მომდევნო დღეებში საქართველოში თოვლი და ყინვაა მოსალოდნელი – მთაში ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაიკლებს

Written by

in

დღეს 25 იანვარს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ითოვებს. ასევე 25-27 იანვარს, ღამით გაძლიერდება ყინვა. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში -4, -6, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ზოგან -8, მთაში -15, მაღალმთაში -20 გრადუსამდე დაიკლებს. დღეს, დღისით დაბლობსა და ბარში +1, +6 გრადუსი იქნება, ხოლო 26-27 იანვარს +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა 25-27 იანვარს ღამის საათებში -1, -3 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +8, +10 გრადუსამდე მოიმატებს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *