Category: სლაიდერი

  • რაჭაში მეწყერმა 16 ადამიანი მოიყოლა

    რაჭაში, შოვში,  მეწყერში 16 ადამიანი მოყვა. როგორც ადგილობრივები „საქართველოს ამბებს“ უცხადებენ მეწყერში მოყოლილ ადამიანებს შორის6 არასრულწლოვანია.

    რაჭის გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე ”პირველ არხთან” აცხადებს, რომ მეწყერი სასტუმრო სანსეტ შოვის ტერიტორიაზე ჩამოწვა.

    ადგილზე მოქალაქეები ვერტმფრენს ელოდებიან,  რომლითაც ევაკუაცია მოხდება. სავარაუდოდ მეწყრული პროცესები რამდენიმე ადგილზეა განვითარებული, მისი ზუსტი მასშტაბები ჯერჯერობით უცნობია.

    სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

  • რუსეთის ყველა სახელმწიფო მოხელემ რუსული ავტომობილით უნდა იაროს – პუტინი

    „ქვეყნის ყველა სახელმწიფო მოხელემ რუსული ავტომობილით უნდა იაროს. ეს უფრო მოკრძალებული იქნება, ვიდრე ადრე, მაგრამ საშიში არაფერია. პირიქით, უფრო კარგიც არის. ყველა ჩვენ ჩინოვნიკს უნდა ესმოდეს, რომ საჭიროა რუსული ბრენდების, ავტომობილების და სხვა პროდუქციის განვითარება”,

    რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო მოხელეებს მხოლოდ და მხოლოდ რუსული წარმოების ავტომანქანებით  „მოსკვიჩებითა“ „ლადებით” გადაადგილება უბრძანა.

  • ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ არიან მონები, სიკეთეს ვერ მოუტანენ ქვეყანას – კალაძე

    ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ არიან მონები, სიკეთეს ვერ მოუტანენ ქვეყანას – კალაძე

    გადახედეთ, ეს ადამიანები რა განცხადებებს აკეთებენ. ერთს ჰგონია, რომ ქვეყანას ჰყავს ბატონები და მათ უნდა ვემონებოდეთ. ადამიანებმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათ ჰყავთ ბატონი და არიან მონები, შეუძლებელია რაიმე სასიკეთო გაუკეთონ თავიანთ ქვეყანას. ხალხი ყველაფერს ხედავს, ნუ ჰგონიათ, რომ თავიანთი ტელევიზიების საშუალებით ვინმეს მოატყუებენ. საბედნიეროდ, დღეს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არსებობს. ხალხი კარგად ხედავს, ვინ რას წარმოადგენს და ვის რა პოლიტიკური წარსული აქვს. როგორც წინა წლებში, ასევე 2024 წელს მოსახლეობის უმრავლესობა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

    აცხადებს თბილისის მერი, კახა კალაძე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციური პარტიების შესაძლო გაერთიანებებზე.

  • რუსეთი არის უდავო აგრესორი, რომლის ხელები იდაყვებამდეა ჩაფლული ომის დანაშაულების სისხლში, ხოცვაში – პოდოლიაკი

    ნება მომეცით, შეგახსენოთ უდაო ჭეშმარიტება – არ აქვს მნიშვნელობა, რას ამბობს რუსეთი, რადგან ეს არის ქვეყანა, რომელიც ევროპაში უკანონო, არაპროვოცირებული, ფართომასშტაბიანი ომის ერთადერთი ავტორია. რუსეთი არის უდავო აგრესორი, რომლის ხელები იდაყვებამდეა ჩაფლული ომის დანაშაულების სისხლში, ხოცვაში და ქალაქების განადგურებაში. მხოლოდ ამ ფაქტმა უნდა განსაზღვროს მსოფლიოს დამოკიდებულება ომის მიმართ, სამართლიანი შედეგები პუტინის რეჟიმისთვის და ომის დასრულების სცენარი. დანარჩენი უმნიშვნელოა.

    აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე.

     

  • მეგი გოგიტიძე ვლადიკავკაზში კონცერტების გაუქმების შემდეგ ბათუმში აპირებს სიმღერას

    მეგი გოგიტიძე ვლადიკავკაზში კონცერტების გაუქმების შემდეგ აცხადებს რომ ბათუმში აპირებს სიმღერას. მისი თქმით, კონცერტი 19 აგვისტოს, საზაფხულო თეატრში გაიმართება.

    ამასთანავე სამოქალაქო აქტივისტი თაზო მახარაძე აცხადებს, რომ მეგი გოგიტიძე არის რუსი და ის ბათუმში კონცერტს ვერ გამართავს.

    პირველ აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ცხინვალში პოლიტიკოსებისა და მოქალაქეების პროტესტის შემდეგ ვლადიკავკაზში მეგი გოგიტიძის კონცერტები გააუქმეს. მას ომის 15 წლისთავზე უნდა ემღერა.

  • კობახიძესა და ზახაროვას შორის მხოლოდ სქესშია სხვაობა – პაატა მანჯგალაძე

    “ჩვენ ჯერ კიდევ წინა წელს გავმართეთ ბრიფინგი და ვთქვით, რომ რუსი კურატორები უმზადებდნენ “ქართულ ოცნებას” სასაუბრო “მესიჯბოქსებს”. შემთხვევითი არ არის მარია ზახაროვას, კობახიძის და “ხალხის ძალის” ნარატივებისა და “მესიჯების” დამთხვევა. თუ ამოვიღებთ ბოლო პერიოდში ამ რუსულ “მესიჯბოქსს”, ვნახავთ, რომ კობახიძესა და ზახაროვას შორის მხოლოდ სქესშია სხვაობა, მიდგომებსა და დამოკიდებულებებში განსხვავება არ არის,”

    ამის შესახებ ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

  • ჩემ დროს რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ვადა 3 თვე იყო, რუსული დაზვერვის ქსელი კი განადგურებული გვქონდა-სააკაშვილი

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რა განსხვავებაა მისი ხელისუფლების დროს რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებასა და დღევანდელ ვითარებას შორის. სააკაშვილი წერს, რომ ახლა უშიშროების მაღალჩინოსნები რუს მზვერავებს და ჯაშუშებს ტრაპთან ხვდებიან, სუფრას უშლიან და საიდუმლო ობიექტებზე ექსკურსიაზე დაატარებენ:

    “ხაზი მინდა გავუსვა რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს რუსეთთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით:

    ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში უვიზო რეჟიმის ვადა რუსეთის მოქალაქეებისთვის იყო 3 თვე, ჩვენს უშიშროების სამსახურებში მუშაობდნენ პატრიოტები და საქართველოში რუსული დაზვერვის ქსელი იყო განადგურებული.

    უვიზო მიმოსვლის ამოცანას წარმოადგენდა ის, რომ რუსებს ენახათ, თუ როგორი წარმატებული სახელმწიფო ვართ, არ დაეჯერებინათ რუსული პროპაგანდისთვის და მოეთხოვათ რეფორმები რუსეთში, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს უსაფრთხოებისთვის.

    ისინი პირდაღებულები და შოკირებულები დადიოდნენ ჩვენს ქუჩებში და უყურებდნენ ახალ საქართველოს.

    ახლა კი, უშიშროების მაღალჩინოსნები რუს მზვერავებს და ჯაშუშებს ტრაპთან ხვდებიან, სუფრებს უშლიან და საიდუმლო ობიექტებზე ექსკურსიებზე დაატარებენ.

    ჩვენი საიდუმლო რუკები და მონაცემთა ბაზებიც კი გადასცეს რუსეთს.

    დღეს, 1-წლიანი უვიზო რეჟიმის პირობებში რუსეთის მოქალაქეები ბიზნესებს საქართველოში, როგორც ლეგალურად, ასევე არალეგალურად იწყებენ.

    ისინი არ იხდიან გადასახადებს. შესაბამისად, უფრო იაფად სთავაზობენ სერვისებს მომხმარებლებს.

    აქედან გამომდინარე, ქართულ კომპანიებს ართმევენ შემოსავალს და იკავებენ ჩვენს სამუშაო ადგილებს.

    რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში შექმნეს ავტონომიური სისტემა, სადაც ერთმანეთს სხვადასხვა სერვისსა და მომსახურებას აწვდიან, ქმნიან დახურულ ქსელებს, ყიდულობენ და აქირავებენ უძრავ ქონებას, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი ქართველებისთვის და ქართული კომპანიებისთვის.

    კორუფციული სქემების დახმარებით ისინი მასობრივად იღებენ საქართველოს მოქალაქეობას და ყიდულობენ ქართულ მიწებს, რაც განსაკუთრებით საშიში მოვლენაა“, – წერს სააკაშვილი.

  • ბრიტანულმა კონცერნმა BAE Systems უკრაინის ომის გამო რეკორდული-84 მილიარდი დოლარის შეკვეთები მიიღო- Times

    ბრიტანულმა სამხედრო-ინდუსტრიულმა კონცერნმა BAE Systems-მა, უკრაინის ომის წყალობით,  66 მილიარდ ფუნტ სტერლინგის (84 მილიარდი აშშ დოლარი) შეკვეთები მიიღო, რაც მისი არსებობის მანძილზე რეკორდული მაჩვენებელია. მთავარი ახალი მომხმარებლები არიან ქვეყნები, რომლებიც ხელახლა იარაღდებიან და ავსებენ თავიანთ არსენალს უკრაინისთვის იარაღის გადაცემის შემდეგ.

    შეკვეთების რეკორდული პაკეტის შესახებ BAE Systems-მა ოთხშაბათს გამოაცხადა, როცა  ამ წლის შემოსავლის კორექტირებული პროგნოზით წარადგინა, იტყობინება Times.

    მხოლოდ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, კონცერნმა მიიღო  21 მილიარდი ფუნტი სტერლინგის შეკვეთები, მათ შორის ასობით საბრძოლო მანქანის შეკვეთა ჩეხეთიდან 1,8 მილიარდი ფუნტით,  3,7 მილიარდი ფუნტის შეკვეთა საუდის არაბეთიდან Typhoon–ს განმანადგურებლებზე,  და 2,4 მილიარდის შეკვეთა თავად დიდი ბრიტანეთისგან ახალ წყალქვეშა ნავებზე.

    გარდა ამისა, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ მანამდე შეუკვეთა 280 მილიონი ფუნტის ღირებულების 155 მმ-იანი ჭურვები და სხვა საბრძოლო მასალა, უკრაინისთვის გადაცემული საბრძოლო მასალების ჩასანაცვლებლად.

    თავად უკრაინიდან შეკვეთები ზოგად ფონზე მცირეა, მაგრამ BAE Systems-მა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ აპირებს ტანკებისა და არტილერიის წარმოებისა და შეკეთების ცენტრის აშენებას თავად უკრაინაში, ხოლო კონცერნის ხელმძღვანელმა ჩარლზ ვუდბერნმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ამ ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით საქმე წინ მიდის:ჯერჯერობით წარმომადგენლობითი ოფისის გახსნაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, შემდეგ კი ბრიტანელები ადგილობრივ პარტნიორთან აპირებენ მუშაობას.

    BAE Systems აწარმოებს იარაღის ფართო სპექტრს, ბირთვული წყალქვეშა ნავებიდან და Typhoon გამანადგურებლებიდან დაწყებული საბრძოლო მასალებით დამთავრებული.

  • მივესალმები ამერიკის მთავრობის შემოთავაზებას ქუთაისის აეროპორტის განვითარებასთან დაკავშირებით – სააკაშვილი

    მივესალმები ამერიკის მთავრობის შემოთავაზებას ქუთაისის აეროპორტის განვითარებასთან დაკავშირებით – სააკაშვილი

    ”ქუთაისის აეროპორტი ჰოლანდიურ კომპანიასთან ერთად ავაშენეთ, 2008 წელს რუსების მიერ ნახევარტონიანი ბომბებით დაბომბილი კოპიტნარის აეროპორტის ნაცვლად,
    მე თავად მივანიჭე მას დავით აღმაშენებლის სახელი.
    2012 წელს მთავრობამ ერთ-ერთ პირველ ბრალდებად წამიყენა ამ აეროპორტზე დახარჯული თანხების არამიზნობრივად ხარჯვა, შემდეგ შემოვიყვანეთ ვიზიარიც.
    ამ წლებში ხშირად მინანია ამ აეროპორტის არსებობა, იმდენი ქართველი გადის იქიდან სამუდამოდ.სრულიად მივესალმები ამერიკის მთავრობის შემოთავაზებას ქუთაისის აეროპორტის განვითარებასთან დაკავშირებით!
    ახლა ორივე ხელით უნდა ჩავაფრინდეთ ამ უნიკალურ შანს, სანამ შესაძლებლობების ფანჯარა მორიგ ჯერზე ჩაგვეკეტება.”

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქუთაისის აეროპორტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

  • ქართველების უმეტესობა შეკვეთილი პროვოკაციების წინააღმდეგია – ზახაროვა ბათუმის პროტესტზე

    “ქვეყნის შიგნით ამ აქციას არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონია. ჩვენ ვიღებთ უამრავ მომართვას საქართველოს მოქალაქეებისგან, რომლებიც ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია ეს უაზრო პროვოკაცია, რომ მათ, როგორც ქვეყანას, არანაირი კავშირი ამ ადამიანებთან არ აქვთ და ემიჯნებიან”

    აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა.