საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 25 გრადუსამდე მოიმატებს-უახლოესი დღეების პროგნოზი

Written by

in

6-10 მარტს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7-8 მარტს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25 გრადუსი იქნება, ხოლო 9-10 მარტს 2-3 გრადუსით მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +17, +22 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება. დათბება მთიან და მაღალმთიან რეგიონებშიც.

თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 6-9 მარტს +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 10 მარტს +22 გრადუსამდე მოიმატებს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *