Author: news
-
“მეფე ლომი”- ის ახალი ეკრანიზაცია
2019 წლის 19 ივლისს ეკრანებზე “მეფე ლომი”-ის ახალ ეკრანიზაციას ვიხილავთ.ფილმის რეჟისორი ჯონ ფავროა რომელმაც ასევე შექმნა ისეთი ფილმები როგორებიცაა: ჯუნგლების წიგნი, რკინის კაცი, უოლ სტრიტის მგელი და ასე შემდეგ.სიმბას, მსახიობი დონალდ გლოვერი ახმოვანებს, ნალას – ბიონსე, მუფასას – ჯეიმს ერლ ჯონსი. ფილმში მუსიკალურ გახმოვანებაზე, ისევე როგორც 1994 წელს, ელტონ ჯონმა იზრუნა.მეფე ლომი 1994 წლის 15 ივნისს გამოვიდა და დაიმსახურა კრიტიკოსების დადებითი შეფასებები, რომლებმაც მოიწონეს მუსიკა, სიუჟეტი და ანიმაციის ხარისხი. იგი იყო 1994 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი და რიგით მეორე ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანების სიაში. ნამუშევარმა ორი ოსკარი მიიღო (მუსიკის კატეგორიებში) და ორი ოქროს გლობუსი – საუკეთესო მიუზიკლისა ან კომედიისთვის. წარმატებას მოჰყვა ფრენჩაიზის შემუშავებაც, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა მიუზიკლი; ორი პირდაპირ ვიდეოზე გამოსული ფილმი, „მეფე ლომი 2: სიმბას სიამაყე“ და „მეფე ლომი 1½“; ორი ტელესერიალი, „ტიმონი და პუმბა“ და „მცველი ლომი“, აგრეთვე თავად მეფე ლომის 3D ვერსია. -
როგორ მოვემზადოთ პარტნიორთან ერთობლივი ცხოვრებისთვის
{{ARTICLEIMAGE}}როცა ორ ადამიანს ერთად ყოფნა უნდა, თითქოს სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია. თუმცა ხანდახან მეორე და მეათეხარისხოვანი წვრილმანები საქმეს აფუჭებს. ამიტომაც სანამ საყვარელ ადამიანთან ერთად ცხოვრებას გადაწყვეტთ, ბევრი რამ უნდა გაიაზროთ.
შეარჩიეთ იდეალური ბინა
თუ გადაწყვიტეთ პარტნიორთან ერთობლივი ცხოვრება დაიწყოთ მაგრამ ისე მოხდა, რომ ამ მიზნისთვის არც თქვენი და არც მისი ბინა არ გამოდგება (მაგალითად იქ მშობლები ცხოვრობენ, ან სამსახურამდე ძალიან შორია), ახალი ბინის შერჩევა მოგიწევთ. ამ საქმეს სერიოზულად უნდა მიუდგეთ. სწორი ადგილმდებარეობის შერჩევის გარდა ბინის პროექტსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაძლოა ის ერთოთახიანი იყოს, რაც ორი ადამიანისთვის საკმარისია, მაგრამ თავიდანვე უნდა გათვალოთ სად იქნება თქვენი “კუთხე“ და სად მისი. ასეთი განაწილების გარეშე ერთობლივი ცხოვრება შესაძლოა ჯოჯოხეთად იქცეს.
სწორად მოაწყვეთ ბინა
თუ ბინაში წინასწარ არ არის განსაზღვრული რამდენიმე “ზონა“ , ეს თავად გააკეთეთ. მაგალითად, მოილაპარაკეთ, რომ სამზარეულოში ნოუთბუქით თქვენი პარტიორი იმუშავებს, ოთახში კი თქვენ, ან პირიქით. ასევე მოიპალარაკეთ ვინ რომელ თაროს, საკიდს თუ უჯრას გამოიყენებს. ჯობს თითოეულს საკუთარი ტერიტორია ქონდეს, რომელსაც ისე მოაწყობს როგორც სურს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გადასვლის მომენტში ორივეს აუცილებელი ნივთების მინიმუმი თან ჰქონდეს. უცნაურია, მაგრამ ბევრი არ ფიქრობს პირსახოცებზე, ჩუსტებზე და სხვა ყოფით წვრილმანებზე, რაც ყოველდღიურად გვჭირდება. საბოლოოდ ყველაფრის ყიდვა გიწევთ, რამაც შეიძლება ერთობლივი ცხოვრების პირველი კვირები ჩაგიშხამოთ და საბოლოოდ ურთიერთობებზეც აისახოს.გაინაწილეთ მოვალეობები
ის დრო, როცა სახლის საქმეებით მხოლოდ ქალი იყო დაკავებული წარსულს ჩაბარდა, თუმცა ამით ყველა პრობლემა არ მოგვარებულა. საჭმლის მომზადება, სახლის დალაგება, პროდუქტების შეძენა, კომუნალური დავალიანებების გადახდა, სახლში ყოფითი პრობლემების მოგვარება დიდ დროს და ენერგიას ითხოვს და ერთი ადამიანისთვის მათი მოგვარება ძნელია. ამიტომაც ჯობს ვალდებულებები განაწილდეს: მაგალითად, თუ ერთი საჭმელს ამზადებს, მეორემ სახლი დაალაგოს. მაგალითად, თუ თქვენი პარტნიორი პროდუქტებს ყიდულობს, თქვენ შეგიძლიათ გამოთავისუფლებული დრო სხვა რამეს დაუთმოთ. თუ ერთობლივი ბიუჯეტი გაქვთ, ასეთი გააწილება მითუმეტეს სასურველია.
სწორად გაანაწილეთ თქვენი დრო
ყველაფერს ობიექტურად უნდა მიუდგეთ – მათ შორის თქვენს მთავარ რესურსს, ანუ დროს. თუ ხვდებით, რომ ობიექტურად ვერ ასწრებთ ყოველდღიურად სახლის დალაგებას და საჭმლის კეთებას, ნერვებს ნუ მოიშლით. მოელაპარაკეთ პარტნიორს, რომ ერთდროულად დაალაგებთ სახლს გარკვეული გრაფიკით და მაგალითად, კვირაში რამდენჯერმე სახლის გარეთ ივახშმებთ, ან მზა საჭმელს გამოიძახებთ. ყოფითი საქმეების გამო კარიერაზე, დამატებით განათლების მიღებაზე ან დროსტარებაზე (რა თქმა უნდა, გონივრულ ფარგლებში) უარის თქმა არასწორია. ცხოვრებამ, მათ შორის პარტნიორთან ცხოვრებამაც არა მხოლოდ ვალდებულებები, არამედ სიხარულიც უნდა მოგიტანოთ. სამწუხაროდ ეს ხშირად ავიწყდებათ.
განიხილეთ “დასაშვების ზღვარი“
ყველას თავისებური წარმოდგენა აქვს პირად კომფორტზე: მაგალითად, ვიღაცას სახლში შიშველი სიარული უყვარს, ვიღაცას არ შეუძლია სხვა ადამიანის თანდასწრებით ბანაობა, თუნდაც ეს საყვარელი ადამიანი იყოს. ეს ყველაფერი ერთობლივი ცხოვრებისას მშვიდად გაარკვიეთ. მთავარია პანიკაში არ ჩავარდეთ, ნერვები არ აიშალოთ და ზედმეტი პრობლემები არ შეიქმნათ. პარტნიორთან კონკრეტული სიტუაციები განიხილეთ და ეცადეთ კომპრომისს მიაღწიოთ. ეს კარგი ტესტია ზოგადად ურთიერთობებისთვის. თუ რაღაც მომენტში ხვდებით, რომ თქვენი რჩეული ერთი ნაბიჯითაც არ იხევს უკან და არ სურს თუნდაც მცირედი დათმოს თქვენი კომფორტისთვის, დაფიქრდით, ღირს თუ არა ამ ადამიანთან დაკავშირებული მომავლის დაგეგმვა.
განსაზღვრეთ ერთობლივი ცხოვრების მიზანი
ეს პუნქტი ბოლოსკენ შემთხვევით არ მოხვედრილა. მხოლოდ გარკვეული დროის ერთად გატარების და ერთ ბინაში ცხოვრების შემდეგ მიხვდებით, შეგეფერებათ თუ არა პარტნიორი. მისი სუსტი და ძლიერი მხარეების გაგების, სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში მისი გამოცდის შემდეგ ადრე თუ გვიან ზუსტად მიხვდებით, ხართ თუ არა კარგი წყვილი. მას შემდეგ, რაც ამას გაარკვევთ კითხეთ საკუთარ თავს – რა გინდათ ამ ადამიანისგან? ხანმოკლე ურთიერთობა, მყარი ოჯახი, შემოქმედებითი ტანდემი თუ რამე სხვა. პასუხი შეიძლება ნებისმიერი იყოს, თუმცა მთავარია გაცნობიერებული გადაწყვეტილება მიიღოთ, რათა შემდეგ არ ინანოთ ტყუილად დაკარგული დროის გამო.
და ბოლოს
რა თქმა უნდა, ერთობლივი ცხოვრების დაწყება ყოველთვის სასიხარულო მოვლენაა, თუმცა მზად უნდა იყოთ სხვადასხვა მოულოდნელი და ფორს–მაჟორული სიტუაციებისთვის. პარტნიორმა შესაძლოა ყოველთვის ვერ გაამართლოს თქვენი მოლოდინი, ან ხანდახან უცნაურადაც მოგეჩვენოთ. თუმცა ხელს ნუ ჩაიქნევთ. პირველ ეტაპზე შეიძლება ყველაფერი არ აეწყოს, მაგრამ თანდათანობით კარგად შეეწყოთ ერთმანეთს . თუმცა პირიქითაც ხდება. -
საქართველოს ზამთრის კურორტები დამსვენებლებს სიახლეებით ხვდება
{{ARTICLEIMAGE}}
როგორც მოგეხსენებათ, ყოველწლიურად იზრდება, როგორც ადგილობერივი, ისე უცხოელი დამსვენებლებლის რაოდენობა. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელის, თეიმურაზ გამცემლიძის თქმით, 2017/2018 წლებში ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, სვანეთი) 491%-ით გაიზარდა ტურისტების რაოდენობა და წელს კიდევ ელოდებიან ამ რიცხვის გაზრდას.
დაარსებიდანვე, გუდაურმა ძალიან სწრაფად მოიხვეჭა პოპულარობა დამსვენებლებში და მილიონობით ტურისტს უმასპინძლა. გუდაურმა სახელი ევროპის მასშტაბითაც გაითქვა და ერთ-ერთი მოწინავე კურორტია არა მარტო აღმოსავლეთ ევროპაში, არამედ მთლიანად კონტინენტზე.
მოახლოებულ სეზონზე ვიზიტორებს 6 ახალი და ერთი რეკონსტრუირებული საბაგირო დახვდებათ. ამით კურორტზე 3.5-ჯერ გაიზრდება გამტარუნარიანობა (რაც მოსრიალეების ბევრად დიდი რაოდენობის გადაყვანას გულისხმობს). ამას გარდა სასრიალო არეალი გაიზარდა 20%-ით რაც ასევე ხელს შეუწყობს ერთდროულად საგრძნობლად მეტი დამსვენებლის მასპინძლობას. ამასთანავე კურორტზე მიმდინარეობს ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მე-2 ფაზის მშენებლობა, რომელიც 2018/19 წლის სეზონისთვის დასრულებულდება. შენდება 100 000 კუბიანი ხელოვნური წყლის რეზერვუარი რომლის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია, ამ ტბის დახმარებით, მომავალ წელს კურორტს ექნება 24 საათიანი წყლის მომარაგების სისტემა. ხელოვნური გათოვლიანების მე-2 ფაზის მშენებლობის დასრულების შემდეგ გუდაურს ექნება ორი ტიპის “ თოვლის თოფი” 78 ცალი ჩვეულებრივი და 3 ცალი თოვლის გამფრქვევი აპარატი -ე.წ,,ზარბაზანი”. ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მეორე ფაზას იტალიური კომპანია,,TechnoAlpine” განახორციელებს.

ამ დროისთვის საქართველოს ოთხივე კურორტის მოსამზადებელი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა, მიმდინარეობს სასრიალო ტრასების ნიადაგების გასწორება, რაც უზრუნველვყოფს მთელი სეზონის განმავლობაში თოვლის ხარისხს.შეგახსენებთ, რომ სასრიალო სეზონი ოფიციალურად დეკემბრის დასაწყისში გაიხსნება:
- ბაკურიანი (დიდველი) – 8 დეკემბერი
- გოდერძი – 8 დეკემბერი
- გუდაური – 15 დეკემბერი
- ბაკურიანი (კოხტა, მიტარბი) – 22 დეკემბერი
- თეთნულდი, ჰაწვალი – 22 დეკემბერი
-
სექსი დიდ ქალაქში ეკრანებს უბრუნდება ქერი ბრედშოუ ქვრივდება
ნახევარი წელი მთელი ჰოლივუდი განიხილავდა სარა ჯესიკა პარკერსა და კიმ კეტროლს შორის მიმდინარე დაპირისპირებას, რომელიც ფილმის – “სექსი დიდ ქალაქში“ მესამე ნაწილი გადაღებების მზადების ნიადაგზე დაიწყო. საბოლოოდ მსახიობმა, რომელიც ბოლო თვრამეტი წელია მაყურებელს სამანტა ჯონსის როლში ევლინება პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვა იმ მიზეზით, რომ მისმა გმირმა აქტუალობა დაკარგა. თუმცა როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, სინამდვილეში კიმ კეტროლს ახალ ფილმში თამაში იმიტომ არ უნდა, რომ სცენარი მთლიანად სარა ჯესიკა პარკერის გმირზეა კონცენტრირებული.

ამ დღეებში გაჟონა ფილმის მესამე ნაწილის დეტალებმა, რომელსაც დიდი ხანია ელიან. ნიუ იორკელი დაქალების საგა ხომ ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული პროექტია. “სექსი დიდ ქალაქში 3“– ის სიუჟეტის ცენტრში ქერი ბრედშოუ იქნება, რომელიც ფილმის დასაწყისშივე დაქვრივდება. სცენარისტების თქმით მისი ქმარი, მისტერ ბიგი გულის შეტევით გარდაიცვლება, ქერი კი ახალ ცხოვრებას იწყებს, მისი ოცნების მამაკაცის გარეშე. შეგახსენებთ, რომ სერიალის ბოლო სეზონში კრის ნოტის გმირს გულის პრობლემები ქონდა, ბრედშოუ კი საყვარელ მამაკაცს გულის შეტევის შემდეგ გაჯანმრთელებაში ეხმარებოდა. როგორც ჩანს “სექსი დიდ ქალაქში 3“ 1998 წელს დაწყებული პროექტის დამაგვირგვინებელი და ყველაზე სენტიმენტალური ნაწილი იქნება.ფილმის გადაღებები 2019 წელს დაიწყება და ის ამ პროექტისთვის უჩვეულო სტილისტიკის იქნება – ნაკლებად რომანტიული და მსუბუქი. პირველ პლანზე კი მთავარი გმირის და მთლიანად, თანამედროვე საზოგადოების ფსიქოლოგიური პრობლემები გადმოინაცვლებს.
-
რატომ არ წყალობს მოდის ინდუსტრია ტანსრულ მოდელებს
სილამაზის მრავალფეროვნების ტრენდს ცნობილი ბრენდები არ ემორჩილებიან.წლებია ბევრი დისკუსია მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რომ მოდის სფეროში მკაცრი სტანდარტების დაცვა დისკრიმინაციულია და მეტისმეტად გამხდარი მოდელები და მათი წონის მკაცრი კონტროლი დამთრგუნველია როგორც თავად მოდელებისთვის, ასევე მოდის ინდუსტრიის მომხმარებელი ქალბატონებისთვის. ამ თვალსაზრისით გარკვეული გარღვევა მოხდა, თუმცა დიზაინერები ჯერ აშკარად არ არიან მზად პოდიუმები ჭარბწონიან, ან თუნდაც ოდნავ არასტანდარტული ფორმების მოდელებს დაუთმონ.2 203 მოდელიდან, რომლებმაც ცნობილი დიზაინერების 2019 წლის გაზაფხული–ზაფხულის კოლექციების 76 ჩვენებაში მიიღეს მონაწილეობა მხოლოდ 49 მოდელია ე.წ. plus size კატეგორიიდან. ესეც დიდი გარღვევაა წინა სეზონთან შედარებით, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება: დიზაინერები თავიანთი კოლექციების პრეზენტაციისთვის ძირითადად იმ გოგონებს ირჩევენ, რომელთა პარამეტრებს არაფერი აქვთ საერთო რეალურ ცხოვრებასთან. პოდიუმებზე იშვიათად თუ ნახავთ სამოსს, რომლის ზომა S–ს აღემატება.

“ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობ: დროა ბრენდებმა ვარდისფერი სათვალეები მოიხსნან“ – ამბობს რობინ ლოვლი
რობინ ლოვლი ცოტა ხნის წინ გამოვიდა Victoria’s Secret –ის ბოიკოტირების მოწოდებით იმის გამო, რომ ეს ბრენდი სავსე ფორმების მქონე მოდელებს ჩვენებებზე არ იწვევს. ლოლი პირველი plus size მოდელი გახდა, რომელიც ავსტრალიური Vogue –ს გარეკანზე გამოჩნდა. თავის კოლეგებთან, ტარა ლინთან და კენდის ჰაფინთან: ერთად კი Vogue Italia –ს გარეკანზე.
ნოემბერში მან მონაწილეობა მიიღო ლონდონში გამართულ ქალის საცვლების ჩვენებაში We Are All Angels, რომელიც Victoria’s Secret –ის შოუს ანალოგია, თუმცა ყველა ზომის და აღნაგობის ქალებთან თანამშრომლობს.
“კარგი იქნებოდა, VS –ს 10 ზომა ტანსაცმლის მატარებელი მოდელი მიეწვია, მაგრამ როგორც ჩანს მათ არ ადარდებთ სილამაზის მრავალფეროვნების ტრენდი . სასიამოვნოდ გამაკვირვა ნიუ იორკის მოდის კვირეულმა. აი, სად იყო ნამდვილი მრავალფეროვნება და ყველა ტიპის მოდელი“ – ამბობს ლოლი.
თვითონ ტერმინი plus size ბევრ შეკითხვას იწვევს. დიდ ბრიტანეთში საშუალოსტატისტიკური ქალის ტანსაცმლის ზომაა 14 UK, აშშ–ში 18 UK. თუმცა მოდის ინდუსტრიაში ნებისმიერი გოგონა, რომელიც 10 ზომაზე მეტ სამოსს ატარებს უკვე plus size–ად ითვლება.
“არ მგონია კორექტული იყოს ამ ტერმინის გამოყენება ბრიტანული 12 ზომის მატარებლების მიმართ“ – ამბობს ანა შილინგლოუ – წარსულში მოდელი და მგვიანებით ლონდონური სააგენტო Milk – ის დამფუძნებელი.
ანა შილინგლოუ ამჯობინებს ტერმინი “სავსე ფორმების მქონე მოდელები“ გამოიყენონ იმ მოდელების მიმართ, ვინც 12–დან 18 ზომამდე სამოსს ატარებს. მისი აზრით ტერმინი Plus size მხოლდ 18 ზომის ზევით შეიძლება გამოიყენონ. Milk ერთ–ერთი პირველი სამოდელო სააგენტო იყო ლონდონში, რომელსაც სრულიად გასხვავებული პარამეტრების მოდელები ჰყავდა. მათ შორის არის ტეს მაკმილანი, რომელიც ბრიტანულმა Vogue–მ სექტემბრის ნომრის გარეკანისთვის გადაიღო. შილინგლოუც მრავალფეროვნების მაგალითად ნიუ იორკის მოდის კვირეულს ასახელებს. მისი თქმით მოდის დანარჩენ მსოფლიო დედაქალაქებს ამ მხრივ სატრაბახო არაფერი აქვთ.
მართლაც, ლონდონის, მილანის და პარიზის პოდიუმებზე ტანსრული მოდელის ნახვა ძალიან იშვიათად თუ შეიძლება. ლონდონის მოდის კვირეულზე მხოლოდ ერთი plus size მოდელი – რეიაზა ფლაუერსი გამოჩნდა, რომელმაც ფეხსაცმლის ბრენდის Nicholas Kirkwood– ის კოლექციის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა. იგივე შეიძლება ითქვას პარიზზეც. Alexander McQueen ის კოლექციის ჩვენებისას ჯილ კორტლივი გამოჩნდა პოდიუმზე. მილანის მოდის კვირეულში კი სამი არასტანდარტული მოდელი – ეშლი გრემი, ლედი კიტი სპენსერი და ლორი ჰარვი მონაწილეობდა. სამივე მათგანმა Dolce&Gabanna –ს კოლექცია წარმოადგინა.
Dolce & Gabbana; Alexander McQueen 2019 წლის გაზაფხული–ზაფხულის კოლექციის ჩვენება“ყოველ წელს ვაგზავნით ჩვენს კატალოგს plus size მოდელებით, ვიღებთ დადებით გამოხმაურებებს კასტინგის დირექტორებსგან, მაგრამ ამის იქით საქმე არ მიდის. ასე გრძელდება წლიდან წლამდე. არ ვიცი რაშია საქმე, მაგრამ როგორც ჩანს მათ ასეთი ტიპაჟები არ აინტერესებთ. ლონდონი მოდის ერთ–ერთ მთავარ დედაქალაქად ითვლება, მაგრამ აქ ძველებურად ცოცხალია სტერეოტიპები ქალის სხეულის სილამაზის შესახებ“– ამბობს შილინგლოუ.
ქალის ქვედა საცვლების მწარმოებელ ბრენდებს სავარაუდოდ მაინც მოუწევთ მოდელების შერჩევის პოლიტიკას გადახედონ, სუფთა ეკონომიკური მიზეზების გამო. ამჟამად ქალის plus size სეგმენტი აშშ–ში ტანსაცმლის ყველაზე განვითარებადი ბაზარია. სპეციალისტების შეფასებით 2020 წლისთვის მისი მოცულობა 26 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ზოგიერთმა რითეილერმა უკვე დაიწყო სწორედ ამ სეგმენტში ინვესტირება. მაგალითად, Walmart –ის ქსელმა Eloquii –ს ბრენდი შეისყიდა, რომლის ზომები 14–დან იწყება. Old Navy –მ დაიწყო კამპანია «Size YES!», და ახლა უკვე მათი plus size კოლექციის ყიდვა არა მხოლოდ ონლაინ, არამედ ჩვეულებრივ ქსელურ მაღაზიებშიც შეიძლება. 2018 წლის შემოდგომა ზამთრის სეზონზე J Crew–მ ბოლო ბოლო სტანდარტული ზომების ხაზი გააფართოვა, Nordstrom –მა კი ამერიკის 30 ზე მეტ მაღაზიაში 14 ზომის ტანსაცმელი დაამატა და მაღაზიები შესაბამისი მანეკენებითაც მოამარაგა. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ონლაინ მაღაზიებმა, მაგალითად Amazon–მა, Asos–მა და Mango–მ უკვე შექმნეს თავისი plus size ხაზები.

“მაღალი ლიგის მოთამაშეებთან დაკავშირებით“ საქმე უფრო რთულად არის. დიზაინერებს არ უნდათ ჩვენებებზე პუტკუნა მოდელები მიიწვიონ, რადგან როგორც ამბობენ, მათთვის სპეციალური თარგების მომზადება სჭირდებათ, რაც დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ასეთ პრობლემას შეეჯახა Sies Marjan –ის ბრენდის დიზაინერი სანდერ ლაკი, რომელიც რეგულარულად იწვევს მოდელებად მეგობრებს და ოჯახის წევრებს. ის ამბობს, რომ თუ სტანდარტულ ზომას დიდი, ან პატარა ზომით შეცვლი, ფაქტიურად მოდელის ხელახლა გამოჭრა გიწევს. დიდი მოცულობის სამუშაოს და შემჭიდროვებული ვადების გათვალისწინებით კი ახალგაზრდა ბრენდებისთვის პოდიუმისთვის სხვადასხვა ზომის და ფიგურის ფორმის გათვალისწინებით მოდელების შექმნა მეტისმეტად სარისკო და დანახარჯიანია. “მთელი ინდუსტრია გარკვეულ სტანდარტზეა აწყობილი და აქედან ამოვარდნა ძნელია. მაგალითად, plus size ტანისამოსს ჟურნალების ფოტოსესიებისთვის ვერ გამოიყენებთ“ – ამბობს დიზაინერი.
თუ ახალგაზრდა, დამწყები დიზაინერების შიშები გასაგებია, მსხვილი ბრენდების საქციელი, რომელთაც პოდიუმისთვის განსხვავებული მოდელების შესაქმნელად ყველა რესურსი აქვთ, ბევრ კითხვას იწვევს. ამ წლის დასაწყისში Gucci –ს გაყიდვები 49 % ით გაიზარდა, Saint Laurent –ის 19,7% – ით, Chanel – ის 11%–ით.
დიდი ზომის ტანსაცმელზე მოთხოვნა ლუქს სეგმენტში მაღალია. ამის მაგალითია ონლაინ მაღაზია 11 Honoré– ის წარმატება, რომელიც Christian Siriano, Prabal Gurung, Derek Lam , Mary Katrantzou მსგავს ბრენდებს წარმოადგენს, რომელთა ზომები 10–დან 20 მდეა.

მოკლედ, თუ რასობრივი და გენდერული ინკლუზიურობის თვალსაზრისით მოდის ინდუსტრიაში სერიოზული პროგრესია, წონის თვალსაზრისით ინდუსტრია კვლავ დისკრიმინაციულ მიდგომას ინარჩუნებს. სანამ სახელოვანი ბრენდები სტერეოტიპებს ვერ ძლევენ, ბაზარზე გამოჩენილი ახალი მოთამაშეები ამ მნიშვნელოვან სეგმენტზე ადგილს წარმატებით იმკვიდრებენ და მომხმარებელს მრავალფეროვნებას სთავაზობენ როგორც მოდელების, ასევე სამოსის თვალსაზრისით.

ახალი ტრენდი გარკვეულ მოძრაობაშიც გადაიზარდა, რომელსაც თავისი აქტივისტებიც ყავს. მაგალითად, ჯესიკა ვანდერ ლიხი – მოდელი, მწერალი და აქტივისტი, რომელმაც 2015 წელს ციფრული პლატფორმა – Project Womankind ჩაუშვა. ამ პლატფორმაზე ის ქალებს მოუწოდებს საკუთარი სხეულით იამაყონ. “მოდა ყოველთვის იმის ასახვა იყო, რაც მსოფლიოში ხდებოდა. უსამართლობაა იმ ქალების იგნორირება, რომლებსაც სრული ფორმები აქვთ, თუმცა უნდათ კარგად ეცვათ. “
-
რობინ ჰუდის ახალი ფილმი კინოთეატრებში
სულ მალე კინოთეატრებში ყველაზე ცნობილი მშვილდოსანი დაბრუნდება. რობინ ჰუდმა ყველას თავი საკუთარი სიმამაცით დაამახსოვრა. ინგლისური ბალადების ხალხური გმირი, რომელიც არაერთი ცნობილი მწერლის ნაწარმოებებში გვხვდება.
ანალიტიკოსები ამ ფილმის გამოჩენას ზედმეტადაც კი მიიჩნევენ, რადგან როგორც მოგეხსენებათ ამ პერსონაჟზე როგორც ნაწარმოებები, ისე ფილმები და სერიალები საკმარისად ბევრია. თუმცა ამ ფილმში ისეთი სახელოვანი მსახიობები იღებენ მონაწილეობას როგორებიც არიან: ტერონ ეგერტონი, ჯეიმი ფოქსი, ბენ მენდელსონი, ივ ჰიუსონი და სხვები.
ფილმის სიუჟეტი ინგლისში ვითარდება, სადაც მთავარი ქვეყნის კორუმპირებულ მმართველებს უპირისპირდება. თქვენ გელოდებათ დრამატული ორთაბრძოლებით აღსავსე მომენტები, სადაც მთავარი გმირის გადაწყვეტილებებზე მთელი ქვეყნის ბედი იქნება დამოკიდებული .ეს ფილმი გამოწვევაა რეჟისორისთვისაც, ოტო ბეთჰურსთისთვის ეს პირველი ფილმია, აქამდე იგი სატელევიზიო შოუებს უძღვებოდა.
რობინ ჰუდის მსოფლიო პრემიერა 21 ნოემბერს შედგება.
-
45 წლის ჰაიდი კლუმის შიშველი ფოტოსესია
{{ARTICLEIMAGE}}
ცნობილ მოდელს, ჰაიდი კლუმს წლები ვერაფერს აკლებს. 45 წლის ასაკში მას შეუძლია იდეალური სხეულით იამაყოს, რომელსაც ფოტოშოფიც კი არ ჭირდება.
ამ დღეებში ვარსკვლავმა შავ–თეთრი ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც სრულიად შიშველია გადაღებული, თუმცა მკერდს ხელით იფარავს.
ჰაიდი კლუმის თამამი ექსპერიმენტი მისმა ხელმომწერებმა სათანადოდ შეაფასეს. ერთ დღეში ფოტომ 250 000 ლაიქი და ასობით საქებარი კომენტარი დაიმსახურა. მოდელმა აღნიშნა, რომ ამ თამამი ექსპერიმენტით კმაყოფილია.
“ვამაყობ იმით, რომ შენი არაჩვეულებრივი პროექტის ნაწილი გავხდი ძვირფასო რასელ ჯეიმს“ – აცხადებს ჰაიდი კლუმი.

ჰაიდი კლუმი მისი თაობის ერთ–ერთ მთავარ სექს–სიმბოლოდ ითვლება.
მოდელი უკვე დიდი ხანია იცნობს ცნობილ ფოტოგრაფს. სწორედ რასელ ჯეიმსი იღებს ყველაზე ხშირად Victoria’s Secret –ის კულისებს. ჰაიდი კი ამ ბრენდთან არაერთხელ თანამშრომლობდა.

როგორც გაირკვა, რასელ ჯეიმსი მალე წიგნს გამოსცემს, სადაც მისი ყველაზე საინტერესო ნამუშევრები შევა. აგრეთვე რჩევები დამწყები ფოტოგრაფებისთვის.
ჰაიდი კლუმი მოდის სამყაროში ცნობილია როგორც ექსპერიმენტების მოყვარული. ვარსკვლავი არასოდეს ერიდებოდა საკუთარი ფიგურის დემონსტრირებას. ძნელი დასაჯერებელია, რომ ის უკვე ოთხი შვილის დედაა.მოდელი ამბობს, რომ ასაკს საერთოდ ვერ გრძნობს. ზაფხულში 45 წლის გახდა. ასაკი ხელს არ უშლის თექვსმეტი წლით უმცროს მუსიკოსთან, ტომ კალიტცთან რომანში.
-
APPLE-მა IPAD-ის ახალი მოდელი გამოუშვა
{{ARTICLEIMAGE}}ამერიკის ერთ-ერთმა უდიდესმა ელექტრონიკის კომპანია ,,APPLE’’-მა 30 ოქტომბერს ყველაზე ცნობილი ტაბლეტის, IPAD-ის ორი ახალი მოდელის გამოშვება დააანონსა. ახალი IPAD-ები ორნაირი (11 და 12.9 ინჩიანი ზომის ეკრანით) იქნება.
- ახალი ტაბლეტებს, როგორც მოსალოდნელი იყო, აღარ აქვს ,,Home’’ ღილაკი და მომხმარებლები ვერ შეძლებენ ,,Touch ID’’-ის გამოყენებას, თუმცა დამატებულია ყველასთვის ცნობილი ,,Face ID’’, რასაც ,,APPLE’’-ის ყველა გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი ტექნოლოგიაა.
- გარდა ვიზუალური განახლებისა, დეველოპერებმა იზრუნეს ტექნიკურ საკითხებზეც. განახლდა პროცესორი და მათი ინფორმაციით 2.5-ჯერ უფრო სწრაფია მის წინამორბედებთან შედარებით.
- ასევე მისი მყარი დისკის მოცულობა გაზრდილია ერთ ტერაბაიტამდე.
გასაკვირია ის ფაქტი, რომ უკანა კამერა ისევ 12 მეგაპიქსელიანია და ამ კუთხით არ უმუშავიათ ტექნიკოსებს, თუმცა წინა კამერას დაემატა ,,Portrait Mode’’, რაც დიდი პოპულარობით სარგებლობს მისი გამოჩენისთანავე.

,,APPLE’’-მა არც ტაბლეტებში შეცვალა ,,მაქსიმალურად დიდი ეკრანის’’ მიმდინარეობა და პლანშეტშიც მაქსიმალურად გაზარდა ეკრანის ზომა.
ახალი ,,IPAD PRO’’-ს ყიდვას მომხმარებლები 7 ნოემბრიდან შეძლებენ. 11 ინჩიანი პლანშეტის ფასი 799$-დან დაიწყება ხოლო 12.9 ინჩიანის 999$-დან. - ახალი ტაბლეტებს, როგორც მოსალოდნელი იყო, აღარ აქვს ,,Home’’ ღილაკი და მომხმარებლები ვერ შეძლებენ ,,Touch ID’’-ის გამოყენებას, თუმცა დამატებულია ყველასთვის ცნობილი ,,Face ID’’, რასაც ,,APPLE’’-ის ყველა გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი ტექნოლოგიაა.
-
კალიფორნიაში ხანძარმა ჰოლივუდის ვარსკვლავების სახლები გაანადგურა
ეს კალიფორნიის შტატის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი ხანძარია, რომლის დროსაც 300 ათასი ადამიანის ევაკუირება მოხდა.