ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში უანგაროდ, საკუთარი სახსრებით ეხმარებოდა ქვეყანას- მათიკაშვილი

Written by

in

ქართული ოცნების დეპუტატის, დავით მათიკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა არაერთი პროექტი დააფინანსა უანგაროდ და საკუთარი სახსრებით, მათ შორის პატრულის და შეიარაღებული ძალების რეფორმა.

მათიკაშვილი ამბობს, რომ ამჟამადაც, ივანიშვილის საღსრებით, ქალაქების მშენებლობა მიმდინარეობს.

,,ბიძინა ივანიშვილს უამრავი პროექტი რომ დაუფინანსებია და საკუთარი სახსრები რომ ქვეყნის აღმშენებლობაში ჩაუდია, ეს ალბათ, ჩვენთვის სიახლე არ არის. დღეს, აგერ მე და თქვენ რომ ვსაუბრობთ, დიანა, პარალელურად ხდება ქალაქების მშენებლობა, აღშენება თავიდან და გაკეთება-მოწესრიგება იმისთვის, რომ საქართველომ გაზარდოს თავისი პოტენციალი აბსოლუტურად ყველა მიმართულებით და ამაში ბატონი ბიძინა ივანიშვილის სახსრებია გაღებული”,- აცხადებს ქართული ოცნების წევრი.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *