Edison Research-მა კვლევა ტელეკომპანია ფორმულას  დაკვეთით  ჩაატარა. ფორმულას ინფორმაციით, საველე სამუშაოები 25 აგვისტო-7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2 850 ადამიანი. შედეგების ცდომილება +/- 2 პროცენტია.