საპროკურორო საბჭო დღეს გენერალური პროკურორობის ერთ კანდიდატს შეარჩევს

დღეს, საპროკურორო საბჭო კენჭისყრის მეშვეობით, გენერალური პროკურორობის 4 კანდიდატიდან ერთს შეარჩევს, რომელსაც დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს.

ცნობისთვის, 6 თებერვალს საპროკურორო საბჭომ კენჭისყრის შედეგად საქართველოს გენერალური პროკურორობის ოთხი კანდიდატი შეარჩია. მათ შორის არის ყოფილი გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *