თარგმანს. ორიგინალი იხილეთ აქ:

    ”ზვიად რატიანს დაუსაბუთებლად მკაცრი სასჯელი ელის განსხვავებული მოსაზრებების გამო. ჩვენ  მამაცი ქართველი ხალხთან ერთად ვართ მაშინ, როცა ხელისუფლება საგანგაშოდ სწრაფი ტემპით ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, — განაცხადა მა თიდამ,  PEN International-ის კომიტეტის „მწერლები ციხეში“  თავმჯდომარემ.  

    2025 წლის 1 ივლისი — საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ცნობილი პოეტი და მთარგმნელი ზვიად რატიანი წინასწარი პატიმრობიდან და უზრუნველყოს მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე, — განაცხადეს დღეს PEN International-მა და პენ საქართველომ. რატიანს პოლიციელზე თავდასხმის გამო არაპროპორციულად მძიმე სასჯელი ელის  თავისუფლების აღკვეთა შვიდ წლამდე.


    ზვიად რატიანი,  ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი პოეტი და მთარგმნელი, 2025 წლის 23 ივნისს პოლიციამ დააკავა მას შემდეგ, რაც მან პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციელს სილა გააწნა. საქმე ვითარდება საქართველოში მზარდი ადამიანის უფლებების კრიზისის ფონზე, როდესაც სისტემურად იდევნება დამოუკიდებელი ხმები და იდევნება ზვიად რატიანიც.

    რატიანს ბრალი წარუდგინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353(1)-ე მუხლით (პოლიციის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ან სხვა სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა), რაც ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 2025 წლის 25 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ რატიანი წინასწარ პატიმრობაში დატოვა და გლდანის ციხეში გადაიყვანა, სადაც ის ამ დრომდე  რჩება. მომდევნო სასამართლო სხდომა 14 აგვისტოსაა ჩანიშნული. PEN International-მა და პენ საქართველომ გადაამოწმეს ინციდენტის ვიდეოჩანაწერი, სადაც ნათლად ჩანს, რომ რატიანის ქმედებას პოლიციელისთვის ფიზიკური ზიანი არ მიუყენებია — სამართალდამცავი არ დაშავებულა. 200-ზე მეტმა მწერალმა და ლიტერატორმა ხელი მოაწერა სოლიდარობის წერილს, რომელიც პენ საქართველომ და საქართველოს წიგნის გამომცემელთა ასოციაციამ ერთად შეიმუშავეს.

    პენ საქართველომ გვაცნობა, რომ 2024 წლის 29 ნოემბერს ზვიად რატიანი თბილისში პოლიციამ სასტიკად სცემა. რატიანმა სერიოზული დაზიანებები მიიღო, მათ შორის ცხვირის და ზურგის მოტეხილობები. მიუხედავად ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 2024 წლის 2 დეკემბერს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 172-ე მუხლები) ბრალდებით. გათავისუფლების შემდეგ რატიანს საკუთარ სახლთან ისევ სცემეს უცნობმა პირებმა. მანამდე, 2017 წელს პოლიციასთან ძალადობრივი ინციდენტის შემდეგ, რასაც პატიმრობა მოჰყვა, ის იძულებული გახდა, ემიგრაციაში წასულიყო და ავსტრიაში ეცხოვრა.

    საქართველოში გასულ წელს დაწყებულ პროევროპულ და ანტისამთავრობო პროტესტებს  პოლიცია დღემდე ძალადობით, მათ შორის − წამებითა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებით უპირისპირდება, რისთვისაც არავინ დასჯილა. ჟურნალისტები ადასტურებენ,  რომ მიზანმიმართულად იქცნენ პოლიციის ძალადობის სამიზნედ, რის შედეგადაც ბევრი მათგანი სერიოზულად დაშავდა, რამდენიმე შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციაც გახდაც საჭირო. ხელისუფლება სულ უფრო მეტად იყენებს ხულიგნობისა და თავდასხმის მუხლებს მშვიდობიანი მომიტინგეების დასასჯელად, რაც ადამიანის უფლებათა დამცველების შეფასებით, ძირს უთხრის სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტებს.

    ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლება საგანგაშო ტემპით იღებს რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც მკვეთრად ზღუდავს გამოხატვის, გაერთიანების და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას, ასევე სამიზნედ ირჩევს კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც ხელისუფლების პოლიტიკას არ ეთანხმებიან. PEN International-ი და პენ საქართველო კიდევ ერთხელ მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას  ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებები და პატივი სცეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებებს.

    დამატებითი ინფორმაცია:

    ზვიად რატიანი 1971 წლის 5 იანვარს დაიბადა. ის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ქართველი პოეტი და მთარგმნელია.

    რატიანი ხუთი პოეტური კრებულის ავტორია. ასევე, თარგმნის ინგლისურ და გერმანულ პოეზიას − ტ. ს. ელიოტს, ეზრა პაუნდს, რობერტ ფროსტს, რაინერ მარია რილკესა და პაულ ცელანს. ზვიად რატიანის ლექსები ნათარგმნია ათობით ენაზე, მათ შორის ინგლისურად, გერმანულად, ფრანგულად, რუსულად, აზერბაიჯანულად, უკრაინულად და ლატვიურად. 2010 წელს მას მიენიჭა ლიტერატურული პრემია „საბა“ საუკეთესო პოეტური კრებულისთვის („ნეგატივი“), ხოლო 2016 წელს ლიტერატურული პრემია “ლიტერა” ასევე საუკეთესო პოეტური კრებულისთვის („შენთვის შეიძლება“).

    ასევე, უსამართლოდაა წინასწარ პატიმრობაში ცნობილი ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. ის 2025 წლის იანვარში დააკავეს. თუკი დამნაშავედ ცნობენ, მასაც შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება პოლიციელზე თავდასხმის დაუსაბუთებელი და მძიმე ბრალდების გამო. ამაღლობელი დაავადებულია კერატოკონუსით — პროგრესირებადი თვალის დაავადებით და ციხეში ყოფნისას მხედველობა მნიშვნელოვნად დაუზიანდა. PEN International-ი და პენ საქართველო კიდევ ერთხელ მოითხოვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

    განცხადებას შეუერთდა Pen America-ც. ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს პოეტი და მთარგმნელი ზვიად რატიანი და უზრუნველყოს მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე. ჩვენ ვუერთდებით PEN International-სა და პენ საქართველოს მწერლებისა და განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანების მხარდასაჭერად, მაშინ, როცა ხელისუფლება ზღუდავს თავისუფალი გამოხატვასა და ადამიანის უფლებებს.” – ნათქვამია განცხადებაში.