პროკურატურა ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით თითოზე მილიონ ლარს ითხოვს

Written by

in

პროკურატურა ხაზარაძის და ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, სავარაუდოდ, მილიონ-მილიონ ლარს ითხოვს. ამის შესახებ ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განაცხადა. 

რაც შეეხება დაცვის მხარის შუამდგომლობას, ამ საკითხზე კორძაძე ხაზარაძესა და ჯაფარიძესთან კონსულტაციებს გამართავს.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *