სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული დეპუტატი ილია ჯიშკარიანი დანაშაულს უარყოფს და ამბობს:
„მე მიგალობია, ჩოხა მცმია და მიგალობია, მე არ შემიძლია ამ ტიტულით ამ ქვეყნიდან გასვლა, მე მირჩევნია მერქვას მკვლელი, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვიყო, ვიდრე ქალთან ძალადობაში“.-განაცხადა ჯიშკარიანმა.
თბილისის საქალაქო სასამართლო საკრებულოს წევრის, „ქართული ოცნების“ დეპუტატ ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე 11 ოქტომბერს იმსჯელებს. პროცესი 12:30 საათზეა ჩანიშნული. ჯიშკარიანს ბრალი ედება თანამშრომლის, თამთა თოდაძის მიმართ სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში.
Leave a Reply