Category: ახალი ამბები

  • მამაჩემს გულზე არაფერი სჭირდა, პირველად მის გულზე ხელი მაშინ დავინახე, როცა მაკავებდნენ – ონისე ცხადაძე

    მამაჩემს გულზე არაფერი სჭირდა, პირველად მის გულზე ხელი მაშინ დავინახე, როცა მაკავებდნენ – ამის შესახებ აქციების დროს დაკავებულმა ონისე ცხადაძემ, სასამართლოში სიტყვის წარმოთქმის დროს განაცხადა.

    „სრულიად ნეგატური დამოკიდებულებისგან დაცლილმა. მინდა ვკითხო პროკურორებს მე თუ ვინმე მომიკლავს ცხოვრებაში? რა ჯანდაბად მჭირდება თქვენი თანაგრძნობა?!

    იმ ასაკში, რა ასაკშიც მამაჩემი გარდაიცვალა, მის სისხლსა და ხორცში არავინ გარდაცვლილა. ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ გულზე არ სჭირდა არაფერი, პირველად მის გულზე ხელი დავინახე, როცა მაკავებდნენ. მას თავის ცხოვრებაში არავისთვის არაფერი დაუშავებია საკუთარი თავის გარდა, მთელი ამ დღეების განმავლობაში იმაზე ვფიქრობ სამაგიერო როგორ გადაგიხადოთ!

    სულ ვფიქრობ, როგორ გადაგიხადოთ სამაგიერო. ვიდეოც არსებობს იმის შესახებ, რომ არის სერიული მკვლელი, რომელსაც დახოცილი ჰყავდა უამრავი ადამიანი, მიდიოდნენ დახოცილების ოჯახის წევრები და ლანძღავდნენ. ისინი ისე უყურებდნენ როგორც მანიაკს და შეშლილს. შემდეგ გამოვიდა ერთი სასულიერო პირი და უთხრა მიპატიებიაო და ჩამოიშალა ყველაფერი. ჩემთვის თქვენ ხართ მანიაკები, მაგრამ არ ვაპირებ არ გაპატიოთ.

    ჩემთვის მკვლელები ხართ! პირობას გაძლევთ, რომ მოსამართლიდან დაწყებული, ის ბიჭიც თქვენ გვერდით, რომ ზის [სხდომის მდივანი] პასუხს აგებს.

    თუ გინდა გეტყვით, როგორ გარდაიცვალა მამაჩემი. ციხეში გავიგე, რომ მამაჩემი ეზოში ჭიშკართან გარდაიცვალა. ბავშვობაში რომ დამიშავებია რაღაც ელემენტარული და დღეს, რომ ვფიქრობ, იმაზე ვნანობ და თქვენ არ გაგაჩნიათ რაიმე გრძნობა?

    ხალხს მინდა მადლობა გადავუხადო, მე არ მინახავს, მითხრეს. ძალიან მიხარია, რომ თქვენნაირი ადამიანები ბევრნი არიან ამ ქვეყანაში, ისიც ძალიან მიხარია, რომ ვიცხოვრე ისე, რომ დავიმსახურე ეს თანადგომა…

    რაც მოხდა, ეს არის ჩემი პირადი ტრაგედია და რაც მოხდა ჩემი და ჩემი ოჯახის სატარებელი იქნება. ესეთი ბრძოლაა, კაციჭამიებთან ბრძოლა, ოღონდ ქვეყანა გადარჩეს, ოღონდ ეს მოხდეს და მეტი არაფერი მაინტერესებს”,- განაცხადა ონისე ცხადაძემ.

  • რუსეთმა კიევის ოლქზე იერიში მიიტანა – დაშავდა მინიმუმ 21 ადამიანი

    გასულ ღამეს, რუსებმა  უკრაინაზე მასირებული იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 21 ადამიანი დაშავდა.

    რუსეთი, კიევის ოლქის ექვს რეგიონს ბალისტიკური რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, რის გამოც, ნაწილობრივ შეიზღუდა მატარებლების მოძრაობა.

    კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს თქმით, დნეპროვსკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ჩამოვარდა, ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე.

    უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსებმა უკრაინას 550 დრონით და რაკეტით შეუტიეს, 478 სამიზნე განეიტრალდა, თუმცა, დარტყმები 8 ლოკაციაზე განხორციელ

  • ზეწოლის გარეშე რუსეთი არ შეცვლის დესტრუქციულ ქცევას -ზელენსკი

    ზეწოლის გარეშე რუსეთი არ შეცვლის დესტრუქციულ ქცევას -ზელენსკი

    „ჩვენს ქალაქებსა და რეგიონებში საჰაერო თავდასხმის განგაში და მედიაში ინფორმაცია პრეზიდენტ ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ თითქმის ერთდროულად გავრცელდა. რუსული დარტყმის მთავარი სამიზნე დედაქალაქი იყო. ჩვენმა მეომრებმა მოახერხეს 270 საჰაერო სამიზნის ჩამოგდება, კიდევ 208 დრონი რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემით დაბლოკეს. დრონების გამანადგურებლებმა დაიწყეს მოქმედება – ათობით დრონი ჩამოაგდეს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ქალაქებისთვის თავდაცვის ამ ელემენტის განვითარებისთვის. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა განაგრძონ ჩვენი მხარდაჭერა ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვაში. Patriot-ები და მათი რაკეტები სიცოცხლის ნამდვილი დამცველები არიან.[…] ეს ყველაფერი ნათელი დასტურია, რომ ჭეშმარიტად ფართომასშტაბიანი ზეწოლის გარეშე, რუსეთი არ შეცვლის თავის სულელურ, დესტრუქციულ ქცევას. ადამიანებისა და ადამიანების სიცოცხლის წინააღმდეგ ყოველი ასეთი დარტყმისთვის, მათ უნდა იგრძნონ შესაბამისი სანქციები და სხვა დარტყმები მათი ეკონომიკის, შემოსავლებისა და ინფრასტრუქტურისთვის. ეს არის ერთადერთი, რისი სწრაფად მიღწევაც შესაძლებელია სიტუაციის უკეთესობისკენ შესაცვლელად და ეს დამოკიდებულია ჩვენს პარტნიორებზე, პირველ რიგში, შეერთებულ შტატებზე“

    ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

  • ალექსიძის ქუჩაზე სამუშაოების გამო, მოძრაობა ოქტომბრის ბოლომდე შეიზღუდება – მერია

    საბურთალოს რაიონში მერაბ ალექსიძის, ბერბუკისა და ტყვარჩელის ქუჩების რეაბილიტაციის გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე, 4 ივლისიდან ოქტომბრის ბოლომდე, საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად, ნაწილობრივ შეიზღუდება.

    “სამუშაოების პირველ ეტაპზე, ბერბუკის ქუჩის N1 საცხოვრებელი კორპუსიდან (მაღაზია მადაგონის მიმდებარედ) აფაქიძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ზონალურ-საათობრივი პარკირება (A700, A699) დროებით გაუქმდება და საავტომობილო მოძრაობა სრულად აიკრძალება.

    ზონალურ-საათობრივი პარკირება (A1444, A1443) დროებით გაუქმდება ბერბუკის ქუჩის N7-შიც (სკვერის მოპირდაპირედ), საავტომობილო მოძრაობა კი სავალი ნაწილის მხოლოდ ერთ ზოლში შეიზღუდება”. – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

  • რუსეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ავღანეთში თალიბანის მთავრობა აღიარა

    რუსეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ავღანეთში თალიბანის რეჟიმი აღიარა.

    ინიციატივა კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ეკუთვნის.

    “ჩვენ გვჯერა, რომ ავღანეთის ისლამური საამიროს მთავრობის ოფიციალური აღიარების აქტი სტიმულს მისცემს ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში პროდუქტიული ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

    მოსკოვში, ავღანეთის საელჩოს შენობაზე 2021 წელს თალიბანის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო დროშა აღიმართა.

  • ორივე მხარეს ყოფნა არ გამოვა, გადასაწყვეტი გაქვთ! – ხაბეიშვილი “ლელოს” მიმართავს

    “მივმართავ პარტია “ლელოს” – ორივე მხარეს ყოფნა არ გამოვა, გადასაწყვეტი გაქვთ, ან ხართ ივანიშვილის მხარეს და მის არჩევნებში იღებთ მონაწილეობას და ხართ მის მხარეს, ან ხართ ქართველ ხალხთან ერთად. ვერანაირი სხვა ფორმაციები ვერ გამოვა, ეს იქნება ქართველი ხალხის ღალატი და სულ არაფერი არ ვთქვათ პოლიტიკოსებმა, ხალხი არ გაპატიებთ, ამიტომ მარტივი არჩევანია გასაკეთებელი, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილი აქვთ არჩევნებში მონაწილეობა, მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ შეიცვლით პოზიციას, რადგან არანაირი ორი გზა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ერთი გზა და ეს არის ბოიკოტის, პროტესტის გზით, უნდა გავაძლიეროთ ქუჩის პროტესტი, ივანიშვილს დავამარცხებთ მხოლოდ ქუჩის მძლავრი პროტესტით, სხვა გზით არ გამოვა, ამიტომ მკვეთრი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, ამ დრომდე რაც ჩანს, სამწუხაროდ აპირებთ იქით მხარეს დაბანაკებას, რაც ძალიან მძიმე იქნება თქვენთვის, მაგრამ მაინც დავიტოვებ იმედს, რომ იქნებ ბიძინას მხარეს არ აღმოჩნდეს. ეს იქნება სინდისის პატიმრების ღალატი, რომლებიც უსაფუძვლოდ ჰყავს ივანიშვილს გამოკეტილი”

    ასე მიმართავს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარტიას “ლელო – ძლიერი საქართველო”.

  • მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გიორგი მინდაძეს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

    გიორგი მინდაძეს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო. სწორედ გალუსტაშვილმა გამოუტანა მათე დევიძეს განაჩენი – 4 წელი და 6 თვე.

    სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, 21 წლის გიორგი მინდაძე პირველ დეკემბერს დააკავეს, პროკურატურა მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა. ბრალდების თქმით, გდდ-ის ინსპექტორ შმაგი ჯაჭვაძის დაზიანება მოჰყვა და მას „ფეხზე დამწვრობა მიადგა“.

  • გიორგიწმინდასთან ჩამოსულია მიწის მასა, იკრძალება მოძრაობა – გზების დეპარტამენტი

    საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (სოფ. გიორგიწმინდა), ჩამოსულია მიწის მასა, რის გამოც დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

    ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყება გზის წმენდის სამუშაოები

  • საქართველოში FARA-ს კანონი ზღუდავს არასამთავრობოების უფლებებს – ეუთო/ოდირის დირექტორი

    თქვენ ახსენეთ FARA-ს კანონი, როგორც არგუმენტი და ხშირად მესმის, რომ საქართველოში FARA არის ამერიკულის ასლი. ნება მომეცით, არ დაგეთანხმოთ. რა თქმა უნდა, შევამოწმეთ ამერიკული FARA და მინდა გითხრათ, რომ იქ სხვადასხვა დამცავი მექანიზმია, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში, FARA-ს კანონი, რომელიც ამჟამად ხორციელდება შარშან მიღებულ კანონთან ერთად და რომელიც ზღუდავს არასამთავრობოების უფლებებს, გავლენას ახდენს სამოქალაქო სექტორის სათანადო და ეფექტურ მუშაობაზე. ამცირებს სივრცეს, რომელშიც ისინი მუშაობენ.

    ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩართული ვიყავით ამ კანონთან დაკავშირებით საქართველოსთან და ვთხოვეთ საქართველოს, მოეთხოვა სამართლებრივი დახმარება, რომ მიღებამდე გადაეხედათ. ჩვენი მანდატი ზუსტად ესაა, რომ დავეხმაროთ ქვეყნებს ტექნიკურად, როდესაც იღებენ კანონპროექტებს, რომლებიც არ შეესაბამება ეუთოს ვალდებულებებს. ჩვენი მცდელობების მიუხედავად, ეს კანონი საბოლოოდ მაინც მიიღეს. რაც შეეხება ოდირის რეკომენდაციებს, ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, როგორ აპირებენ მის შესრულებას და უნდა გაკეთდეს თუ არა ეს, ოპოზიციასთან ერთად. ამაში ჩვენ არ ვერევით – ჩვენი მანდატია, დაგეხმაროთ ჩვენი რეკომენდაციების შესრულებაში და ფაქტობრივად, ეს არის თქვენი მხარის ვალდებულება.

    ამის შესახებ, განაცხადა ეუთო/ოდირის დირექტორმა მარია ტელალიანმა ეუთო-ს ყოველწლიურ საპარლამენტო ასამბლეაზე.

  • ნარკოდამოკიდებულთა სავალდებულო მკურნალობისთვის სამედიცინო განყოფილება გაიხსნა – ჯანდაცვის სამინისტრო

    “ნარკომანიით დაავადებული პირების მკურნალობის პროცესის ეფექტიანად განხორციელების მიზნით”, შპს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ბაზაზე სავალდებულო მკურნალობისთვისგანკუთვნილი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

    “მკურნალობის პროცესში ჩართულია მულტიდისციპლინური გუნდი, რომლის შემადგენლობაში შედიან ნარკოლოგები, სხვადასხვა პროფილის ექიმები, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები. მკურნალობა წარიმართება თანამედროვე კლინიკური გაიდლაინებისა და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და სრულად იქნება მორგებული თითოეული პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე”. – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელბულ ინფორმაციაში.