გედევანიშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

Written by

in

გედევანიშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.  ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112″-ში შესული შეტყობინების თანახმად, თბილისში გედევანიშვილის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი სახლის სახურავზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

შეტყობინებაზე რეაგირება დაუყონებლივ მოახდინეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა. ადგილზე მისული სახანძრო-სამაშველო ჯგუფის ინფორმაციით, ხანძარი გავრცელებული იყო ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის სასხვენო გადახურვაზე, დაახლოებით 250-300 კვ/მ ფართობზე.

არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა საშიშროება დროულად აღკვეთეს. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *