Category: ახალი ამბები

  • ბრალდებული დემონსტრანტი, თორნიკე თოშხუა ციხეში 12 დღეა, შიმშილობს

    “მე-12 დღეა მხოლოდ წყალს ვიღებ” – სინდისის პატიმარმა, თორნიკე თოშხუამ შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ უფლებადამცველი, ომარ ფურცელაძე სოციალურ ქსელში წერს და თორნიკე თოშხუას წერილს აქვეყნებს.

    თოშხუა სამართლიან გამოძიებას და ბექა გოცირიძის ხელმეორედ გამოკითხვას მოითხოვს.

    თოშხუას და კიდევ ერთ დაკავებულს, მინდია შერვაშიძეს ბრალდების მხარე ბექა გოცირიძეზე თავდასხმას ედავება. გოცირიძე, აქტივისტების თქმით, ქართული ოცნების მხარდამჭერია, რომელიც პარლამენტთან პროვოკაციას აწყობდა.

    აქტივისტების წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

  • დაკავებული მომიტინგეებისთვის იურიდიული დახმარების გაწევა დანაშაული არ არის

    ქართული ოცნების მთავრობის მიერ დაკავებული მომიტინგეებისთვის იურიდიული დახმარების გაწევა დანაშაული არ არის. არც „სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟია“.

    მე კვლავაც ვდგავარ ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების გვერდით, რომლებიც ცდილობენ საქართველოს დემოკრატიის შენარჩუნებას.

    სენატორი ჯინ შაჰინი 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებას ეხმაურება.

  • ”ოცნება” თავისუფალ ქართველებზე ზეწოლას ზრდის – უილსონი NGO-ების დაყადაღებაზე

    ”ოცნება” თავისუფალ ქართველებზე ზეწოლას ზრდის – უილსონი NGO-ების დაყადაღებაზე

    “ქართული ოცნების” ანტი-ამერიკული რეჟიმი მზარდ რეპრესიას ახორციელებს თავისუფალი ქართველების წინააღმდეგ იმისთვის, რომ ისინი თავიანთი ქვეყნის კომუნისტური ჩინეთის მიერ ბოლომდე შთანთქვის აღკვეთას ცდილობენ. საჭიროა MEGOBARI აქტის დაუყოვნებლივ მიღება!

    წერს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე და კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში.

  • თქვენი ოცნება არასდროს იქნებოდა უდანაშაულო ადამიანების სურვილებისა და ოცნების დარღვევა, საპყრობილეში გამომწყვდევა – გოშაძე მოსამართლეს

    “თქვენი ოცნება არასდროს იქნებოდა უდანაშაულო ადამიანების სურვილებისა და ოცნების დარღვევა, საპყრობილეში გამომწყვდევა” – ასე მიმართა, პროევროპული აქციებისას დაკავებულმა თორნიკე გოშაძემ დასკვნითი სიტყვის დროს  მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს.

    „აქციაზე ვიყავი, რათა უდანაშაულო ადამიანების ცემა გამეპროტესტებინა. ვიდექი იმისთვის, რომ მეთქვა: „რუსეთი არის მტერი“, – განაცხადა თორნიკე გოშაძემ.

    როგორც მან აღნიშნა, დანაშაული არ ჩაუდენია და წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

    „არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ დამნაშავედ მცნოთ. მთელი ჩემი პასუხისმგებლობით ვამბობ, უდანაშაულო ვარ.[…]თქვენი ოცნება არასდროს იქნებოდა უდანაშაულო ადამიანების სურვილების და ოცნების დარღვევა და საპყრობილეში გამომწყვდევა. დღეს თქვენ ხართ დაზარალებულიც, ბრალდებაც, დაცვაც, მოწმეც, ყველა მხარე. არასდროს დამავიწყდება არც თქვენი სახელი, არც თქვენი სახე და მიზეზი იმის, რატომ ? – ეს თქვენს სამართლიანობაზ

  • ჩვენ საქმიანობას არ შევწყვეტთ! რეპრესიების და მუქარების მიუხედავად, ჯიუტად გავაგრძელებით შრომას – დაყადაღებული NGO-ები

    “ჩვენ საქმიანობას არ შევწყვეტთ! რეპრესიების და მუქარების მიუხედავად, ჯიუტად გავაგრძელებით შრომას” – არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა ანგარიშებიც “ქართულმა ოცნებამ” დააყადაღა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

     

    “ქართველი ხალხის საზიანოდ შვიდი დამოუკიდებელი ორგანიზაციის დაყადაღება ივანიშვილის ხელისუფლების მორიგი უკანონობაა, რომელიც ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს ემსახურება.

    დღეს, საქართველოს პროკურატურამ, აბსურდული გამოძიების ფარგლებში, დააყადაღა 7 დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომლებიც აკეთებენ ქართულ საქმეს, ემსახურებიან საქართველოს მოქალაქეებს, იბრძვიან საქართველოს ევროპული მომავალისთვის. ყადაღის საფუძვლად მითითებულია ის, რომ ჩვენ ვეხმარებოდით და ვეხმარებით მასობრივად ნაწამებ ადამიანებს, სინდისის პატიმრებს, დაჯარიმებულ მოქალაქეებს. უკანონო განჩინება არ შეიცავს რამენაირ ფაქტობრივ დასაბუთებას. მოსამართლემ გადაწყვეტილება მხოლოდ შაბლონური ციტატების საფუძველზე მიიღო.

    ქართველი ხალხის მტრებს სურთ, რომ აღარ შეგვეძლოს ბავშვების, ქალების, შშმ პირების, სტუდენტების, უკანონოდ დაკავებულების, მშრომელების, ხანდაზმულების უფლებების დაცვა; აღარ ვიკვლევდეთ და ვაშუქებდეთ უსამართლობას, კორუფციას, წამებას, სისტემურ ძალადობას; აღარ ვიცავდეთ მათ სტრასბურგსა და სხვა საერთაშორისო სასამართლოებში. მათ სურთ არამხოლოდ ევროინტეგრაციის სამომავლო საბოტაჟი, არამედ ქართველი ხალხისთვის უკვე მოპოვებული უდიდესი სიკეთის – უვიზო მიმოსვლის უფლების ჩამორთმევაც.

    ჩვენ საქმიანობას არ შევწყვეტთ. ყადაღის, რეპრესიების თუ მუქარების მიუხედავად, ჩვენ ჯიუტად გავაგრძელებით შრომას, სანამ ქართველი ხალხი სამართლისა და სამართლიანობისათვის ყოველდღე იბრძვის. ჩვენ ვიბრძოლებთ ავტორიტარული წესებისა და რუსული კანონების წინააღმდეგ და გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რათა კონსტიტუციაში გაწერილი, ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული გზის მოწინააღმდეგეებმა მიზანს ვერ მიაღწიონ. ჩვენ დავიცავთ საქართველოს ევროპულ გზას, გავაგრძელებთ უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებისა და საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის ბრძოლას”, – წერია განცხადებაში.

  • “ოცნება” გადავიდა სტადიაზე – ყველაფერი ან არაფერი – გვარამია NGO-ების ანგარიშების დაყადაღებაზე

    “ოცნება” გადავიდა სტადიაზე – ყველაფერი ან არაფერი – გვარამია NGO-ების ანგარიშების დაყადაღებაზე

    მეგობრებო, “ანტიქართული ოცნება” გადავიდა საბოლოო სტადიაზე და All in შევიდა. ამ სტადიას შეგვიძლია ვუწოდოთ “ან ყველაფერი, ან არაფერი”!

    როგორც ჩანს, ქოცებმა ზუსტად იციან, რომ უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ და ყველაფერს აკეთებენ, რომ შანსი არ დარჩეს, რომ ოდესმე უკან დავიბრუნოთ.

    ასეთია დაკვეთა რუსეთიდან და ესაა პუტინის ახდენილი ანტიქართული ოცნება.

    13 სექტემბერის აქციის დაანონსებას “ანტიქართულმა ოცნებამ” სრული ისტერიით და საზოგადოებისთვის ომის გამოცხადებით უპასუხა. ესე იგი, ძალიან ეტკინათ! ესე იგი სწორია! ესეიგი უნდა ვიყოთ არა ბევრნი, არამედ ყველა!
    ჩემი მხარდაჭერა ყველა NGO-ს!

    დღეს, რეალურად, მათზე გაკეთებული განცხადებით, “ანტიქართულმა ოცნებამ”, პრაქტიკულად გახსნა პანდორას ყუთი სახელად “სახელმწიფო გადატრიალების საქმე”. რასაც იქედან ამოუშვებს, ყველაფერი უკან უნდა მივუბრუნოთ პროპაგანდას!

    ოლიგარქია უნდა დაემხოს!

    წერს “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია საპატიმრო დაწესებულებიდან.

  • როცა EU-ს 31 აგვისტომდე ივანიშვილის “ოცნებისგან” პასუხი უნდა მიეღო, ივანიშვილმა ცეცხლს დამატებით ნავთი დაასხა – მშვენიერაძე

    ”როცა ევროკავშირს 31 აგვისტომდე ივანიშვილის „ოცნებისგან“ პასუხი უნდა მიეღო იმაზე, რაც შარშან დააშავა და რის გამოც უვიზო მიმოსვლის შეჩერების რეალური საფრთხეა, ივანიშვილმა ცეცხლს დამატებით ნავთი დაასხა” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე წერს, რითაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილებას ეხმაურება.

     

    „ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ქართულ საქმეს ემსახურებიან, ქართველ ხალხს ეხმარებიან და დღეს, ისე როგორც ამ ქვეყნის ასიათასობით მოქალაქე, საქართველოს ევროპული მომავლისთვის მამაცურად იბრძვიან.

    დღეს, შვიდი ორგანიზაციის დაყადაღება და მუქარა, რომ უფრო მძიმე „განსაცდელი“ წინ ელით, რუსების პასუხია ჩვენს საქმეებზე, პასუხია ნაწამები ადამიანების დაცვაზე, ივანიშვილის ჩინოვნიკების კორუფციის მხილებაზე, საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაზე. მაშინ, როდესაც ევროკავშირს 31 აგვისტომდე ივანიშვილის „ოცნებისგან“ პასუხი უნდა მიეღო იმაზე, რაც ჯერ კიდევ შარშან დააშავა და რის გამოც საქართველოს უვიზო მიმოსვლის შეჩერების რეალური საფრთხე უდგას, ივანიშვილმა ცეცხლს დამატებით ნავთი დაასხა.

    მგონი, ყველასთვის ცხადია რა სურს ივანიშვილის „ოცნებას“ – საქართველო აღმოჩნდეს სრულ იზოლაციაში, ჩაკეტილი საზღვრებით ცივილიზებულ სამყაროსთან, მარტო, დაუცველი დარჩეს რუსეთთან. ივანიშვილის „ოცნებას“ სურს მალე დასრულდეს უვიზო მიმოსვლის საკითხის გადაწყვეტაც და ჩაიკეტოს საზღვრები. სურს ეს ისე გააკეთოს, რომ ხალხის რისხვა თავიდან აიცილოს, სურს ამით დაასრულოს საქართველოს ევროპულ გზაზე ფიქრი და რუსული მავთულხლართებით შემოღობილ ჭაობში ჩაახრჩოს ქართველი ხალხის მომავალი, რადგან რუსული ჭაობია ივანიშვილისთვის ბუნებრივი და კომფორტული ადგილსამყოფელი.

    ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, როდესაც გავაცნობიერე, რომ ბედნიერს მხდიდა ვმდგარიყავი დაჩაგრულის მხარეს, მის დასაცავად. ვმდგარიყავი საქართველოს თავისუფლების, განვითარების და უკეთესი მომავლის მხარეს. აღმაფრთოვანებდა და შთამაგონებდა ის რთული გზა, რომელიც გაევლოთ ამ ქვეყნისთვის თავდადებულ ადამიანებს. სადაც რამე მიკეთებია, ყოველთვის ამ სულისკვეთებით იყო გამსჭვალული. უშეცდომო არავინაა და მათ შორის არც მე, მაგრამ არასდროს წავსულვარ საკუთარ სინდისთან კომპრომისზე, მაშინაც კი, როდესაც “უბრალო სიჩუმით” შეიძლება “უკეთ ვყოფილიყავი”.

    ვეხმარებოდი და ვიცავდი მათ, ვისი დაცვაც შესაძლოა ყველაზე არაპოპულარული ყოფილიყო. ახლობლებისგანაც კი მიგრძვნია ამის გამო „დროებითი გვერდზე გადგომა”, მაგრამ ამას არაფერი შეუცვლია ჩემთვის. პირიქით. ვერაფერი შეედრება იმ განცდას, როდესაც უსამართლოდ დაჩაგრულ ადამიანს ეხმარები, როდესაც ხედავ რომ რაღაც პატარა აგურს დებ საქართველოს – თავისუფალია ადამიანების სამშობლოს – მომავლის შენებაში.

    და რას ეძღვნება ეს პოსტი – იმას, რასაც რუსი (შესაბამისად ივანიშვილი) ვერასდროს გაიგებს და ვერასდროს განიცდის – საქართველოს სიყვარულს. ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე ადამიანები, სწორედ ამ სულისკვეთებით ვდგავართ ერთად, ვორგანიზდებით, ვშრომობთ. ჩვენთვის ეს მხოლოდ ორგანიზაციული ფორმაა, თორემ რუსები შინაარსობრივად ვერაფერს შეცვლით ამ ყადაღით. კი, ასე უფრო გაგვირთულდება ჩვენი თანამოქალაქეების დახმარება, მაგრამ სანამ პირში სული გვიდგას, არასდროს შევწყვეტთ იმ იდეებისათვის ბრძოლას, რისთვისაც ვიბრძვით, რამაც ჩვენი სამშობლო სამშვიდობოს უნდა გაიყვანოს“, – აცხადებს გიორგი მშვენიერაძე.

  • ე.წ. პროკურატურის მოქმედება სახელმწიფოებრიობის საბოტაჟია – კოალიცია ცვლილებისთვის არასამთავრობოებზე

    “ე.წ. პროკურატურის მოქმედება სახელმწიფოებრიობის საბოტაჟია – კოალიცია ცვლილებისთვის ივანიშვილის პროკურატურის მიერ 7 არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    “დღეს, როდესაც უვიზო მიმოსვლის შეჩერების თავიდან ასაცილებლად რეჟიმისთვის მიცემული ვადის გასვლამდე სულ ოთხი დღეა დარჩენილი, უმძიმესი ბრალდებებით, ე.წ. პროკურატურა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებს აყადაღებს, ხოლო სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს დაჭერით ემუქრება.

    ეს კიდევ ერთი ცხადი განაცხადია რეჟიმის მხრიდან, რომ ის ყველაფერს გააკეთებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაჩერებლად, ე.წ. პროკურატურის მოქმედება კი საქართველოს ევროპული გზის, საქართველოს მოქალაქეთა ღირსეული მომავლის, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ საბოტაჟია.

    კოალიცია ცვლილებისთვის სოლიდარობას და სრულ თანადგომას ვუცხადებთ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მივმართავთ რეჟიმის წარმომადგენლებს:

    არ არსებობს ძალა, რომელიც შეაჩერებს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროპული მომავლისკენ. ჩვენ, როგორც ჭეშმარიტად ევროპული საზოგადოება, მზად ვართ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად ყველაფრის ფასად.

    ივანიშვილის რეჟიმი შეუთავსებელია ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან, ამიტომ მოგმართავთ ყველას, ვისთვისაც საქართველოს ევროპული მომავალი მნიშვნელოვანია:

    13 სექტემბერს, 19 საათზე შევიკრიბოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ჩვენი სიმრავლით, ერთობით და ბრძოლით რეჟიმს უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები”. – წერს კოალიცია.

  • დახმარებას მოხალისეობრივად გავაგრძელებთ, სანამ შევძლებთ – საფარი ანგარიშების დაყადაღების შემდეგ

    ”მივმართავთ ძალადობის მსხვერპლ ქალებს და ბავშვებს, დაგვიკავშირდით, თუ ჩვენი დახმარება გჭირდებათ თქვენი უფლებების, ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადასარჩენად. ჩვენ მოხალისეობრივად გავაგრძელებთ თქვენ დახმარებას მანამ, სანამ შევძლებთ” – ნათქვამია ორგანიზაცია საფარის განცხადებაში. დღეს, 27 აგვისტოს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, 7 ორგანიზაციის ანგარიშებს ყადაღა დაადეს.

    ”27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე საფარის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო.

    საფარი 24 წელია მუშაობს ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვის, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და თანასწორობის ხელშეწყობის მიმართულებით. ჩვენ ვამაყობთ, რომ ათასობით ქალს და ბავშვს დავეხმარეთ ამ წლების განმავლობაში, დავეხმარეთ მათ ძალადობის შეჩერებაში, სამართლიანობის აღდგენაში და ზოგადად გადარჩენაში. ჩვენი საქმიანობა ყოველთვის მიზნად ისახავდა ქალების გაძლიერებას სოციალურად, ეკონომიკურად, პოლიტიკურად.

    პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია თითქოს საფარის ფინანსები გამოყენებულ იქნა ძალადობრივი ქმედებების ორგანიზებისა და აღჭურვილობის შესაძენად, სრულიად უსაფუძვლო და ცილისმწამებლურია. არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება ჩვენს წინააღმდეგ.

    ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს რუსული სტილის რეპრესიების გაძლიერებას ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რაც მიზნად ისახავს კრიტიკული ხმების ჩახშობას და სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას.

    დღეს საფრთხის ქვეშ დგას ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და თითოეული იმ ადამიანის უსაფრთხოება, ვინც იცავს თავისუფლებას და სამართლიანობას, ვინც იცავს საქართველოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას.

    ვაცხადებთ, რომ საფარი განაგრძობს ბრძოლას სიმართლისა და სამართლიანობისთვის როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე. მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას დაუყოვნებლივ მოხსნას ყადაღა და შეწყვიტოს რუსული რეპრესიები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ასევე მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გამოეხმაუროს სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ დაწყებულ უპრეცედენტო თავდასხმას საქართველოში.

    მივმართავთ ძალადობის მსხვერპლ ქალებს და ბავშვებს, დაგვიკავშირდით, თუ ჩვენი დახმარება გჭირდებათ თქვენი უფლებების, ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადასარჩენად. ჩვენ მოხალისეობრივად გავაგრძელებთ თქვენ დახმარებას მანამ, სანამ შევძლებთ, რადგან საფარი არის თანასწორობის იდეისთვის და ადამიანების ღირსების დასაცავად შეკრებილი გუნდი, რომელიც შედგება თავისუფლების მოყვარე პატრიოტი მოქალაქეებისაგან”-ნათქვამია განცხადებაში.

  • უკრაინა მშვიდობისთვის მზადაა, რუსეთი უბრალოდ დროს აჭიანურებს – ალექსანდრ სტუბი

    „დღეს ჩვენ განვიხილეთ ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდგომი ნაბიჯები. უკრაინის უსაფრთხოების მტკიცე მხარდაჭერის გეგმა შემუშავების პროცესშია. უკრაინა მზად არის მშვიდობისთვის; რუსეთი უბრალოდ დროს აჭიანურებს. უნდა მოვახდინოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს“,

    ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა.