კახა კალაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. როგორც კალაძე აცხადებს, ეს ინფორმაცია ტყუილია.

„ტყუილია, არ არის ეს სწორი ინფორმაცია“, – განუცხადა შესაბამისი კითხვის პასუხად კალაძემ ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას ტოვებს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *