ფრანკფურტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც 12 ჩემოდნით სიგარეტები გადაჰქონდა

Written by

in

გერმანიაში, ფრანკფურტის აეროპორტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც 12 ჩემოდნით  საზღვარზე სიგარეტები გადაჰქონდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით,  საქართველოს მოქალაქეს აეროპორტში ბარგის შემოწმებისას სიგარეტებით სავსე ჩემოდნები მებაჟეებმა აღმოუჩინეს. მას  ჯამში, 48 ათასი ღერი სიგარეტი გადაჰქონდა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო კონტრაბანდის გადატანის მუხლით მიმდინარეობს. მედიის ინფორმაციით, მასთან ერთად 6 თანამზრახველი მოქმედებდა, რომლებიც დაკავებული არ არიან.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *