ორბელიანების სასახლეში ემიგრანტებთან რეგულარული შეხვედრები დაიწყება

Written by

in

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში დღეიდან ემიგრანტებთან რეგულარული შეხვედრები დაიწყება. შეხვედრები ყოველი კვირის სამშაბათსა და ხუთშაბათს გაიმართება.

„უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები შეძლებენ მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღებას, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან“, – აცხადებენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *