რომის პაპმა მე-19 საუკუნის სასახლეში უსახლკაროები შეიფარა

Written by

in

წმინდა პეტრეს მოედნის ტერიტორიაზე მდებარე მე-19 საუკუნის სასახლე უსახლკაროებს დაუთმეს. მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლის გაზრდის მიზნით შენობის სასტუმროდ გადაქცევა სურდათ, პაპმა ფრანცისკემ გადაწყვიტა, რომ სასახლეში უსახლკაროები შეესახლებინათ.

როგორც რომის პაპმა აღნიშნა, მოწყალების გაღება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი მატერიალური სარგებელი. შენობის რეაბილიტაცია რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ნოემბერში დასრულდა. მილიორის სასახლის 16 დარბაზში სულ 50 უსახლკარო მოთავსდა. ბენეფიციარებს აქვთ საკუთარი საწოლი და სველი წერტილი. მოხალისეებს კი მათთვის ყოველდღე ცხელი საკვები მიაქვთ.

ცხოვრების ელემენტარული პირობების შექმნის გარდა, რომის პაპი მიიჩნევს, რომ სასახლის მდიდრული ინტერიერი ბენეფიციარების სულიერ განწყობასაც აამაღლებს და ქუჩაში გაატარებულ ცუდ მოგონებებს დაავიწყებს.

პაპი ფარნცისკე ამბობს,  თავშესაფრის ბენეფიციარებს განუსაზღვრელი ვადით შეუძლიათ აქ დარჩენა.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *