Category: არქივი

  • გრიგოლ ვაშაძე არჩეული პრეზიდენტისთვის მილოცვას არ აპირებს

    {{ARTICLEIMAGE}}

    საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე არჩეული პრეზიდენტისთვის სალომე ზურაბიშვილისთვის მილოცვას არ აპირებს და ხელისუფლებას “გაყალბებული არჩევნების გამო სიურპრიზებს პირდება”.

     

    გრიგოლ ვაშაძე დღეს მხარდამჭერებს რუსთავში შეხვდა და იმ გეგმებზე ესაუბრა, რომლითაც გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგების გაპროტესტებას აპირებს.

    პრეზიდენტობის კანდიდატმა კიდევ ერთხელ ისაუბრა მოთხოვნებზე, რომელსაც ოპოზიცია აყენებს – ეს არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა და ახალი – პარიტეტის წესით დაკომპლექტება, საოლქო კომისიების გაუქმება, რომელიც ოპოზიციის აზრით, გაყალბების მექანიზმია; ასევე, გადასვლა არჩევნების მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე, რადგან ვაშაძის თქმით, მაჟორიტარებს მხოლოდ საკუთარი ბიზნეს-ინტერესები ამოძრავებთ.

     

     

    “სალომე ზურაბიშვილს მივულოცავ დაბადების დღეს, მაგრამ საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა, ჩატარდა ოლიგარქის სპეცოპერაცია და ამიტომ არ ყავს საქართველოს პრეზიდენტი”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

     

     

    რა ბერკეტები აქვს ოპოზიციას საკუთარი მოთხოვნების მასაღწევად, როდესაც 16 დეკემბერს უკვე დანიშნულია ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია – გრიგოლ ვაშაძემ მადლობა გადაუხადა მოქმედ პრეზიდენტს იმისთვის, რომ ხელისუფლებას ოპოზიციასთან დიალოგისკენ მოუწოდა.

     

    გრიგოლ ვაშაძეს ახალი პრეზიდენტისთვის სარეზერვო ფონდის გაუქმებაზეც კითხეს, რაზეც განაცხადა, რომ ხელისუფლება პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას ყველა მეთოდით ცდილობს.

  • გასაიდუმლოებული წერილი, რომელშიც იან კელის საქართველოში ამერიკული ბიზნესის შევიწროებაზე უყვებიან

    solostudio.agency/-სთვის ცნობილი გახდა იმ წერილის შინაარსი, რომელიც ამერიკის ელჩის პოსტზე მუშაობის დროს იან კელის კონგრესმენებმა გაუგზავნეს.

    გზავნილის ავტორები იან კელის თხოვდნენ, შეუამდგომლობა გაეწია საქართველოს იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან და ეცნობებინა საქართველოს მთავრობისთვის, რომ საქართველოში ამერიკულ ბიზნესს საფრთხე ემუქრება; არსებული კურსის გაგრძელების შემთხვევაში კი ქართულ ეკონიმიკას შესაძლოა, ზიანი მიდგომოდა.

    წერილის თანახმად, კონგრესში გაიზარდა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ქართულ-ამერიკულ ბიზნესურთიერთობებს საფრთხე ემუქრება.


    “მხოლოდ კანონის უზენაესობა, საკუთრების უფლების დაცვას შეუძლია, გააუმჯობესოს ბიზნესკლიმატი საქართველოში და მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები”,-ნათქვამია წერილში, რომელიც იან კელის გაეგზავნა.

    solostudio.agency/ აღნიშნულთან დაკავშირებით ამერიკის საელჩოს დაუკავშირდა. დიპლომატიური წარმომადგენლობის პოზიციას მოგვიანებით გაგაცნობთ.

  • ტოჩინოშინმა გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა

    {{ARTICLEIMAGE}} 

    24 ნოემბერს ფუკუოკოაში კიუშუს ბაშოს ბოლოსწინა დღის ორთაბრძოლები გაიმართა, სადაც ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძემ) გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა და სეკივაკე მიტაკეუმი დაამარცხა.  ამ გამარჯვებით ბოლო ორთაბრძოლის წინ ტოჩინოშინმა დადებითი ბალანსი (კაჩი-კოში) გაინაღდა და იანვარში ოძეკის ტიტული დასაცავი არ გაუხდება.

    მე-15 დღისთვის მისი ბალანსია 8-6, რაც ნიშნავს, რომ მას 8 გამარჯვება აქვს მოპოვებული და 6-ჯერ დამარცხდა.


    25 ნოემბერს, მე-15 დღეს, ტოჩინოშინი ხვდება მე-7 მაეგაშირას, შოჰოზანს, რომლის ბალანსიც არის 9-5.

     

    82 მატჩიდან ტოჩინოშინს 59 გამარჯვება აქვს. თუ ტოჩინოშინი ხვალაც მოიგებს იგი ბაშოს 60 გამარჯვებით დაასრულებს.ხვალ ბაშოს ბოლო დღეა და მისი მეტოქე 34 წლის მაეგაშირა შოჰოზანი იქნება, რომელსაც 9-5 ბალანსი აქვს. თუ ტოჩინოშინი ხვალაც მოიგებს იგი ბაშოს 60 გამარჯვებით დაასრულებს.

    ურთიერთშეხვედრებში შოჰოზანთან ტოჩინოშინს უპირატესობა აქვს – 14:5 და თუ ხვალაც გაიმარჯვებს წელს უკვე 60 გამარჯვებას დააგროვებს. 59 გამარჯვებით ტოჩინოშინი საუკეთესოა, მასზე მეტი მოგება წელს არც ერთ სუმოისტს არ დაუგროვებია.

    ტოჩინოშინისთვის ეს ბაშო მთლიანობაში არც ისე წარმატებულია, ოძეკი კარგ ფორმაში არ არის. როგორც სპორტული მიმომხილველები ამბობენ, ამის მიზეზი მარჯვენა ფეხის ტრავმაა, რომელიც ქართველმა სუმოისტმა წელს ერთ-ერთ ბაშოზე მიიღო და ბოლომდე ვერ მოირჩინა.

  • საქართველოს მორაგბეთა ნაკრები წლის ბოლო მატჩს გამართავს

    {{ARTICLEIMAGE}}

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 24 ნოემბერს წლის ბოლო მატჩს გამართავს. “ბორჯღალოსნები” ნოემბრის ტესტ-სერიის მესამე შეხვედრაში ტონგას უმასპინძლებენ და შეეცდებიან, 2018 წელი მოგებით დაასრულონ. თამაში ვაკეში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 18:00 სთ-ზე დაიწყება და მის ტელეტრანსლაციას RUGBY TV განახორიელებს. 

    ამჟამად საქართველოს ნაკრები მსოფლიო რაგბის რეიტინგში მე-15-ე პოზიციაზეა. “ბორჯღალოსნებს” “ზღვის არწვებთან” აქამდე ექვსჯერ უთამაშიათ და აქედან ოთხში გამარჯვება მოიპოვეს. ქართველი მორაგბეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კი 2015 წლის მსოფლიო თასზე მოგება (17:10) იყო. მას შემდეგ მეტოქეს კიდევ ორჯერ მოვუგეთ და გუნდთან, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზეა, დადებითი ბალანსი გვაქვს.

    ფაქტები

    • საქართველოს და ტონგას ნაკრებები ერთმანეთს მეშვიდედ ხვდებიან. წინა 6 დაპირისპირებიდან ბორჯღასლონებმა 4 მოიგეს, 2 კი დათმეს.


    • საქართველოს ნაკრებს ტონგასთან ექვს თამაშში 9 ლელო აქვს გატანილი, მეტოქეს კი ჩვენთვის უფრო მეტი – 15

    • ამ ნაკრებების ბოლო დაპირისპირება წელს ივნისში, “წყნარი ოკეანიის თასზე”, სუვაში გაიმართა და “ბორჯღალოსნების” გამარჯვებით დასრულდა – 16:15.
    • ბორჯღალოსნებმა ნოემბრის ტესტ-სერიაში სტუმრად იტალიასთან ანგარიშით 17:28 წააგეს, შემდეგ კი ავჭალაში სამოას უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვეს – 27:19
    • თბილისში გამომგზავრებამდე ტონგამ “ფრანგი ბარბაროსები” ანგარიშით 49:38 დაამარცხა, ხოლო გასულ შაბათს უელსთან წააგო (24:74 ), თუმცა 45-ე წუთამდე ანგარიში 24:24 იყო.
    • ბორჯღალოსნების კაპიტნისთვის – მერაბ შარიქაძისთვის ტონგასთან დაპირისპირება საქართველოს ნაკრების მაისურით ჩატარებული მე-60 მატჩი იქნება.
    • ტონგას 23-ივე მორაგბე ლეგიონერია, უმრავლესობა კი ევროპაში თამაშობს – 8 საფრანგეთში, 4 ინგლისში და ერთი უელსში. 9 ლეგიონერი ახალ ზელანდიურ, ხოლო ერთი ავსტრალიურ კლუბს წარმოადგენს.
    • ტონგელთა შემადგენლობაში გამორჩეული მორაგბეა ფულბეკი ვუნგაკოტო ლილო, რომელსაც ნაკრების კვართით ყველაზე მეტი, 43 მატჩი აქვს ჩატარებული. ლილოს სამ მსოფლიო თასზე უთამაშია.