მერაბიშვილი კალენდრიდან ამოხეული ფურცელია, თუ რომელიმე პარტია კედელზე სიმბოლურად დაიკიდებს, მათი საქმეა- ქანთარია

Written by

in

,,ქართული ოცნების” წევრი, ნუკრი ქანთარია მერაბიშვილს კალენდრიდან ამოხეულ ფურცელს ადარებს, რომელიც შეიძლება პარტიებმა სიმბოლურად კედელზე დაკიდონ.

,,ვანო მერაბიშვილი არის კალენდრიდან ამოხეული ფურცელი, თუ ამას რომელიმე პარტია კედელზე სიმბოლურად დაიკიდებს, ეს მათი საქმეა და მათი გადასაწყვეტია. ორი გვამის პატრონი პოლიტიკაში ისე აქტიურად მობრუნდეს, რომ მან ამ მუქარასა თუ დანაქადნებს ოდნავ მაინც ბიძგი მისცეს, არის აბსოლუტურად გამორიცხული”,- აცხადებს ქანთარია.

ყოფილმა შს მინისტრმა საპატიმრო დღეს დატოვა და პოლიტიკაში ჩართვა დააანონსა.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *