ანტისამთავრობო აქციაზე ირანელი სტუდენტები აშშ-ს და ისრაელის დროშებს ფეხს არ აბიჯებენ

Written by

in

ირანში ანტისამთავრობო აქციაზე სტუდენტები ცდილობენ, რომ ისრაელისა და აშშ-ს დროშებს ფეხი არ დაადგან. ვიდეოში ჩანს, რომ სტუდენტები სიტყვიერად უპირისპირდებიან მათ, ვინც დროშებზე მიზანმიმართულად დადიან. ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. 

ამერიკისა და ისრაელის დროშები უნივერსიტეტის შესასვლელში მთავრობამ სპეციალურად დახატა, რათა სტუდენტებს მათზე გადავლით ორი ქვეყნის მიმართ უპატივცემულობა გამოეხატათ.

ირანში რამდენიმე დღეა სტუდენტები ანტისამთავრობო აქციებს აწყობენ. ისინი ირანის რეჟიმის მიერ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებას აპროტესტებენ.

{{VIDEO}}

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *