შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გუდაურში ერთი კაცი მოკლა და მეორე დაჭრა

Written by

in

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია კაცი, რომელმაც 16 თებერვალს გუდაურში ერთი კაცი მოკლა და მეორე დაჭრა.

უწყების ცნობით, 1981 წელს დაბადებული მ.კ გუდაურში ცხელ კვალზე დააკავეს. მას ბრალი ედება განზრახ მკვლელობისა (108-ე მუხლი) და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის (19-109- მუხლი).

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *