მეუფე პეტრე მივიდეს პატრიარქთან და პატრიარქი დაუბრუნებს ხარისხს და დაბრუნდეს აქ – მიტროპოლიტი გრიგოლ კაცია

Written by

in

მეუფე პეტრე მივიდეს პატრიარქთან და პატრიარქი დაუბრუნებს ხარისხს და დაბრუნდეს აქ. მე ვარ მომხრე, წავიდე წალკაში,-ამის შესახებ მედიას ჭყონდიდის მიტროპოლიტმა გრიგოლ კაციამ განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, არის თუ არა თანახმა სინოდმა განიხილოს ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს საკითხი.

მეუფე გრიგოლის თქმით, სინოდმა ისე უნდა იმოქმედოს, როგორც პატრიარქი იტყვის. გრიგოლ კაცია მეუფე პეტრეს სინანულისკენ მოუწოდებს.

„როგორც პატრიარქი დასვამს შეკითხვას, ისე უნდა ვიმოქმედოთ. დღეს არის უძღები შვილის დღე, მეუფე პეტრე მივიდეს პატრიარქთან და პატრიარქი დაუბრუნებს ხარისხს და დაბრუნდეს აქ. მე ვარ მომხრე, წავიდე წალკაში“,-აცხადებს მეუფე გრიგოლ კაცია.

შეგახსენებთ, მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან წმინდა სინოდმა გადააყენა. აღნიშნულის მიზეზი მეუფე პეტრეს მიერ გაკეთებული განცხადებები გახდა. მის ნაცვლად კი ეპარქიაში გრიგოლ კაცია დაინიშნა.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *