ქუთაისში საპატრულო ეკიპაჟი ამოტრიალდა – დაშავებულია ორი პოლიციელი

Written by

in

ქუთაისში საპატრულო პოლიციის მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა ავტომობილში მჯდომი ორი პოლიციელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხდმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *