“მიტინგები არა თუ არ შეწყდება,სექტემბრიდან ჩვენ გავზრდით საპროტესტო აქციების ინტენსივობას“–ირმა ინაშვილი

Written by

in

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი 20 ივნისის შემდეგ დაწყებულ საპროტესტო მოძრაობას უპირისპირდება. 

“მიტინგები არა თუ არ შეწყდება, სექტემბრიდან ჩვენ გავზრდით საპროტესტო აქციების ინტენსივობას და, ცხადია, არ მივცემთ სააკაშვილ-ბოკერიებს იმის საშუალებას, რომ თავისი ერთი მუჭა მხარდამჭერებითა და ლგბტ-ტერორისტებით აყაჩაღებდნენ და ატერორებდნენ ქართველ ხალხსა და საქართველოს.

მივმართავ პოლიტიკურ პროცესს მოწყვეტილ ადამიანებს, – გახდით ჩვენი მხარდამჭერები!

მივმართავ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, – დაგვიდექით გვერდში!

მივმართავ ხელისუფლებაში მყოფ ჯანსაღ ადამიანებს, – ვიმოქმედოთ ერთად და ერთად გადავარჩინოთ ქვეყანა!

და ბოლოს, მივმართავ აშშ-სა და ევროპის საქართველოში მოქმედ ინსტიტუტებს,- დაუდექით გვერდში ქართველ ხალს და უარი თქვით სააკაშვილ-ბოკერიების მფარველობაზე!“–წერს ირმა ინაშვილი ფეისბუქ გვერდზე.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *