დოლ-გარმონი და შაბაშები – კახა კახიშვილმა მეორე ტურში გამარჯვება აღნიშნა (ვიდეო)

ისანში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა გამარჯვება დოლ–გარმონით აღნიშნა. ვიდეოში, რომელიც solostudio.agency/–ს ოცნების შტაბიდან მიაწოდეს, ჩანს, რომ კახა კახიშვილი მუსიკოსებს ე.წ. შაბაშებს აძლევს.

არჩევნების მეორე ტურში, რომელშიც ოპოზიცია არ მონაწილეობდა, კახა კახიშვილმა ხმების  92.15% მიიღო.