იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა

იტალიაში ბოლო 24 საათში  კორონავირუსის 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო  „როიტერსი“ ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 12 ადამიანია გარდაცვლილი.

ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში დახურულია საბავშვი ბაღები, სკოლები, უნივერსიტეტები, კინოთეატრები და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილები. კარანტინში რჩება  55 000-მდე მოქალაქე.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *