დაპირისპირება პარლამენტთან – ჰომოფობიური აქციის მონაწილეებმა მიშა მშვილდაძეს ბოთლები დაუშინეს

Written by

in

რუსთაველის გამზირზე ვითარება დაიძაბა. ჰომოფობიური აქციის მონაწილეებმა ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორს, მიშა მშვილდაძეს წყლის ბოთლები დაუშინეს.

მიშა მშვილდაძე რუსთაველზე მივიდა. შეგახსენებთ, რომ დილიდან “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილები არიან   მმკ-ს, ლევან ვასაძის, ქართული მარშის  წარმომადგენლები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

დღესვე ამავე ადგილას 19:00 საათზე დაანონსებულია ანტისაოკუპაციო აქცია გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით – “სირცხვილია”.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *