დღეიდან ძალაში შევიდა ქვეყანაში ახალი შეზღუდვები: მაღაზიები, რესტორნები, ფიტნეს ცენტრები და საცურაო აუზები იხურება, საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი კი მუშაობას აჩერებს. ხელისუფლება თვლის, რომ უმუშევრად დარჩენილმა ადამიანმა შეიძლება იარსებოს 200 ლარით, მრავალშვილიანმა ოჯახმა 100 ლარიანი შემწეობებით, გაჩერებულმა ბიზნესმა შეიძლება მაინც იხადოს გადასახადები და გადარჩეს.
“ძმებო/დებო/დეიდებო/ბებიებო/ბაბუებო/ნაცნობებო/უცნობებო წინ “დიდი ზამთარია” , როგორც იცით საკმაოდ ბევრი ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე. რა შეგვიძლია ჩვენ? ყველას ოჯახში თუ არა , საკმაოდ ბევრის ოჯახში მაინც არის “ზამთრის მარაგი” , კომპოტები/ჯემები ა.შ და ა.შ(თითო ოჯახმა 1 ქილა ნებისმიერი რამ რომ გამოყოს “ზემოთხსენებული ხალხისთვის” საკმაოდ დიდი მარაგი შეგროვდება)