იტალიის „დემოკრატიული პარტიის“ მდივანს კორონავირუსი გამოუვლინდა

Written by

in

იტალიის დემოკრატიული პარტიის ლიდერს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ თავად ნიკოლა ზინგარეტიმ სოციალურ ქსელში დაწერა.

„ექიმებმა მითხრეს, რომ კორონავირუსი მაქვს. თავს კარგად ვგრძნობ და რამდენიმე დღე სახლში დავრჩები. აქედან გავაგრძელებ საჭირო საკითხებზე მუშაობას“,-წერს ზინგერეტი.

ცნობისთვის, ამ დროისთვის იტალიაში კორონავირუსის 4600-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულთა რაოდენობამ კი 200-ს მიაღწია.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *