ბათუმში, ზღვის სანაპიროზე ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს

Written by

in

ბათუმში გუშინ, გვიან ღამით, ზღვის სანაპიროზე, კლუბ „გეითის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს.

ცხედარი ამ დროისთვის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.

ქალზე ძალადობის კვალი არ დაფიქსირებულა, ის სავარაუდოდ ნასვამი იყო.

გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *