პარლამენტის წინ ერთ-ერთი მოშიმშილე საავადმყოფოში გადაიყვანეს

Written by

in

პარლამენტის წინ მოშიმშილეთაგან ერთ-ერთი, გოგა ლემონჯავა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. გაირკვა, რომ გოგა ლემონჯავას შაქარი დაუვარდა. ის „ამტელ ჰოსპიტალში“ მოათავსეს.

ამ დროისთვის მოშიმშილეთა კარავში 3 ადამიანი რჩება, ისინი უკვე მერვე დღეა გახარიას გადადგომის მოთხოვნით პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *