უკრაინის პოლიციამ ქართველი კრიმინალის შოთა ჭიჭიაშვილის ლიკვიდაციის ვიდეო გაავრცელა (ვიდეო)

Written by

in

უკრაინის სპეცსამსახურმა კიევის ოლქში სოფელ ხოტიაკოვში ჩატარებული სპეცოპერაციის ვიდეო გაასაჯაროვა. სპეცოპერაციის დროს საქართველოს მოქალაქის შოთა (მევლუდ) ჭიჭიაშვილის ლიკვიდაცია მოხდა. 

ვიდეოზე ჩანს, რომ სამართალდამცველები ცდილობენ გატეხონ ის  კონტეინერი, რომელსაც ქართველი კრიმინალი თავს აფარებდა. ვიდეოში ჩანს ჭიჭიაშვილი, რომელიც ცდილობს გაიქცეს, რის შემდეგაც სროლა დაიწყო.

ჭიჭიაშვილის სახელი 90-იანი წლების არერთ გახმაურებულ კრიმინალურ საქმეს უკავშირდება, მათ შორის ადამიანების გატაცებებსაც.ასევე მისმა სახელმა გაიჟღერა გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების  და ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზეც.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *