თურქეთში ქართველი ქალი მოკლეს

Written by

in

თურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. შემთხვევა ქალაქ ამასიაში მოხდა. 60 წლის ქალის ცხედარი პოლიციამ მისივე სახლში აღმოაჩინა. მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა.

სამართალდამცავები ადგილობრივებმა მას შემდეგ გამოიძახეს, რაც მეზობლის სახლში სროლის ხმა გაიგეს. მკვლელობის მოტივი უცნობია.

პოლიცია ეჭვმიტანილებს ეძებს. მოკლულის სახლში სამართალდამცველებმა ორი ცარიელი მასრა იპოვეს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *