ბათუმში A-Studio-ს კონცერტი შესაძლოა, აღარ ჩატარდეს

Written by

in

27 ივლისს, ბათუმში, ქეთა თოფურიასა და ჯგუფ A-Studio-ს კონცერტი იყო ჩანიშნული.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, შესაძლოა კონცერტი საერთოდ გაუქმდეს, ან ჩატარების თარიღი შეიცვალოს.

კონცერტის შესაძლო გაუქმების შესახებ აჭარის ტელევიზიას კლუბის მფლობელმა ირაკლი ფირანიშვილმა განუცხადა.

”ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ გავაუქმოთ. დღეს ან ხვალ გადაწყდება გადაიდება თუ გაუქმდება. ძალიან ბევრი ბილეთია გაყიდული, დიდი მოთხოვნა იყო” – განაცხადა კლუბის მფლობელმა.

შეგახსენებთ, რომ მუსიკალური ჯგუფი A-Studio და მისი სოლისტი ქეთა თოფურია პუტინის მხარდამჭერ კამპანიაში აქტიურად მონაწილეობდნენ, შესაბამისად მათი კონცერტი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რასაც სოციალურ ქსელში არსებული გამოხმაურებები მოწმობს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *