9-10 იანვარს საქართველოს მთიან ზონებში თოვლია მოსალოდნელი

Written by

in

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,9-10 იანვარს საქართველოს მთიან ზონებში მოსალოდნელია თოვლი.

„9-10 იანვარს საქართველოს მთიან ზონებში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *