ზელენსკიმ დამოუკიდებლობის დღის აღლუმი გააუქმა – განკუთვნილ ფულს კი სამხედროებს გადაურიცხავს

Written by

in

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის გადაწყვეტილებით, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს აღლუმი არ ჩატარდება, ამის ნაცვლად ზელენსკი  სამხედროებს პრემიებს დაურიგებენ.

ამ გადაწყვეტილების შესახებ მან საკუთარ ფეისბუქზე ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით,  უკრაინელი სამხედროებისს პრემიებისთვის 300 მილიონი გრივნა გამოიყოფა, რაც თითქმის 12 მილიონი დოლარს უდრის.

“მინდა გაგიზიაროთ ახალი იდეა.როგორც იცით  ტრადიციულად, 24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს,იმართება სამხედრო აღლუმი, რაც პომპეზური და ძვირი ღონისძიებაა. წელს კი ვაპირებ, რომ ეს თანხა ჩვენს გმირებს, სამხედრო მოსამსახურეებს ჩავურიცხოთ”- აცხადებს ზელენსკი.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *