“გისურვებ ციხეში აღმოჩნდე”- პუტინისთვის დაბადების დღის მილოცვის გამო რუსეთის მოქალაქეზე საქმე აღძრეს

Written by

in

რუსეთის ერთ-ერთ მოქალაქეზე რუსულ სოციალურ ქსელში  ოდნოკლასნიკებში დაწერილი პოსტის გამო საქმე აღიძრა. მას პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის დაბადების დღის არაკორექტულად მილოცვას ედეავებიან.

“ძვირფასო მეზღაპრევ, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინო, დღეს შენი ზეიმია! გისურვებ, რომ ყველა შენი მეგობარი და კოლეგა საჯდომით შემოგიბრუნდეს. გისურვებ, რომ ციხეში აღმოჩდე და სიცოცხლის ბოლომდე სამარტოო საკანში იყო!!! პირადად ჩემგან საჩუქარი ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინო — განა**ის შეკვრა!!!” – როგორც რუსული გამოცემა ტაიგა ინფო წერს, სწორედ ამ სიტყვების შემდეგ აღიძრა მოქალაქეზე საქმე. 

ნოვაია გაზეტას ინფორმაციით, ბრალის დადგენილებაში წერია: “ვლადიმერ პუტინის დაბადების დღეზე უხამსი საჩუქრის არც ისე ზრდილობიანი შეთავაზებისთვის”.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *