ქართული ოცნება ივანიშვილთან ერთად ახალ წელს მცხეთაში, რესტორანში აღნიშნავს

Written by

in

ქართული ოცნება ახალ წელს მცხეთაში რესტორან მარანი ჰოლში აღნიშნავს. პარტიის კორპორატიულ წვეულებას ბიძინა ივანიშვილიც ესწრება. ინფორმაცია რამდენიმე არხისთვის გახდა ცნობილი. მათი კამერების დანახვისას რესტორნიდან გამოსული პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე უკან შებრუნდა. რამდენიმე დეპუტატმა კი დაადასტურა რომ რესტორანში კორპორატიული წვეულება იმართება. მთავარი არხის ინფორმაციით ბიძინა ივანიშვილმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა და თქვა, რომ 2020 წელი ოცნების დიდი უპირატესობით გამარჯვების წელი იქნება და ამისთვის პარტიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *