„აი, ვისია „რუსთავი 2“ – დაკავების წინ ჩაწერილი ინტერვიუ ირაკლი ოქრუაშვილთან

Written by

in

ირაკლი ოქრუაშვილის ბოლო ინტერვიუ დაკავებამდე რუსთავი2–ში, ვანო ჯავახიშვილთან შედგა. „აი, ვისია „რუსთავი 2“ – ეს ფრაზა ოქრუაშვილმა ვანოს შოუს ჩაწერისას წარმოთქვა და მკერდზე რუსთავი2–ის ლოგო დაიმაგრა. “ვანოს შოუს“ ფრაგმენტი არხმა გაავრცელა. სრული გადაცემა ეთერში პარასკევს საღამოს გავა.

გადაცემის ჩაწერის შემდეგ თავდაცვის ყოფილი მინისტრი  სამართალდამცველებმა დიღომში, ქუჩაში აიყვანეს. 

შსს-ს ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ბრალდებით არის დაკავებული.

ოქრუაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *