,,სირცხვილის კორიდორი” არც გაბედოთ, თორემ თავებს დაგიტეხთ- აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი აქტივისტებს

Written by

in

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, მერაბ ბლადაძე აქტივისტებს ფიზიკური ძალადობით ემუქრება, თუ ,,სირცხვილის კორიდორის” მოაწყობენ. ის სოციალურ ქსელში ამ თემაზე პოსტს აქვეყნებს , რომელაც სრულად გთავაზობთ:

,,დიდება ღმერთს, რომ დღეს სესიას,საპატიო მიზეზის გამო ვერ დავესწარი…
დედის საფლავს გეფიცები, ,,სირცხვილის კორიდორი”, არც გაბედოთ,თორემ თავებს დაგიტეხთ თუნდაც მანდატის დატოვება მომიწიოს..
არ ცხოვრობ ისე,რომ ეგ მაკადროთ!!!
მომავალ შეხვედრამდე და უნამუსოები ხართ”,- წერს ბლადაძე.

ბლადაძე საბჭოში ,,პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიით დაინიშნა, თუმცა 2019 წლის ბოლოს პარტია დატოვა.

დღეს დილით ენმ-ს და მოძრაობა ,,გაბედეს” აქტივისტებმა ბათუმში, მერიასთან ,,სირცხვილის კორიდორი” მოაწყვეს. ისინი მერიის შენობაში შესვლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *