Category: ახალი ამბები

  • ყველაზე მეტი ბირთვული იარაღი გვაქვს და მათი გამოცდის ბრძანება გავეცი – დონალდ ტრამპი

    ყველაზე მეტი ბირთვული იარაღი გვაქვს და მათი გამოცდის ბრძანება გავეცი – დონალდ ტრამპი

    ყველაზე მეტი ბირთვული იარაღი გვაქვს და მათი გამოცდის ბრძანება გავეცი – განაცხადა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, პუტინის განცხადების საპასუხოდ.

    “აშშ-ს სხვა ყველა ქვეყანაზე მეტი ბირთვული იარაღი აქვს. ამას ჩემი პირველი ვადის დროს, არსებული იარაღის განახლებით მივაღწიეთ. ამ უზარმაზარი გამანადგურებელი ძალის გამო, ძალიან არ მინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ სხვა გზა არ იყო. რუსეთი მეორეა, ხოლო ჩინეთი მესამე, თუმცა 5 წელში გათანაბრდება. გამომდინარე იქიდან, რომ სხვა ქვეყნებს იარაღის გამოცდის პროგრამები აქვთ, ომის დეპარტამენტს ბრძანება მივეცი, თანაბარ დონეზე დაიწყოს ჩვენი ბირთვული იარაღის გამოცდა” – წერს ტრამპი.

    ვლადიმირ პუტინმა 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ გასულ დღეებში ჩატარებული ბირთვული ძალების წვრთნების ფარგლებში წარმატებით გამოცადეს ბირთვული ძრავის მქონე “შეუზღუდავ მანძილზე მფრენი” ფრთოსანი რაკეტა ბურევესტნიკი, რომელიც, მისი თქმით,  ნებისმიერ თავდაცვით ფარს გაარღვევს.

  • საქართველოს ევროპული პერსპექტივები სომხეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია – ფაშინიანი

    საქართველოს ევროპული პერსპექტივები სომხეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია – ფაშინიანი

    “სომხეთში ამ კანონის მიღება ნაწილობრივ შესაძლებელი გახდა იმის წყალობით, რომ ერთი წლის წინ საქართველოს  ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა. ვერ ვიტყვი ზუსტად, რადგან ეს გეოგრაფიის საკითხიც არის, მაგრამ სომხეთის შემთხვევაში ვფიქრობ, საქართველოს ევროპული პერსპექტივა ძალიან მნიშვნელოვანია,”

    განაცხადა სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პარიზის მერვე სამშვიდობო ფორუმის ფარგლებში გამართული დისკუსიისას

  • ამბიონი წამართვეს, ამიერიდან ჩემი ამბიონი იქნება რუსთაველის გამზირი, ბოლომდე! – მამა დოროთე

    “ამბიონი წამართვეს, ამიერიდან ჩემი ამბიონი იქნება რუსთაველის გამზირი. ყოველდღე – ბოლომდე”, – ამის შესახებ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

    „ყოველ ხუთშაბათს, 13:00 საათზე წმინდა სპირიდონის პარაკლისს ვიხდიდი ქვემო ბეთლემში, მაგრამ ამბიონი წამართვეს და ხალხს ვერ ვხვდები ტაძარში. ამიერიდან ჩემი ამბიონი იქნება რუსთაველის გამზირი. გელოდებით ყველას, დღეს 20:00 საათიდან.

    ყოველდღე – ბოლომდე“,- წერს არქიმანდრიტი დოროთე სოციალურ ქსელში.

    შეგახსენებთ, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის სხდომა. ეპარქიულმა კომისიამ დასკვნის სახით დაადგინა, რომ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის მხრიდან “კვლავ იკვეთება დისციპლინური და ზნეობრივი ხასიათის დარღვევები, კერძოდ: ცილისმწამებლური, ასევე მღვდლისა და მონაზვნისათვის შეუფერებელი სხვა ქმედებები”.

  • “ეს „დემოკრატიული უკუსვლა“ აღარ არის, ეს ერთპარტიული დიქტატურის ღია შენებაა”-კოლსი პარტიების აკრძალვაზე

    საქართველოს მმართველი პარტია სამი მთავარი ოპოზიციური ძალის აკრძალვას ცდილობს – ეს „დემოკრატიული უკუსვლა“ აღარ არის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რიჰარდს კოლსი სოციალურ ქსელში წერს.

    „საქართველოს მმართველი პარტია სამი მთავარი ოპოზიციური ძალის აკრძალვას ცდილობს. ეს „დემოკრატიული უკუსვლა“ აღარ არის – ეს ერთპარტიული დიქტატურის ღია შენებაა. „ქართული ოცნება“ ცდილობს პოლიტიკური კონკურენციის გაქრობას, მოქალაქეებისთვის უფლებების ჩამორთმევას და საქართველოს რუსულ სატელიტად გადაქცევას – ისე, როგორც ბელარუსია“, – წერს რიჰარდს კოლსი X-ზე.

  • 5 წლის განმავლობაში აღვრიცხეთ ელიტური კორუფციის 250 შემთხვევა – TI

    საერთაშირისო გამჭვირვალობა საქართველომ ყოფილი მაღალჩინოსნების კორუფციის ფაქტების გამოვლენის შესახებ განცხადება გააკეთა.

    “ბოლო პერიოდში ქართული ოცნებისპროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოფილი მაღალჩინოსნების კორუფციაზე ალაპარაკდნენ და ყოველდღიურად აწვდიან საზოგადოებას ინფორმაციას ყოფილი პრემიერმინისტრის, სუს-ის ყოფილი უფროსის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის და მათთან დაკავშირებული პირების მიერ მილიონობით დოლარის ღირებულების ქონების გადამალვის, უკანონოდ გამდიდრების, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის და სხვა ფაქტებთან დაკავშირებით. წლების განმავლობაში, როდესაც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო და საგამოძიებო მედია საუბრობდა ელიტურ კორუფციაზე, ამას ქართული ოცნებაუარყოფდა და სიცრუეს უწოდებდა, თუმცა ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში მათ მოუწიათ ამის აღიარება. კორუფციის დაფარვაში წლებია ჩართულები არიან საგამოძიებო უწყებები, პროკურორები, მოსამართლეები, სუს-ისა და ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლები. სინამდვილეში, ელიტურ კორუფციას მასიური ხასიათი ჰქონდა.

    საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ ბოლო 5 წლის განმავლობაში აღრიცხა ელიტური კორუფციის 250 შემთხვევა, სადაც 221 მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს, მათ შორის 38 მინისტრი ან მინისტრის მოადგილე, 40 დეპუტატი, 17 მოსამართლე და 67 მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსანი. ჩვენ წარმოგიდგენთ კორუფციულ სქემებს, რასაც იყენებდნენ ეს მაღალჩინოსნები იმისთვის, რომ გამდიდრებულიყვნენ:

    საბიუჯეტო სახსრების მითვისება სახელმწიფო შესყიდვების მეშვეობით

    5 მილიარდი ლარი არის ის თანხა, რაც მხოლოდ ჩვენი გამოძიებებით ქართული ოცნების ჩინოვნიკებმა კორუფციული სახელმწიფო შესყიდვების გზით მიიღეს. აქედან 3.3 მილიარდი მოდის რეგიონებზე. ამ თანხის მესამედი კი, 1 მილიარდ 130 მილიონი ლარი მოდის 2024 წელზე, როცა პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე იყო. მხოლოდ რამდენიმე შემთხვევას გაგახსენებთ:

    • 650 მილიონი ლარი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესმენის, ოთარ თათეშვილის კომპანიამ მიიღო;
    • 390 მილიონი ლარის ტენდერები მიიღეს ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავებმა, მასთან დაკავშრებულმა კომპანიამ სერპატიმმა;
    • 392 მილიონი ლარის ტენდერები მიიღო ქართული ოცნების დეპუტატ, გიორგი ჭყონიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა;
    • 30 მილიონი ლარის ტენდერები მიიღო ქართული ოცნების დეპუტატ, ანზორ ბოლქვაძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა;
    • 25 მილიონი ლარი მიიღეს ქართული ოცნების დეპუტატ, ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა;
    • 32 მილიონი ლარი სენაკის მერის, ვახტანგ გადელიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა.

    სუბსიდიების, აგროპროგრამებისა და ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამებით გამდიდრების კორუფციული სქემები:

    71 მილიონი ლარი ქართული ოცნებისშემომწირველმა კომპანიებმა მიიღეს აგროპროგრამებიდან, რომლებმაც ასევე, ამავდროულად 7.7 მილიონი ლარი დაუბრუნეს ქართულ ოცნებას პარტიაში შემოწირულობის სახით.

    • ამ თანხის დიდი ნაწილი, 56 მილიონი ლარი, ერთ ადამიანზე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორზე ვახტანგ კარიჭაშვილზე მოდის;
    • 30 მილიონი ლარი 2022 წელს რთველის სუბსიდიების პროგრამებიდან მიიღეს კომპანიებმა, რომლებიც დაკავშირებულები არიან ქართულ ოცნებასთან;
    • 7.4 მილიონი ლარი მიიღეს “აწარმოე საქართველოს” პროგრამებიდან კომპანიებმა, რომლებმაც შემდეგ 1.6 მილიონი ლარი დაუბრუნეს ქართულ ოცნებას შემოწირულობის სახით.

    ეგრეთწოდებული ატკატების სქემა, მმართველი პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებული კორუფციული სქემები.

    1 მილიარდ 28 მილიონი ლარის სახელმწიფო შესყიდვები მიიღეს იმ კომპანიებმა, რომლებმაც 2020-2024 წლებში ქართულ ოცნებას შესწირეს 7 მილიონი ლარი.

    ლიცენზიები, ნებართვები გავლენიანი პირებისთვის – ესეც არის კორუფციული სქემა.

    მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობის ნებართვების დიდი ნაწილი კორუფციული გზით არის დარიგებული.

    • მხოლოდ 29 ასეთი ნებართვა ბიძინა ივანიშვილის ნათესავზე, ბიზნესმენ კოკა კოკოლაშვილზე მოდის;
    • ასევე ამ ჰესების ნებართვებს იღებენ დავით სონღულაშვილის ოჯახთან დაკავშირებული პირები.

    სახელმწიფო ქონების ხელში ჩაგდება პრივატიზაციის ან იჯარის გზით.

    ირაკლი ღარიბაშვილს და დავით ნარმანიას შემთხვევები ყველას კარგად გვახსოვს და ეს იმაზე მიუთითებს, რომ ასეთ სქემებს და ასეთ შემთხვევებს აქვს ადგილი.

    • 2013-2020 წლებში სახელმწიფო ქონება 13 მილიონ ლარად გაიყიდა ისეთ პირებზე, რომლებმაც ქონების მიღების შემდეგ, მალევე 2 მილიონი ლარი შესწირეს ქართულ ოცნებას;
    • მხოლოდ აჭარაში 15 მილიონ ლარზე მეტი ქონება მიიღეს, პრივატიზაციის სახით ქართული ოცნებისშემომწირველებმა.

    დღემდე დამალულია 2021-2023 წლებში მთავრობის მიერ მიღებული 300-ზე მეტი განკარგულება, რაც სახელმწიფო ქონების პირდაპირი წესით ხშირად სიმბოლურ 1 ლარად გადაცემას ეხებოდა.

    ასევე ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც სპეციალურად იღებენ კანონებს იმისთვის, რომ კონკრეტული პირები გამდიდრდნენ ან არ გადაიხადონ გადასახადები. ასეთი შემთხვევა უკავშირდება ეგრეთწოდებული ოფშორების კანონს, სადაც სახელმწიფო ბიუჯეტმა ზიანის სახით, დაახლოებით, 100 მილიონი დოლარი მიიღო.” – თქვა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ ბრიფინგზე.

  • ხიდები დაწვეს, დაეტოვებინათ პარლამენტში შესვლის შანსი – პაპუაშვილი პარტიების აკრძალვაზე

    ამ პარტიებმა საკუთარი რადიკალიზმი და არაკონსტიტუციურობა ამითაც უფრო მეტად დაადასტურეს, რომ ეს ხიდებიც დაწვეს, რომ დაეტოვებინათ შესაძლებლობა შემოსულიყვნენ პარლამენტში.

    თუ დატოვებდნენ ამ ხიდებს მერე შევხედავდით რა იქნებოდა, ყოველ შემთხვევაში, ეს არგუმენტი შეიძლება ისეთი მყარი არ ყოფილიყო, რაც შეეხება საბოტაჟს. თუმცა, ნაციონალური მოძრაობის, კოალიცია ცვლილებისთვის, ლელოს მიმართ გარდა საბოტაჟისა, არსებობს სხვა კონსტიტუციურ-სამართლებრივი პრეტენზიები და არგუმენტები. ასე რომ, შეიძლება, ამ ერთი არგუმენტისგან გათავისუფლებულიყვნენ, თუმცა, რას უზამს ენმ წამების სისტემას, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ ამხილა და დაადასტურა. რას უზამენ ტელევიზიების მიტაცებას, ბიზნესების მიტაცებას – ამას ხომ ვერაფერს ვერ უზამენ.

    თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა.

     

  • ვტოვებ პარტიულ პოლიტიკას და საპარლამენტო სიას – გვიამიძე

    ”ვტოვებ პარტიულ პოლიტიკას და საპარლამენტო სიას  ” – გახარია საქართველოსთვის წევრი აკაკი გვიამიძე პარტიასა და საპარლამენტო სიას ტოვებს. ამის შესახებ ის ფეისბუქზე წერს.

    “დღეს ოფიციალურად ამოიწურა ჩემი მანდატის ვადა ბათუმის საკრებულოში. დიდი პატივი იყო მემსახურა საკრებულოში ჩვენი ქალაქისა და თანაქალაქელების ინტერესების სასიკეთოდ, რისთვისაც მადლობას ვუხდი ამომრჩეველსა და გუნდს, რომელმაც ამის შესაძლებლობა მომცა.

    ამ ეტაპისთვის ვემშვიდობები პარტიულ პოლიტიკასაც და პირადი განცხადების საფუძველზე ვტოვებ საპარლამენტო სიას. ვაპირებ მეტი დრო დავუთმო სწავლის გაგრძელებასა და პედაგოგიურ საქმიანობას.

    წარმატებას ვუსურვებ იმ ადამიანებს, ვის გვერდითაც ამ წლების განმავლობაში ვიბრძოდი მართალი საქმისთვის. ვრჩები აქტიურ მოქალაქედ და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილად. თითოეულ თქვენგანს კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის”- წერს გვიამიძე.

  • დავაკავეთ კაცი, რომლემაც სანადირო თოფიდან 2 ადამიანს ესროლა – 1 ადგილზე გარდაიცვალა – შსს

    დავაკავეთ კაცი, რომლემაც სანადირო თოფიდან 2 ადამიანს ესროლა – 1 ადგილზე გარდაიცვალა – შსს

    შსს-ს ცნობით, კახეთში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 1982 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი კაცი დაკავეს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სანადირო თოფიდან გასროლით, შურისძიების მოტივით, 1975 წელს დაბადებული თ.ღ. და 1984 წელს დაბადებული ნ.კ . დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარის შედეგად, თ.ღ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ნ.კ. -ს კლინიკაში სამედიცინო დახმარება უტარდება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზ.ზ. ბრალდებულის სახით დააკავა.სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს”, – აცხადებენ შსს-ში.

  • სასამართლომ ელდარ კურტანიძე პატიმრობაში დატოვა

    ბათუმის სასამართლომ „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ელდარ კურტანიძე პატიმრობაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე, ლევან ყოლბაიამ მიიღო.

    „ჩვენი პოზიცია არის, რომ ძირითადი მტკიცებულებები პროკურატურის უდავოდ ვცანით – ერთ ნაწილში ვაღიარებთ ბრალს, დანარჩენ სამ მუხლს არ ვეთანხმებით, გვაქვს ჩვენი არგუმენტები, მათ შორის იმ ნაწილშიც, რაც გულისხმობს ძალადობას. ელდარ კურტანიძის პოზიცია არის, რომ აიღოს თავისი პასუხისმგებლობა.

    ექსპერტის დასკვნა არსებობს, სადაც ქალბატონ ხათუნას არ დასჭირდა სამედიცინო ჩარევა ადგილზე და ექსპერტის დასკვნა არის, რომ დაზიანება არის მსუბუქი ჯანმრთელობის მუხლით. უბრალოდ იყო გაწევ-გამოწევა, ხელით შეეხო იმისათვის, რომ შემთხვევის ადგილი დაეტოვებინა“,- განაცხადა ყოფილი დეპუტატის ადვოკატმა ივანე მეფარიშვილმა

    მორიგი სასამართლო პროცესი 13 ნოემბერს გაიმართება.

    შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, ელდარ კურტანიძის წინააღმდეგ გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს, ცოტა ხნის წინ ბრალდებას ახალი მუხლი დაემატა, რაც საკუთრების უფლების დარღვევას გულისხმობს. ლუკა კურტანიძეს ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებისა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის მუხლით წარედგინა. აღნიშნული ქმედება 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • პატრიარქმა მამა დოროთე ქვემო ბეთლემის ტაძრის წინამძღვრობიდან გათავისუფლა

    პატრიარქმა ილია მეორემ დააკმაყოფილა ეპარქიული კომისიის შუამდგომლობა და არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლა. არქიმანდრიტი სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად განამწესეს.

    ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქოს Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.

    “ა.წ. 29 ოქტომბრიდან არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) გათავისუფლდეს ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან და განმწესდეს წმ. სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად” – ნათქვამია საპატრიარქოს Facebook გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებაში.