Category: ახალი ამბები

  • საქართველოში ახლა 21-ე საუკუნის „მხედრიონია“..  მე პატიმარი არ ვარ, მე ვარ ტყვე – ბაჩიაშვილი

    საქართველოში ახლა 21-ე საუკუნის „მხედრიონია“.. მე პატიმარი არ ვარ, მე ვარ ტყვე – ბაჩიაშვილი

    საქართველოში ახლა 21-ე საუკუნის „მხედრიონია“.. მე პატიმარი არ ვარ, მე ვარ ტყვე –  ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბაჩიაშვილმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, პროცესზე განაცხადა.

    „ეს პროცესი ჩემს გარშემო 2 წლის წინ და დაიწყო მაშინ, როცა ჯერ კიდევ არსებობდა ქვეყანაში დემოკრატია, მაგრამ შემდეგ დაიწყო შურისძიება. მე უარი ვთქვი ანტიდასავლურ პროპაგანდაზე. მე ნული მაქვს მართლმსაჯულების მიმართ ნდობა, არ დარჩა არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომლის მიმართ ნდობა მაქვს. ეს გასამართლება პოლიტიკური შეკვეთის მცდელობაა.

    მე მაშინ მომინდა ქვეყნიდან წასვლა, როცა წერილი მომივიდა, რომ ციხეში გაგჭყლიტავო.

    თვითმფრინავში დამხვდა ანრი ოხანაშვილი, სადაც მე ტომარაჩამოფარებული ვიყავი. მე პატიმარი არ ვარ, მე ვარ ტყვე, ვითომ თეთრი ბოტასებითა და მაისურით რომ მიპოვეს, არის ტყუილი. ამ საქმეზე არავინ დაკითხულა და არც არანაირი პროცედურა არ ჩატარებულა. ჩემი გატაცების ამბავში ჩართული იყო სუს-ი და „აირზენა“.

    შემდგომ ციხეში, ქსნის ციხიდან ჩამოიყვანეს ჯალათი, რომელმაც საკანში შემოსვლისთანავე დამიწყო ცემა, გინება, შუშით ცემა და თავი გამიტეხა.

    მახსოვს მხედრიონის დრო, ახლა 21-ე საუკუნის “მხედრიონია”.

    ჩემი სასამართლო სხდომები დახურული იყო, სასამართლომ საბოლოო სიტყვის უფლება წამართვა. სასამართლოს არ აინტერესებდა ჩემი პოზიცია.

    ციხეში გამიწყვიტეს გარესამყაროსთან კავშირი. ადვოკატებთან ამიკრძალეს კომუნიკაციის უფლება, რომ ვერ დამერეკა და არ მეთქვა ციხეში მომხდარის ამბავი, ასევე არ დამარეკინეს სახალხო დამცველთან.

    საავადმყოფოში სიმპტომები არ ჩამიწერეს. ამაზე კი პროკურორი ამბობს, რომ ამ საქმესთან ამ ამბავს კავშირი არ აქვსო. იგივე ამ სასამართლოსთანაც, ყველანი რომ მოგვამზადეთ და შემდეგ გადადეთ პროცესი და შემდეგ ისევ ჩანიშნეთ, ჩემს ადვოკატს მოუწია უცხოეთიდან ჩამოსვლა. დრო მოგვეცით, რომ მოვემზადოთ.

    ჩემს მიმართ სამართალი არცერთხელ არ განხორციელებულა“, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

  • ელისაშვილი „დიდ ტყუილს“ უწოდებს ინფორმაციას, რომ „ლელო“ და გახარიას პარტია თბილისში მერობის კანდიდატად მის დასახელებას გეგმავს

    ტვ-ს“. გუშინ თქვენ გაავრცელეთ ინფორმაცია, რომ ჩვენი პარტია და გახარიას პოლიტიკური ჯგუფი 31 ივლისის მერობის კანდიდატად წარმადგენენ – ტყუილი იყო ეს ამბავი. 31 ივლისი მოვა, „აღდგომა და ხვალეო“, ვნახოთ აბა, წარმადგენენ თუ არა. ხომ მარტივი გადასამოწმებელია, 2 დღე დაელოდეთ და გაიგებთ, წარმადგენენ, არ წარმადგენენ ან ვის წარადგენენ საერთოდ“,

    “ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ტყუილია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს 4 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატი იქნება.

  • ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი ლ. ც. დააკავეს – სუს

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი ლ. ც. დააკავეს.როგორც სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ლ.ც. უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს თავისი კავშირების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 ამერიკული დოლარი მოსთხოვა.

    “საქმე ეხება თაღლითობას, კერძოდ, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფის სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტს.

    ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ ლ. ც. უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს თავისი კავშირების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 ამერიკული დოლარი მოსთხოვა. 2025 წლის 21 მაისს უცხო ქვეყნის აღნიშნულმა მოქალაქემ ლ. ც-ს მოთხოვნით მის ანგარიშზე ზემოხსენებული თანხის ნაწილი ჩარიცხა. ამის შემდგომ ლ. ც. მას სისტემატურად უკავშირდებოდა და დარჩენილი თანხის გადახდას დაჟინებით სთხოვდა. შედეგად, აღნიშნულმა პირმა 2025 წლის 30 მაისს და 12 ივნისს ქალაქ თბილისში ლ. ც-სთან შეხვედრებისას მას დამატებით 2 500 ამერიკული დოლარი გადასცა. ამრიგად, ლ. ც. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მის მიერ მოთხოვნილი 5 600 აშშ დოლარიდან მოტყუებით დაეუფლა უცხო ქვეყნის მოქალაქის 2 650 ამერიკულ დოლარს.

    მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო/ვიდეო მტკიცებულებები.

    აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან (თაღლითობასთან) დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში

  • Free Casino Slot Gamings for Fun: Enjoy a Globe of Entertainment

    If you are seeking a thrilling and immersive experience without spending a penny, totally free gambling enterprise slot games are the best service. These video games provide limitless enjoyable and exhilaration while allowing you to discover different motifs, functions, and gameplay mechanics. In this write-up, we will certainly delve into the globe (more…)

  • No Betting Gambling Enterprise Perk: Your Guide to Unlocking Real Jackpot

    When it pertains to on the internet casinos, among one of the most luring deals that gamers come across is the no wagering gambling establishment perk. This sort of incentive enables players to enjoy their payouts without needing to satisfy any betting demands. To put it simply, what you win doppelbuch kostenlos (more…)

  • ლუკა ელდარ კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

    „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატს, ვეტერან მოჭიდავეს ლუკა ელდარ კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

    პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. შემდეგი სხდომა 17 სექტემბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

    პროკურატურა კურტანიძისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას.

    ლუკა კურტანიძეს ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებისა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის მუხლით წარედგინა. აღნიშნული ქმედება 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • არტემ გრიბულისა და ანასტასია ზინოვკინას საქმეზე მტკიცებულებებს ეძებენ – დაწესებულია ჯილდო

    პროევროპულ აქციებზე, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული არტემ გრიბულის და ანტონ ჩეჩინის, დვოკატებმა და მეგობრებმა საჯარო განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ისინი დაკავებას “პოლიტიკურ ანგარიშსწორებად” აფასებენ და მოქალაქეებს მოწოდებით მიმართავენ, ნებისმიერი მტკიცებულება – მათ შორის ვიდეო, აუდიო, ან მოწმის ჩვენება – მიაწოდონ, რაც მათ უდანაშაულობას დაადასტურებს.

    რუსეთის მოქალაქეები, ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული,  2024 წლის დეკემბერში თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ანტირუსულ აქციებს ჩაისა და ყავის დარიგებით უჭერდნენ მხარს, თითქმის რვა თვეა, დაკავებული ჰყავთ . მათ წინააღმდეგ ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით საქმეა აღძრული.

    ”განცხადება პოლიტიკური პატიმრების საქმის შესახებ

    როგორც უკვე საზოგადოებისთვის ცნობილია, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილეობის გამო, არა ერთი ადამიანი იმყოფება უსამართლო ტყვეობაში.

    პოლიტიკურ პატიმრებს შორის არიან რუსეთის მოქალაქეები, ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული. ისინი ქაშუეთის ტაძრის წინ, რუსთაველის გამზირზე, უფასო ჩაის და ყავას არიგებდნენ დემონსტრანტებისთვის, რითაც პოლიტიკური რეჟიმისა და რეჟიმის სამსახურში მყოფი ძალოვანი უწყებების ყურადღება მიიქციეს.

    2024 წლის 17 დეკემბერს, არტემი და ანასტასია დააკავეს, ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში, ხოლო, მოგვიანებით, მტკიცებულებათა გაყალბების (ე.წ. ჩადების) შემდეგ, ცრუ ბრალი წარუდგინეს ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის. დაკავების დროს, მოძალადე პოლიციელებმა არაერთხელ მიუთითეს, რომ დაკავებულები სწორედ აქციებში მონაწილეობის გამო ისჯებოდნენ. ანასტასიასა და არტემისთვის წაყენებული ბრალი, სასჯელის სახით, მკაცრ სასჯელს, მათ შორის, უვადო თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს.

    დაკავების დროს, როცა პოლიციაში დასაქმებულმა ფალსიფიკატორებმა კანონით დადგენილი წესები დაარღვიეს და მტკიცებულებები გააყალბეს, ადგილზე იმყოფებოდა რამდენიმე მოქალაქე, რომლებმაც, შესაძლოა, მობილურის საშუალებით გადაიღეს მიმდინარე პროცესი და არსებული კანონდარღვევები. მათ ტერიტორია დატოვეს პოლიციის მუქარის შემდეგ, თუმცა, შესაძლოა, მოახერხეს ვიდეოჩანაწერების შენარჩუნება.

    პოლიტპატიმრები დააკავეს 2024 წლის 17 დეკემბერს, ვახტანგ ჩიქოვანის N1-სა და ბუდაპეშტის N48-ს მიმდებარედ, მაღაზიათა ქსელთან „ორი ნაბიჯი“.

    იმისთვის, რომ უდანაშაულო ადამიანების სიმართლე დადასტურდეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მოპოვებული იქნეს მტკიცებულება, რომელიც ობიექტურად ასახავს დაკავების დროს განვითარებულ მოვლენებს. ეს შეიძლება იყოს ვიდეო/აუდიო ჩანაწერი, მოწმის ჩვენება ან/და პოლიციელთა მიერ კანონდარღვევის ამსახველი სხვა მტკიცებულება.

    რეალური სურათის აღდგენა დაგვეხმარება, რომ დავადასტუროთ უდანაშაულო ადამიანების სიმართლე, რომელთაც მოძალადე სისტემა სასტიკად სჯის.

    სწორედ ამ მიზნით, ვუხმობთ იმ ადამიან(ებ)ს, ვისაც ინფორმაცია აქვს მომხდარის შესახებ და ვთხოვთ მათ ხელთ არსებული ინფორმაციის/მტკიცებულებების მოწოდებას.

    ამასთან, არტემისა და ანასტასიას მეგობრების, მათი ქართველი გულშემატივრებისა და უბრალოდ, საკუთარი სამშობლოს პატრიოტთა მხარდაჭერით, ვაწესებთ ჯილდოს საქმის წარმოებაში (სასამართლოში) გამოსაყენებელი ღირებული ინფორმაციის ან/და მტკიცებულების მოწოდებისთვის.

    ნებისმიერი პირი, რომელიც ამგვარ ინფორმაციას/მტკიცებულებას მოგვაწვდის, მათი სასამართლოში გამოყენების შემთხვევაში, მიიღებს ფულად ჯილდოს, 10 000 ლარამდე. ასევე, სრულად იქნება უზრუნველყოფილი ანონიმურობა.

    ამასთან, კარგად გვესმის, რომ ასეთ შემთხვევებში, ადამიანის მთავარი მოტივაცია მისი ღირსება და სინდისია, თუმცა, გვსურს, მცირედით მაინც გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება კეთილსინდისიერი ადამიანების მიმართ.

    დასაკავშირებლად და ვიდეოს ანონიმურად გამოსაგზავნად შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ელფოსტა: [email protected]

    ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 599 50 13 86 მანანა”

  • მომივიდა ზუსტი ინფორმაცია: სუსი აპირებს ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში

    მომივიდა ზუსტი ინფორმაცია: სუსი აპირებს ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში

    ”მომივიდა ზუსტი ინფორმაცია: ივანიშვილის მაფიოზური სუსი აპირებს ახალ დიდ პროვოკაციას – ნაციონალური მოძრაობის, განსაკუთრებით ლევან ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში, ლიდერშიფის დიდი ნაწილის დაპატიმრებას და ბრალის წაყენებას სახელმწიფო გადატრიალებისთვის.

    ამისთვის გამოიყენებს ფალსიფიკაციის თანამედროვე მეთოდებს. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ მეც და ჩემი თანამებრძოლებიც კატეგორიულად უარვყოფთ ყველანაირ ძალადობრივ ქმედებებს.

    ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად ფართო საპროტესტო ფრონტის შექმნა და შემტევითი, ოღონდ მშვიდობიანი ქმედებებით ხელისუფლების შეცვლა. ყველა, ვინც სხვა რამეს ქადაგებს, ან ივანიშვილის მოგზავნილია, ან – უბრალოდ პროვოკატორი.”

    წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

  • გამოვრიცხავ, რომ ღარიბაშვილი ცუდ საქმეში იყოს ჩართული, თუმცა ჩემი გამორიცხვა არ ნიშნავს, რომ გამოძიება უნდა გაჩერდეს – ვოლსკი

    ”კორუფცია უნდა იქნას განხილული, როგორც ქვეყნის ღალატი – პირადად მე გამოვრიცხავ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი შეიძლება რაიმე ცუდ საქმეში იყოს ჩართული, თუმცა ჩემი გამორიცხვა არ ნიშნავს, რომ გამოძიება ამ კუთხით უნდა გაჩერდეს” – ეს განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრებაზე დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.

    “რასაკვირველია, ვინმეს დაჭერა-დაკავება თვითმიზანი არ არის. კორუფცია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, ის საკითხია, რაც ქვეყანას ანგრევს. ეს იმ დონეზე უნდა იქნას განხილული, როგორიცაა ქვეყნის ღალატი და პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს ნებისმიერი ადამიანი რა წარმომავლობისაც არ უნდა იყოს და რომელ პოლიტიკურ გუნდშიც არ უნდა იყოს. ეს პასუხისმგებლობა ოპოზიციაში ითარგმნება, როგორც კლანებს შორის დაპირისპირება. არის არა კლანების დაპირისპირება, არამედ საქართველოს ინტერესების დაპირისპირება იმასთან, რასაც კორუფცია ჰქვია. აქ სხვა არაფერი არ არის. ვის გვართანაც არ უნდა მიდიოდეს – რა გვარისა და რა წარმომავლობის ადამიანიც არ უნდა იყოს, ქვეყნის წინაშე ღალატის ეს დონე, რასაც მასშტაბური კორუფციის ხელშეწყობა და მასში ჩართულობა ჰქვია, დაუსჯელი არ დარჩება! გადახედეთ რეიტინგებს – კორუფციასთან ბრძოლაში საქართველო მათ შორის ევროკავშირის არაერთ ქვეყანას მნიშვნელოვნად უსწრებს წინ.[…] მე გამომძიებელი არა ვარ, მაგრამ კლასიკა იმას მოითხოვს, რომ ყველაფერი შეფასდება. რასაკვირველია, არავინ უყურადღებოდ არ დარჩება, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართულებით კითხვების დასმა, გვარების წამოწევა, რასაკვირველია, გარკვეულ პოლიტიკურ მიზანს ემსახურება. ეს რაიმე მზაკვრული გეგმა არ არის – ეს ჩვეულებრივი ამბავია და კრიტიკულმა მედიამ ასე უნდა ისაუბროს, მაგრამ ამის უკან არის გარკვეული აზრი და გეგმა, რომ როგორმე ხელისუფლების მიმართ უნდობლობა შეიქმნას.

    ჩვენთვის არც ერთ გვარს, არც ერთ თანამდებობას მნიშვნელობა არა აქვს, თუკი ეს სახელმწიფოს ინტერესებს უპირისპირდება.

    საერთოდ, არასდროს არაფერი არ უნდა გამორიცხო! პირადად მე გამოვრიცხავ, რომ ამაში კიდევ ვიღაც ადამიანები შეიძლება იყვნენ ჩართული, მაგრამ ჩემი გამორიცხვა იმას არ ნიშნავს, რომ გამოძიება ამ მიმართულებით უნდა გაჩერდეს. ჩემი პირადი განწყობა და ის, რომ გამოვრიცხავ იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი შეიძლება რაიმე ცუდ საქმეში იყოს ჩართული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოძიებამ წესები უნდა დაარღვიოს. თუკი საჭიროა გია ვოლსკის, ირაკლი ღარიბაშვილის თუ ვისიც გინდა, გამოკითხვა, ამაზე გამოძიება უკან არ დაიხევს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

  • ხონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს

    იმერეთში, ხონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს -ადგილობრივი გამოცემა მეგა TV-ს ინფორმაციით, ჩვილი ქუთაისში გადაიყვანეს.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს.