გუშინ "იმედის" ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომლის მხიედვითაც უმაღლეს სასწავლებლებში ფინალური გამოცდები შემოდგომაზე ჩატარდებოდა. სიუჟეტმა ათასობით სტუდენტი დააბნია. როგორც ირკვევა აღნიშნული ინფორმაცია არხის ტექნიკური შეცდომა აღმოჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციასთან დაკავშირებით solostudio.agency/ დაუკავშირდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს.
სამინისტროში გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ და აცხადებენ რომ უმაღლეს სასწავლებლებში ფინალური გამოცდები შეზღუდვების შემსუბუქების მე-6 ეტაპზე იქნება შესაძლებელი, დამატებით დეტალებს, მათ შორის გამოცდის თარიღებს უნივერსიტეტები ავტონომიის ფარგლებში გააცნობენ სტუდენტებს.
ამავე თემაზე იხილეთ :
უნივერსიტეტებში ფინალური გამოცდები შეზღუდვების მოხსნის მე-6 ეტაპზე ჩატარდება – ჩხენკელი
იმედის ეთერში გასული სიუჟეტი :

Leave a Reply