პრეზიდენტის ადმინისტრაცია ზურაბიშვილის მიერ შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებაზე განცხადებას ავრცელებს

Written by

in

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს და სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში ბრალდებული რამდენიმე პირის შეწყალების ფაქტზე გენერალური პროკურატურის მხრიდან გამოძიების დაწყებას მიესალმება.

„მივესალმებით გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით.

ისეთ დროს, როცა არ წყდება ინსინუაციების და მძიმე ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელება, ერთადერთი სწორი გზა პროკურატურის მიერ ფაქტების შესწავლა და შემდეგ სათანადო სამართლებრივი რეაგირების განხორციელებაა“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *