ბათუმის უნივერსიტეტში ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინება ცრუ განგაში აღმოჩნდა

Written by

in

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნაღმის არსებობასთან დაკავშირებით ცრუ განგაში იყო.

გამნაღმველთა ჯგუფი ბათუმის უნივერსიტეტში გუშინ შეტყობინების შესვლისთანავე მივიდა და ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 17:50 საათზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეტყობინება ელექტრონულ ფოსტაზე შევიდა, სადაც აღნიშნული იყო, რომ უნივერსიტეტში ნაღმი 48 საათში ამოქმედდებოდა.

ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *