აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს ვაფასებთ, როგორც ქვეყნის საშინაო მოვლენებს- რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

Written by

in

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს ,,ქვეყნის შიდა საქმედ” განიხილავს.

“ჩვენ ამ ქვეყნაში მიმდინარე პროცესებს ვაფასებთ როგორც საშინაო მოვლენებს. ვიმედოვნებთ, რომ კანონის ფარგლებში სასწრაფოდ მოხდება ვითარების სტაბილიზაცია დაინტერესებული მხარეების პირდაპირი მშვიდობიანი დიალოგის გზით”,- წერია სამინისტროს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა 9 იანვარს რეზოლუცია მიიღო, რის მიხედვითაც დე ფაქტო პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას გადადგომა მოეთხოვა. დოკუმენტში წერია, რომ გადაწყვეტილება საზოგადოებაში შემდგომი დესტაბილიზაციის თავიდან ასარიდებლად მიიღეს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *