ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორელების ნაწილისთვის ე.წ. გამშვები პუნქტი გახსნა

Written by

in

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის რაიონთან დაკეტილი ე.წ. საზღვარი დროებით გახსნა.

ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მიკროავტობუსით ათამდე პენსიონერი გადავიდა. დე ფაქტო ხელისუფლება იმ მოქალაქეებს კიდევ გადაუშვებს, ვისაც ე.წ. საშვი აქვთ.

სოფელ ოძისიდან ახალგორელი პენსიონერები წეროვანის დასახლებაში გაემგზავრნენ, სადაც ოჯახის წევრებს შეხვდებიან.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ახალგორის რაიონთან ე.წ. საზღვარი 2019 წლის 4 სექტემბრის შემდეგ ჩაკეტილია. დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, გზა მანამდე არ გაიხსნება, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ გააუქმებს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან არსებულ საგუშაგოს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *