სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ კობახიძესთან, ცხადია, ხაზზე არიან რუსები პირდაპირ. მსგავსი ღონისძიებები არის კარგი შესაძლებლობა, ალბათ, რომ მაღალ დონეზე შეხვდნენ კობახიძეს და დაარიგონ, შემდეგი ნაბიჯები რა არის საქართველოს სუვერენიტეტის გასაუქმებლად და რუსეთისთვის გადასაბარებლად.
მე არ მგონია, რომ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ეკონტაქტება რუსეთი. ვფიქრობ, რომ კობახიძესთან მათ პირდაპირ ხაზი აქვთ და ამიტომ, ვფიქრობ, რომ კობახიძე შანს არ უშვებს ხელიდან, იყოს იქ, სადაც შეიძლება შეხვდეს რუსეთის მაღალი ეშელონების წარმომადგენლებს, რომლებიც, ალბათ, პირადად უტარებენ კონსტრუქტაჟს მას, რა უნდა გააკეთოს. თეირანიც ასეთი შესაძლებლობა იქნებოდა კობახიძისთვის.
Category: სლაიდერი
-

ეჭვი მაქვს, პრემიერთან პირდაპირ ხაზზე არიან რუსები, თეირანი იყო შეხვედრის შესაძლებლობა – სამადაშვილი
-
ღირსებით, ორ ფეხზე დგომა კობახიძისთვის ჰამასის გვერდზე დგომას ნიშნავს – თეონა აქუბარდია
ირანში, სადაც ისმოდა შეძახილები: “სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს” – ამ ვითარებაში ეს იმის კიდევ ერთი მაჩვენებელია, თუ როგორ დაუმეგობრდა ავტორიტარულ ქვეყნებს ქართული ოცნება და როგორ უჭერს მხარს რუსეთის მოკავშირეებს, იმის მიუხედავად, რომ ირანული დრონებით უკრაინაში, საერთო მტერთან ბრძოლაში უამრავი ადამიანი იღუპება. შესაბამისად, ეს კიდევ ერთი მაჩვენებელია საგარეო პოლიტიკის იმ შემოტრიალების, რომელიც საქართველოს რუსულ ორბიტაზე აბრუნებს. ასევე, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ღირსებით, ორ ფეხზე დგომა ირაკლი კობახიძისთვის სწორედ ჰამასის გვერდზე დგომას ნიშნავს.
-
საწყალი კაცი ხარ შენ და მეცოდები, სპეციალისტებმა თქვან, რა ქვია შენ მდგომარეობას – ლომჯარია კობახიძეს
”საწყალი კაცი ხარ შენ და მეცოდები, სპეციალისტებმა თქვან, რა ქვია შენ მდგომარეობას” – ასე პასუხობს, ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას. კობახიძემ ირანში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ღონისძიებაზე, რომელსაც ჰამასის ლიდერი, ისმაილ ჰანიაც ესწრებოდა, მის ვიზიტთან დაკავშირებით თქვა, რომ “პირადად ლომჯარიას ჰქონია დავალებული ამ თემის აწევა”.
“ირაკლი, საწყალი კაცი ხარ შენ და მეცოდები, გულწრფელად. საწყალი ხარ, რადგან შენ გაფუჭებულს ყოველთვის სხვას აბრალებ. გარემოცვაც გამშვიდებს ალბათ: – “კი, ირაკლი, ლომჯარიამ გაგიშვა ჰამასის ლიდერთან საპოზიოროდ და მერე სიენენს გააშუქებინა გვერდით რომ ეჯექიო”. საწყალი ხარ, რადგან ამის ისე გჯერა, რომ საქვეყნოდ იმეორებ. სპეციალისტებმა თქვან, რა ქვია შენ მდგომარეობას.
მაგრამ, ყველაზე მეტად ჩემი ქვეყანა მეცოდება, შენ რომ წარმოადგენ დღეს.”-აცხადებს ლომჯარია.
-

ეს არის არა “მეგობარი აქტი”, არამედ “დაუძინებელი მეგობარი აქტი”, ასე უნდა ერქვას – კობახიძე
“რაც შეეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. ჩვენ ვართ თავიდან ბოლომდე მზად იმისათვის, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა. თქვენ იცით, რომ გასული სამი-ოთხი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ამ ურთიერთობებში, შესაბამისად, ურთიერთობებს ესაჭიროება გადატვირთვა…. თუ ნახავთ ამ აქტის შინაარსს, ეს არის არა “მეგობარი აქტი”, არამედ ეს არის “დაუძინებელი მეგობარი აქტი”. ასე უნდა ერქვას, გამომდინარე იქიდან, რომ ეს აქტი შეიცავს შანტაჟს, პირდაპირი ფორმით შეიცავს შანტაჟს. არ შეიძლება ამ აქტს დაარქვა “მეგობარი აქტი” და ამ აქტის მთავარ მიზნად აქციო შანტაჟი. ეს თავისთავად არ არის ის ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას”,
აცხადებს, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე.
-

ვაკის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება 20 საათით შეუწყდება
ვაკის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება 20 საათით შეუწყდება – ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ცნობით, წყნეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოების მეორე ეტაპს ატარებენ.
GWP-ს ინფორმაციით, გადაერთებითი სამუშაოებისთვის აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 31 ივლისს, 11:00 საათიდან 1-ლი აგვისტოს დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში – წყნეთის გზატკეცილს, ჩოლოყაშვილის გამზირს, კაკლებისა და ბაგების დასახლებებს, ბაგების საერთო საცხოვრებლს, ჭავჭავაძის გამზირის N39, 41, 43, 45, 47, 49, 51, 53, 55, 73, 74, 75, 76, 78, 80, 82, 84, თამარაშვილის ქუჩის N 1, 2ა, 3, 4, 9, გ. წერეთლის, ლეჟავას, ხაბეიშვილის, ციციშვილის, საკანდელიძის, ს. დოლიძის, ტაბლიაშვილის, ამაღლობელის და უჩანეიშვილის ქუჩებს.
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
-
ჰამასმა განაცხადა, რომ თეირანში მისი პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლეს
პალესტინურმა რადიკალურმა დაჯგუფება „ჰამასმა“ განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში მის რეზიდენციაზე ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპა.
„ძმა, ლიდერი, მოჯაჰიდი ისმაილ ჰანიე, დაიღუპა სიონისტების თავდასხმის დროს მის შტაბ-ბინაზე თეირანში, მას შემდეგ, რაც მან მონაწილეობა მიიღო ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაში“, – ციტირებენ მსოფლიო სააგენტოები ჰამასის განცხადებას.
ჯგუფს ჯერ არ განუმარტავს, თუ როგორ განხორციელდა დარტყმა, რის შედეგადაც ჰამასის ლიდერი დაიღუპა.
ჰანიას გარდაცვალების შესახებ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმაც გამოაცხადა.
კორპუსის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ჰამასის ლიდერთან ერთად მოკლეს მისი ერთ-ერთი მცველი.
ისრაელის ხელისუფლებას და სამხედროებს ჰანიას გარდაცვალების შესახებ ჯერ არაფერი გამოუცხადებიათ.
ზოგიერთი არაბული მედია იტყობინება, რომ ჰანიე მოკლეს პირდაპირი რაკეტის დარტყმის შედეგად, მაგრამ ეს ინფორმაცია დადასტურებას საჭიროებს.
პალესტინის სააგენტო WAFA-ს ცნობით, პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა მკაცრად დაგმო ჰანიეს მკვლელობა.
სხვადასხვა პალესტინის ორგანიზაციამ მხარდამჭერებს ჰამასის პოლიტიკური ლიდერის ლიკვიდაციის წინააღმდეგ პროტესტისკენ მოუწოდა.
როგორც BBC-ის ახლო აღმოსავლეთის კორესპონდენტი იოლანდა კნელი აღნიშნავს, ჰამასის წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ ჰანიაზე დარტყმა ნიშნავს რეგიონში კონფლიქტის სერიოზულ ესკალაციას და “დაუსჯელი არ დარჩება”.
„ჯერ არ არის ნათელი, როგორ იმოქმედებს ეს ღაზაში ომის მიმდინარეობაზე, მაგრამ ისმაილ ჰანიე კურირებდა მოლაპარაკებებს ცეცხლის ახალი შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ. მიუხედავად მისი მკაცრი რიტორიკისა, ანალიტიკოსები მას ზოგადად პრაგმატისტად თვლიდნენ – მუჰამედ დეიფთან და იაჰია სინვართან შედარებით. ეს ორი ლიდერი სისასტიკით გამოირჩევა და ითვლება, რომ სწორედ მათი ორგანიზებულია შარშანდელი შოკისმომგვრელი თავდასხმა ისრაელზე“ – წერს ბიბისის კორესპონდენტი.
გუშინ, ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას ისმაილ ჰანიე საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად ესწრებოდა. გავრცელებულ ფოტოში ისინი ერთად არიან აღბეჭდილი. საქართველოს მთავრობის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს, რომ სტუმრებს შორის არიან ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანიე (მარცხნიდან მეოთხე), პრემიერი ირაკლი კობახიძე, სომხეთის პრემიერი და სხვა ლიდერები.

-
აშშ–ს კონგრესმენების ორპარტიული ჯგუფი სახელმწიფო მდივნისგან ივანიშვილის სანქცირებას მოითხოვს
აშშ–ს წარმომადგენლობითი პალატის წევრები საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოწოდებით გამოდიან. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The hill აქვეყნებს.
ჰელსინკის კომისიის ლიდერების ორპარტიულმა შემადგენლობამ ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდა სანქციები დაუწესოს მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც კრიტიკოსები საქართველოს ევროპისგან დაშორებაში და ავტორიტარული მმართველობის გაღრმავებაში ადანაშაულებენ.
სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისთვის გაგზავნილ წერილში დამოუკიდებელი კომიის წევრებმა როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიდან, მოუწოდეს მას ფინანსური სანქციები დაუწესონ ივანიშვილს და მის უახლოეს გარემოცვას, რათა “აღმოფხვრან საქართველოში კორუფციის მთავარი კვანძები და დამღუპველი გავლვენა ქვეყანაში.“
წერილის მთავარი ხელმომწერები არიან რესპუბლიკელი სამხრეთ კაროლინიდან ჯო უილსონი, კომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი ტენესის შტატიდან სტივ კოენი, ასევე კომისიონერები რიჩარდ ჰადსონი– რესპუბლიკელი ჩრდილოეთ კაროლინიდან და დემოკრატი მარკ ვეისი ტეხასდან.
გამოცემა The hill წერს, რომ ქართული ოცნების დამფუძნებელი, მართალია ოფიციალურად ხელისუფლებაში სულ 1 წელი იყო, მაგრამ ითვლება, რომ ის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პარტიის პლატფორმაზე. მისი ქონება 7 მილიარდ დოლარს აღწევს. მან ქონება პოსტსაბჭოთა რუსეთში მეტალურგიის და საბანკო ბიზნესებით დააგროვა. ამბობენ, რომ მან რუსული აქტივები საქართველოს პრემიერ–მინისტრის პოსტის დაკავებამდე გაყიდა, მაგრამ ზოგიერთი არასამთავრობო ჯგუფი გამოთქვამს შეშფოთებას, რომ რუსეთთან მისი კავშირები კვლაავ გრძელდება, მისი პარტია, ქართული ოცნება კი კრიტიკის სამიზნე ხდება კრემლთან მეგობრული კავშირების გამო, რაც აზიანებს ევროპასთან კავშირებს.
გამოცემა იხსენებს ივანიშვილის აპრილის საჯარო გამოსვლას, რომელშიც მან დასავლური გლობალური ომის პარტია საქართველოს საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.“ ეს არის კამპანიის ნაწილი, რომელსაც ქართული ოცნების მაღალი თანამდებობის პირები აწარმოებენ. ისინი აკრიტიკებენ ევროპას და შეერთებულ შტატებს, რომლებსაც თითქოსდა საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვა უნდათ უკრაინის მხარდასაჭერად.“
გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ორპარტიული წერილი იმ ფონზე გამოჩნდა, როცა კონგრესში მიმდინარეობს კანონპროექტის განხილვა საქართველოს მთავრობის ჩინოვნიკებისთვის სანქციების დაწესების შესახებ, რომლებიც ძირს უთხრაინ დემოკრატიულ პროცესებს, საქართველოს უსაფრთხოებას და არღვევენ ადამიანის უფლებებს.
კანონპროექტს ქვია “მეგობარი აქტი“ და ის უკე მიიღო წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ამ თვის დასაწყისში ორპარტიული მხარდაჭერით. თუმცა, გასულ კვირას წარმომადგენელთა პალატას არდადეგები დაეწყო, რის გამოც ნებისმიერი საკანონმდებლო საქმიანობა გაყინულია. ის მუშაობას სექტემბერში განაახლებს.
“ჩვენ ვთვლით, რომ ეს ქმედებები მნიშვნელოვანწილად შეავსებს ჩვენს კანონპროექტს, მობილიზაციას გაუკეთებს და გააფართოებს საქართველოს შესაძლებლობებს ანგარიშვალდებულების, გამძლეობის და დამოუკიდებლობის თვალსაზრისით. “– წერენ კანონმდებლები სანქციებთან დაკავშირებით.
“ეს კანონმდებლობა გაამყარებს დემოკრატიულ პრაქტიკას, ადამიანის უფლებებს და კანონის უზენაესობას საქართველოში, ასევე დაადასტურებს შეერთებული შტატების ერთგულებას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისადმი და ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით რუსეთის გავლენისადმი წინააღმდეგობას.“–თვლიან ამერიკელი კანონმდებლები.
The hill ასეევ იხსენებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო სანქციების გამოყენება ზოგიერით ქართველი მაღალჩინოსნის მიმართ მაისში, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიიღო. “საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ კანონპროექტი ზრდის არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობას. თუმცა, კრიტიკოსები ამბობენ, რომ ის ოპოზიციის, დამოუკიდებელი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების ჩახშობას და კრიმინალიზაციას ემსახურება“
უცხოური გავლენის კანონის ოპონენტებმა განაცხადეს, რომ ის პირდაპირ ასახავს 2012 წელს მიღებულ რუსეთის კანონმდებლობას, რომელმაც გაანადგურა თავისუფალი პრესა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და პოლიტიკური ოპოზიცია. კანონის კრიტიკოსები გვაფრთხილებენ, რომ მისი განხორციელება, რომელიც სექტემბერშია დაგეგმილი, საშუალებას მისცემს ხელისუფლებას გაანადგუროს პოლიტიკური ოპოზიცია ოქტომბრის არჩევნების წინ.
ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოიყენა უფლებამოსილება დაწესდეს სავიზო შეზღუდვები საქართველოში იმ პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე, რომლებიც მიიჩნევა, რომ „პასუხისმგებელნი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში.
თუმცა, დეპუტატთა ორპარტიულმა ჯგუფმა თქვა, რომ „ადგილზე მომხდარი მოვლენების ტემპი და სიმძიმე გვეუბნება, რომ მეტი ქმედებაა საჭირო საქართველოს ხალხის დასაცავად“.
„ნათელი უნდა იყოს, რომ კორუფციისა და ბოროტი გავლენის ძირითადი აგენტები ანტიდასავლური ელემენტებით საქართველოში თავისუფლად ვერ იმოქმედებენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ვერ შეუტევენ მათ დემოკრატიულ მისწრაფებებს “ – წერენ დეპუტატები.
კანონმდებლებმა ასევე მოუწოდეს ბაიდენის ადმინისტრაციას, გაანადგუროს “თაღლითური” ქოლ-ცენტრები მთელს მსოფლიოში, რომლებიც, მათი თქმით, არის “ბნელი ფულის წყარო, რომელიც მხარს უჭერს ქართული ოცნების ფართო და მავნე მფარველობის სისტემას…”
„ჩვენ გვჯერა, რომ აუცილებელია სახელმწიფო დეპარტამენტმა, აშშ-ს და მეგობარ უცხოურ სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით, განახორციელოს სწრაფი, დაუყოვნებელი და სისტემატური ქმედებები ამ ქოლ-ცენტრების ქსელებისა და სხვა მსგავსი ძალისხმევის წინააღმდეგ საერთაშორისო მასშტაბით, რათა გაანადგუროს ან ჩაშალოს მათი ოპერაციები. “ –წერენ კანონმდებლები.
-

არანაირი ომის თანამონაწილე ირანი არ არის – პაპუაშვილი
“ალბათ, იგივე პათოსი გახსოვთ თქვენ, როდესაც ჩინეთში იყო ვიზიტი სხვადასხვა თანამდებობის პირების, იქაც იგივე ბრალდებები და დღეს ვხედავთ, რომ ჩინეთში ჩადის ყველა ევროპელი ლიდერი და ა.შ. ჩვენ სამყაროს არ ვუყურებთ ასეთი პრიზმიდან, ჩვენ სამყაროს ვუყურებთ საქართველოს მდგომარეობიდან და ადგილიდან, საიდანაც ვართ ისტორიულად, ჩვენ სამყაროს ვუყურებთ ჩვენი სამეზობლოთი და ა.შ.
[…] არანაირი ომის თანამონაწილე ირანი არ არის, არ ვიცი საიდან ასკვნით ამას. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას ირანთან, ჩვენ გვაქვს ისტორიული და დიპლომატიური ურთიერთობები ირანთან, რომელიც ეფუძნება როგორც ერებს შორის პატივისცემას და კულტურულ ურთიერთობას, ისე, რა თქმა უნდა, გამოხატვას ჩვენი ხალხის დამოკიდებულებას იმ პროცესების მიმართ, რომელიც უნდა მიმდინარეობდეს იგივე ინაუგურაციის სახით.
[…] ჩვენ არავის მითითება არ გვჭირდება თუ როგორ მოვიქცეთ სამეზობლოში. […] საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესით”.
აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
-
თუშეთის გზაზე მანქანა სიმაღლიდან გადავარდა – არის მსხვერპლი
ფშაველი-აბანო ომალოს დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა ორი მგზავრი.
ისინი ამ წუთებში მრავლობითი დაზიანებებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავს.
თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა 27-ე კილომეტრზე მოხდა. მაღალი გამავლობის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
-
ლატვიამ ირაკლი ფირცხალავა პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა
ლატვიამ ირაკლი ფირცხალავა პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა და მას ქვეყანაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აუკრძალა. შესაბამის ინფორმაციას, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე x-ზე ავრცელებს, და აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ქვეყნის საემიგრაციო კანონმდებლობას ეფუძნება, თუმცა, ზუსტი მიზეზი უცნობია.
ირაკლი ფირცხალავას რიგაში მდებარე კლუბში 2 აგვისტოს კონცერტი უნდა გაემართა.
? Esmu pieņēmusi lēmumu iekļaut Irakliju PIRCHALAVU Latvijas Republikai nevēlamu personu (persona non grata) sarakstā un noteikt aizliegumu viņam ieceļot Latvijas Republikā uz nenoteiktu laiku. Lēmums pieņemts saskaņā ar Imigrācijas likuma 61.panta 2.daļu.
— Baiba Braže (@Braze_Baiba) July 30, 2024