Category: სლაიდერი

  • ეს არის ამერიკის ოქროს ხანის დასაწყისი.. გამოვაჯანმრთელებთ ჩვენს ქვეყანას – ტრამპი

    “ჩვენ გამოვაჯანმრთელებთ ჩვენს ქვეყანას, რომელსაც ახლა დახმარება სჭირდება. მოვაგვარებთ საზღვრის პრობლემას და ყველაფერს, რაც გვაწუხებს. ჩვენ დღეს ისტორია დავწერეთ და აქამდე რთული გზა გავიარეთ, გადავლახეთ დაბრკოლებები, რომელთა გადალახვა ბევრს შეუძლებელი ეგონა. ეს არის პოლიტიკური გამარჯვება, რომლის მსგავსი ადრე არავის უნახავს. ეს არის ამერიკის ოქროს ხანის დასაწყისი. ეს არის ამერიკელი ხალხის დიდებული გამარჯვება, რომელიც დაგეხმარება, რომ ამერიკა ისევ დიდებული გავხადოთ.”

    დონალდ ტრამპმა ფლორიდაში, მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა.

  • მათი რესურსი, რაიმე წარმატებას მიაღწიონ ქუჩაში, ნულის ტოლია – კობახიძე

    მათი რესურსი, რაიმე წარმატებას მიაღწიონ ქუჩაში, ნულის ტოლია – კობახიძე

    „ქუჩას და არჩევნების მოგებას სჭირდება ერთი და იგივე რესურსი და ეს არის საზოგადოების მხარდაჭერა. ამ არჩევნებზე გამოჩნდა, რომ მათ არ აქვთ არავითარი სამოქალაქო მხარდაჭერა, პირიქით, მათი მხარდაჭერა შემცირდა 4 წლის წინანდელ არჩევნებთან შედარებით, აქედან გამომდინარე, მათი რესურსი, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ ქუჩაში, ნულის ტოლია. თუმცა, მათ თავი აქვთ გასამართლებელი საკუთარ მხარდამჭერებთან, ისინი საკუთარ მხარდამჭერებსაც კი ატყუებდნენ, რომ იგებდნენ არჩევნებს. ახლა ცდილობენ, სხვას გადააბრალონ ეს ტყუილი. სინამდვილეში, მათ უწევთ ამ ტყუილისთვის თავის მართლება. 2020 წელს მათ გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს, ეს იყო მოლაპარაკებები, რომელიც იძულების წესით წარიმართა ჩვენი მონაწილეობით და შემდეგ იყო აპრილის შეთანხმება, რაც ნიშნავდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან ქვეყნის დროებით გასვლას, ეს იყო წნეხის ქვეშ ხელმოწერილი პოლიტიკური შეთანხმება. ახლა არც იმის რესურსი აქვთ, რომ ხელისუფლება აიძულონ, შევიდეს ასეთი ტიპის მოლაპარაკებებში და მით უმეტეს გაფორმდეს რაიმე ტიპის პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც ქვეყანას კიდევ ერთხელ გაიყვანს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. ამიტომ, წელს ოპოზიციას იმის რესურსიც არ აქვს, რაც ჰქონდა თუნდაც 4 წლის წინ. ჩვენ ვართ ყველანაირად მომზადებული იმისთვის, რომ დავიცვათ თითოეული ამომრჩევლის ხმა, 1 120 000 ადამიანის ხმა.

    არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში, უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში, იყო სამართლიანი, კონკურენტული და, რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში ამ პოლიტიკურ ძალებს ჩვენ ვერ მივცემთ რაიმე სხვა პროცესების წარმართვის საშუალებას.”

    ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

  • ვიქნებით თბილისის ქუჩებში, ვიდრე რეჟიმს სიმრავლით არ მოვგუდავთ! – მელია

    “მეგობრებო, მადლობა ამ სიმართლისთვის, ამ გამძლეობისთვის, ამ ჟინისთვის და ყოველ დღე, რითაც დავიწყეთ ეს პროცესი, ამით ვაგრძელებთ. ყოველდღიურად იქნება ქარი, აგვეჩეჩება თმა თუ არ აგვეჩეჩება, გვაწვიმს თუ არა, მოთოვს თუ არ მოთოვს, ვიქნებით თბილისის მოედნებზე, გამზირებზე, ქუჩებში, სანამ ყველანი არ დავდგებით საპროტესტოდ და რეჟიმს დემოკრატიულად, ჩვენი სიმრავლით არ მოვგუდავთ – ეს არის ამოცანა და მიზანი”,

    ასე მიმართა “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს, რომლებმაც სპორტის სასახლესთან გადაინაცვლეს.

  • ”სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის” საპროტესტო ბანერის გამო 1500 ლარით დააჯარიმეს

    სადამკვირვებლო კოალიციის, ჩემი ხმის წევრი ორგანიზაციის, სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის ცნობით, საკუთარი ოფისის აივანზე ჩამოკიდებული ბანერის გამო, მუნიციპალურმა ინსპექციამ ორგანიზაცია 1 500 ლარით დააჯარიმა.

    “დაგვაჯარიმეს 1500 ლარით და გვითხრეს, კიდევ მოვალთ და 3000 ლარით დაგაჯარიმებთო. გვედავებიან, რომ ეს არის უკანონო რეკლამა. შენობა მდებარეობს ქალაქ ოზურგეთში. მოგვიყენეს მუხლი, თითქოს გვაქვს განთავსებული უკანონო რეკლამა და ჩვენ ვუხსნიდით მათ, რომ ეს არის პროტესტი, ჩვენ გამოვხატავთ პროტესტს გაყალბებული არჩევნების მიმართ. ჩვენი ორგანიზაცია არის სადამკვირვებლო კოალიციის, ჩემი ხმის წევრი. უშუალოდ ჩვენმა კოალიციამ დადო გაყალბების უამრავი ფაქტი გაყალბების. შესაბამისად, ამას ვაპროტესტებთ, ჩვენ ვართ სამოქალაქო აქტივისტები და ჩვენივე ოფისის აივანზე ვაპროტესტებდით მოპარულ არჩევნებს. ეს არის თეთრ ნაჭერზე გაკეთებული წარწერა, რომელიც თოკებით არის მიბმული ჩვენს აივანზე და ამის გამო გვაჯარიმებს ზედამხედველობის სამსახური. გვიზღუდავენ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას, გამოხატვის უფლებას – ეს არის ქვეყნისთვის უკვე დიაგნოზი, ეს თუ “გაუვიდათ”, ყველა ორგანიზაციაში შევლენ და სამოქალაქო ორგანიზაციებს შეუზღუდავენ გამოხატვის უფლებას. ეს ხდება ავტორიტარულ ქვეყნებში, ეს ხომ ნორმალურ ქვეყნებში არ ხდება.
    გვედავებიან, თითქოსდა განათავსეთ უკანონო რეკლამა. ვკითხე, შეგიძლიათ მითხრათ რას ვარეკლამებთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, პასუხი ვერ ექნებოდათ. ბოლოსკენ, როცა გადიოდნენ, გვითხრეს, რომ კიდე მოვალთ და 3000 ლარით დაგაჯარიმებთო”. – განაცხადა ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ოთარ რევიშვილმა.

  • ცესკო არ და ვერ იმოქმედებს პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისად ! – ცესკოს პრესსპიკერის ოპოზიციას

    ცენტრალური საარჩევნო კომისია არ და ვერ იმოქმედებს პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისად. მიმდინარეობს, როგორც მოგეხსენებათ, სასამართლოებში საჩივრების განხილვის პროცესი და როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, ამის შემდეგ ჩაინიშნება სხდომა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. თქვენ იცით, რომ სასამართლოში საჩივრების განხილვის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა შეაჯამონ 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნები და ამის შემდეგ იქნება შესაბამისი კანონით დადგენილი პროცედურები და ბოლოს იქნება უკვე ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა, რითიც შეჯამდება პარლამენტის არჩევნები,

    ასე პასუხობს ენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი ნათია იოსელიანი  უწყების ოპოზიციონერ წევრებს, რომლებმაც კალანდარიშვილს სხდომის სასწრაფოდ ჩატარება და არჩევნების არჩატარებულად გამოცხადება მოსთხოვეს.

  • ქუთაისის სააპელაციომ თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეს მტკიცებულებად დაურთო – ნონა ქურდოვანიძე

    “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ ქუთაისის სააპელაციომ თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეს მტკიცებულებად დაურთო.

    გუშინ, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა და თეთრიწყაროს სასამართლომ, არჩევნებზე  ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა.

    ვლადიმერ ხუჭუამ თავად ჩაატარა შემოწმების პროცესი, დააფიქსირა ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსებისას ფარულობის დარღვევის  ფაქტი.სასამართლოს მიერ შემთხვევითი შერჩევით შემოწმდა წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში რამდენიმე უბნის ბიულეტენი, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალი ხილვადია, რაც არღვევს ხმის ფარულობის უფლებას.

    გორის სასამართლომ კი, 15 უბანზე ბათილი ბიულეტენების გადათვლის შესახებ სამართლიანი “არჩევნების სარჩელი” დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გერგაულმა მიიღო.

  • რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული 2 მოქალაქე თავისუფალია – სუს-ი

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ხაჯარატ ახვლედიანი და გიორგი რომელაშვილი გათავისუფლდნენ და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

    “საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს.

    საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ მწვავედ იქნა დაყენებული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა (GID) და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატების ფარგლებში.

    საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.

    ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად”, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

  • რუსეთი მზადაა, საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზება გააგრძელოს – სერგეი ლავროვი

    რუსეთი მზადაა, საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზება გააგრძელოს – სერგეი ლავროვი

    “ქართველმა ხალხმა არჩევანი გააკეთა. ჩვენ მათ პატივს ვცემთ. ჩვენ მზად ვართ, [საქართველოსთან] ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი გავაგრძელოთ.[…] სინამდვილეში, ჩვენ ვსაუბრობთ არჩევანზე როგორც ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებულ სუვერენულ განვითარებასა და საგარეო კონტროლს შორის, ისე ტრადიციულ ღირებულებებსა და იმ ნეოლიბერალურ მიმართებებს შორის, რომლებიც გარედან არის დანიშნული”.

    აცხადებს ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

  • ხვალ, 11:00 საათზე თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან აქცია გაიმართება

    ხვალ, სააპელაციო სასამართლოსთან, აქცია 11:00 საათზე გაიმართება. მონაწილეები მსვლელობას დიღმის მასივის ცენტრალური გამზირიდან დაიწყებენ და მეორე ინსტანციასთან მივლენ.

    “სასამართლო პროცესი გადაიდო ხვალისთვის. ხვალ 12:00 საათზე არის პირველი პროცესი, მეორე პროცესი არის 14:00 საათზე. ხვალ 11:00 საათზე გთხოვთ ყველანი შევიკრიბოთ ისევ აქ. დღეს, ფაქტობრივად დახურეს სასამართლო, შიგნით როგორც ჩანს პროცესი არ არის, პროცესი, რომელიც დღეს უნდა ჩატარებულიყო გადაიდო ხვალისთვის.

    ახლა, გადავინაცვლოთ მარცხენა მხარეს და დავიწყოთ მსვლელობა დიღმის მასივის ცენტრალური გამზირიდან. წინააღმდეგობის მოძრაობა იკრებს ძალებს, წინააღმდეგობრივი მსვლელობები იქნება ყველგან…” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

    სააპელაციოში ხვალ – 12:00 და 14:00 საათისთვისაა ჩანიშნული საარჩევნო დავების განხილვა, რომელიც დღეს უნდა ყოფილიყო, თუმცა გადაიდო.

  • სააპელაციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

    თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილები არიან ოპოზიციის ლიდერები და მოქალაქეები.

    აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

    აქცია სააპელაციოსთან მას შემდეგ დაანონსდა, რაც მეორე ინსტანციაში საიას საჩივრების განხილვა ჩაინშნა. თუმცა, დღეს, მოულოდნელად ყველა პროცესი გადაიდო, მსგავსი სასარჩელო მოთხოვნების გამო კი საქმეები გაერთიანდა. სხდომა ხვალ 14 საათზე ჩაინიშნა.